„სესხს არ მიმტკიცებენ. ცუდი საკრედიტო ისტორია მაქვს.“ – ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები. დიახ, ნებისმიერ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხის ასაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს. მათ შორისაა დადებითი საკრედიტო ისტორიის ქონა. რას აქცევენ ყურადღებას კრედიტორები სესხის გაცემისას, რას გულისხმობს საკრედიტო ისტორია და რა უნდა იცოდეთ კრედიტით სარგებლობისას?
თუკი ოდესმე აგიღიათ სესხი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ საკრედიტო ისტორია. „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად კარგი გადამხდელი იყავით. როდის აიღეთ კრედიტი, რა ვალუტაში, რამდენად დროულად დაფარეთ. ამის მიხედვით თქვენ შესაძლოა გქონდეთ დადებითი ან უარყოფითი საკრედიტო ისტორია. თუ დროულად გაისტუმრეთ ვალდებულება, თქვენ პოზიტიური საკრედიტო ისტორია და მაღალი რეიტინგი გექნებათ, ხოლო თუ გადახდებს აგვიანებდით, უარყოფითი. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სესხის გადაუხდელობა ან მიმდინარე დავალიანება. ასეთ დროს ბანკები თავს არიდებენ ახალი კრედიტის დამტკიცებას, რადგან რისკი იმისა, რომ მომხმარებელმა ვერ დაფაროს სესხი მაღალია. „კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზაში ნეგატიური სტატუსის მქონე სესხებზე ინფორმაცია იშლება სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ. ხოლო პოზიტიურ კრედიტებზე ინფორმაცია თანხის დაფარვიდან 7 წლის მანძილზე ინახება.
როგორ ავიღოთ სესხი დავალიანების დროს?
თუკი მიმდინარე ვალდებულება ან უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, ბანკიდან სესხის აღება გაგიჭირდებათ, მაგრამ საკრედიტო ბაზარზე ისეთი ტიპის კომპანიებიც ოპერირებენ, რომლებიც საშუალებას გაძლევენ აიღოთ სწრაფი სესხი მიმდინარე ვალდებულების დროსაც. ცხადია, ამ შემთხვევაში გაითვალისწინება სესხის მოცულობა. ისინი მხოლოდ იმ რაოდენობის თანხას დაგიმტკიცებენ, რის გადახდასაც შეძლებთ. დადებითი საკრედიტო ისტორია ზრდის კრედიტის მიღების შანსს თქვენთვის ოპტიმალური პირობით, თუმცა თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, შეგიძლიათ იზრუნოთ მის გაუმჯობესებაზე.
სწრაფი სესხების მომსახურება საშუალებას გაძლევთ აიღოთ თანხა ონლაინ რეჟიმში. განაცხადის შევსება ინტერნეტით, სასურველი კრედიტორის ვებგვერდზე ხდება. თქვენ უთითებთ თანხის ოდენობასა და დაფარვის ვადას. საჭირო თანხა კი მინიმალურ დროში ირიცხება თქვენს ანგარიშზე. სესხის აღების პროცესი გამარტივებულია. ბანკებისგან განსხვავებით, თქვენ არ გიწევთ ფილიალში მისვლა. განაცხადის შევსება და სესხის აღება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. მთავარია ინტერნეტთან კავშირი და ანგარიშის ქონა, რომელზეც თანხა დაგერიცხებათ. ონლაინ სესხი მოკლე პერიოდით, ძირითადად 30 დღემდე ვადით გაიცემა. თანხის მისაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ მინიმალურ მოთხოვნებს: იყოთ საქართველოს მოქალაქე, მინიმუმ 20 წლის, გქონდეთ პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიში. სწრაფ სესხზე განაცხადის გაკეთება კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. თანხის მისაღებად არ გჭირდებათ დოკუმენტების წარდგენა ან კომპანიაში მისვლა.
რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას?
თუ მიმდინარე დავალიანება გაქვთ, მაგრამ სესხის აღება მაინც გინდათ, პირველ რიგში დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ ვალდებულებებთან გამკლავებას.
- გამოითვალეთ მიმდინარე ვალდებულებები – თუ რომელიმე ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ გიმტკიცებთ სესხს, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაუხდელობის რისკი მაღალია. დაფიქრდით, რამდენად მოახერხებთ ახალი სესხის აღების შემთხვევაში ყველა ვალდებულების გასტუმრებას.
- გაიგეთ კომპანიის პირობები დეტალურად – საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის დრო, შესაძლო ხარჯები – ის მნიშვნელოვანი პირობებია, რაც აუცილებლად უნდა გაიგოთ, სანამ კონკრეტული კრედიტორის მომსახურებით ისარგებლებთ. გაეცანით თითოეულ მათგანს და კრედიტი ისე აიღეთ.
- ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულებას – ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება მოცემული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. მისი საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ დამატებითი ხარჯების შესახებ და სესხის აღებისას გაითვალისწინოთ.
ფინანსური პრობლემა ნებისმიერი თქვენგანის ცხოვრებაში შეიძლება წამოიშვას, მაგრამ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. სერვისების განვითარებასთან ერთად, გაცილებით მარტივი გახდა ონლაინ რეჟიმში თანხის მიღება. სანამ სესხს აიღებთ დაფიქრდით, რამდენად შეძლებთ თანხის გადახდას. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს და მარტივად შეძლებთ ფინანსების ეფექტურად მართვას.