სწრაფი ინტერნეტ სესხი ეს რეალობაა
ონლაინ სესხი ფინანსური პრობლემების მოგვარების ეფექტური საშუალებაა. სესხი ცნობების გარეშე გაიცემა და თანხის მიღება მაქსიმალურად გამარტივებულია. კრედიტის მისაღებად საჭიროა ინტერნეტით განაცხადის შევსება და პირადი მონაცემების გაგზავნა. ხანგძლივი პროცედურები, ცნობების შეგროვება და კომპანიაში მისვლა საჭირო არ არის, რაც თანხის მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
მოულოდნელი ფინანსური პრობლემა ნებისმიერ დროს შეიძლება შეგექმნათ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში? თუ ფინანსური სირთულის წინაშე ხართ, აუცილებლად გჭირდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი. ასეთ შემთხვევაში დახმარებას სწრაფი სესხი გაგიწევთ.
გაუთვალისწინებელი შემთხვევისას ვერ დაელოდებით საბანკო კრედიტისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვებასა და მოწესრიგებას, საჭირო ცნობების მოიძიებას და შემდეგ რამდენიმე დღე ბანკის გადაწყვეტილების ლოდინში გატარებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი სესხი ცნობის გარეშე გაიცემა. Credy.ge-ზე თქვენ მხოლოდ პირადობის მოწმობით შეძლებთ მიიღოთ აუცილებელი საჭიროების ფინანსური რესურსი და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ თანხა.
სწრაფი ონლაინ სესხი ცნობების გარეშე თქვენი უფრო მეტი კომფორტისთვის
სესხის აღება ინტერნეტით, ხელფასის ცნობის გარეშე ხდება. ამისთვის საკმარისია შეხვიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე და განაცხადის ფორმაში შეიყვანოთ შემდეგი მონაცემები: თქვენი აქტიური საბანკო ანგარიშის ნომერი, პირადი მონაცემები, შემოსავლები. საბანკო ანგარიში უნდა იყოს დარეგისტრირებული თქვენს სახელზე, ამ ანგარიშიდან შესაძლოა დაგჭირდეთ სიმბოლური თანხის გადარიცხვა. ეს ხშირად აუცილებელი პირობაა იდენტიფიკაციისათვის, რათა სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხის აღება შეძლოთ.
განაცხადის შევსების გამარტივებული პროცესი არ ნიშნავს სესხის მარტივად დამტკიცებას. კრედიტორებს გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ თქვენი საკრედიტო ისტორია, არსებული დავალიანება. გაიგონ თუ რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელი ხართ. ამასთან, კომპანიას შეუძლია შეამოწმოს თქვენი კრედიტუნარიანობა, ისე რომ არ მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
როდის უნდა მიმართოთ ონლაინ სესხს
ონლაინ სესხის მიღება მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ფინანსური სირთულეების დროს სწორი არჩევანია. სიტუაციები, როცა ფული სასწრაფოდ გჭირდებათ ბევრია:
- თანხა შემდეგ ხელფასამდე – არ გყოფნით თანხა ხელფასამდე? სწრაფი სესხები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანხა 50 ლარიდან სასურველი დროით და ფინანსური პრობლემა სწრაფად მოაგვაროთ. აღნიშნულ სერვისს “ხელფასამდე” სესხსაც ეძახიან, რადგან ითვლება, რომ იგი მცირე ვადაში უნდა დაიფაროს, როდესაც შემოსავლის მიღებამდე ცოტა დრო არის დარჩენილი.
- თანხა საოცნებო ნივთის შესაძენად – ფასდაკლებაა თქვენს საყვარელ მაღაზიაში და ფული ცოტა ხნით დაგჭირდათ? თქვენ მარტივად შეგიძლიათ აიღოთ 50-600 ლარი, ინტერნეტით გააკეთოთ განაცხადი და მიიღოთ ფული მოხერხებულად. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ სწრაფ სესხს პირველად იღებთ, სესხის მოცულობა ბევრი არ იქნება, რადგან კომპანიები ლიმიტს, არსებულ ან უკვე ლოიალურ მომხმარებლებზე ზრდიან.
- სამედიცინო ხარჯები – გადაუდებელი სამედიცინო შემოწმება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. ასეთ დროს თანხის მიღება სასწრაფოა, რადგან ვერ დაელოდებით მომენტს, როცა ფული გექნებათ.
- მიმდინარე ხარჯები – თუ ფული არ გყოფნით გადასახადებისთვის, სწრაფი ონლაინ სესხები მოსახერხებელი არჩევანია. თანხა შესაძლოა კრედიტის დასაფარად დაგჭირდეთ. თუკი მცირე თანხა გაკლდებათ, შეგიძლიათ სწრაფ სესხს მიმართოთ და იგი თანხის ჩარიცხვისას დაფაროთ.
სწრაფი სესხი 200 ლარი ან სხვა მცირე ოდენობით განსაკუთრებით გეხმარებათ მაშინ, როცა მცირე თანხის მიღება სასწრაფოდ გჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში ამ სერვისით სარგებლობა კარგი არჩევანია. ბანკებისგან განსხვავებით, თანხის მიღების პროცესი სწრაფი და მარტივია. რაც გეხმარებათ, დროის დაზოგვაში და სარგებლობთ მეტი კომფორტით.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ სწრაფი სესხის მისაღებად
კომპანიების უმრავლესობას სესხის მისაღებად მსგავსი მოთხოვნები აქვს დაწესებული. სესხის აღება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, 20 წლიდან საპენსიო ასაკამდე. მსესხებელს უნდა ჰქონდეს დადებითი საკრედიტო ისტორია, ანგარიში ნებისმიერ ბანკში, მოქმედი პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონის ნომერი. სესხის მსურველს შეუძლია სწრაფი სესხი ინტერნეტით აიღოს. ზოგიერთ შემთხვევაში, კლიენტი 1 თეთრს რიცხავს კრედიტორის ანგარიშზე, რათა მოხდეს მონაცემების გადამოწმება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა სწრაფად ირიცხება მომხმარებლის საბანკო ანაგრიშზე.
სწრაფი ონლაინ სესხი ცნობების გარეშე, 5-დან 30 დღემდე ვადით გაიცემა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ამ დროში უნდა შეძლოთ მთლიანი თანხის უკან დაბრუნება. ზოგიერთი კომპანია გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სესხი გადაავადოთ, როგორც ერთჯერადად, ასევე მრავალჯერადად. კრედიტის გადავადებაში იხდით საკომისიოს, რაც დამატებითი ხარჯია და ამით არ იფარება სესხი.
კომპანიების ნაწილს ხელსაყრელი შეთავაზება აქვთ კლიენტებისთვის; პირველი სესხი 0 %-ში. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სესხს უპროცენტოდ იღებთ და ზედმეტი თანხის გადახდა არ გიწევთ. შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პირობა და მიიღეთ სესხი 15 წუთში. Credy.ge გაგიწევთ შუამავლობას და დაგეხმარებათ საუკეთესო პირობის კრედიტორის შერჩევაში. შეავსეთ განაცხადი Credy.ge-ზე და სასურველი თანხა სწრაფად აისახება თქვენს საბანკო ანგარიშზე, ზედმეტი ფორმალობების გარეშე. თქვენ არ დაგჭირდებათ კომპანიაში მისვლა, დასაქმების ცნობა ან დამატებითი პროცედურების გავლა, რათა საჭირო თანხა მიიღოთ. აირჩიეთ Credy.ge და ისარგებლეთ კომფორტული მომსახურებით.