თანამედროვე ციფრულ ერაში აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიები. მომხმარებლები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, ინფორმაციის მისაღებად კი იყენებენ საძიებო სისტემებს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მოთხოვნადი ხდება ონლაინ სერვისები. შესაბამისად, საფინანსო კომპანიებს რიგი მომსახურებები სწორედ ონლაინ სივრცეში გადააქვთ. თუკი ერთ დროს თანხის გადასარიცხად ან კომუნალურის გადასახდელად საჭირო იყო ბანკის ფილიალში მისვლა, დღეს უკვე ინტერნეტ ბანკით არის შესაძლებელი ამ სერვისით სარგებლობა.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კონკურენცია საფინანსო სექტორში. ბაზარზე გამოჩნდენ არასაბანკო კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და სესხის გაცემა. სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების პირობები კარგად არის მორგებული თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე, რადგან ის სისწრაფეზე, კომფორტსა და სიმარტივეზეა გათვლილი. თუკი ადრე შეუძლებელი იყო სესხის აღება კომპანიაში მისვლის გარეშე, დღეს უკვე შესაძლებელია თანხის აღება სახლიდან გაუსვლელად. ციფრულ ერაში აქტიურად ვითარდება საფინანსო პროდუქტები და ის მეტად ხელმისაწვდომი ხდება. არასაბანკო კომპანიებში იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ სესხით სარგებლობა, რომლებიც არ მუშაობენ და არ შეუძლიათ ცნობების წარდგენა. რა პირობები აქვთ სესხის გამცემ კომპანიებს, რა უპირატესობით გამოირჩევიან და როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი სესხის აღებისას?
რა უპირატესობით გამოირჩევიან სწრაფი სესხები
სწრაფი სესხი თანამედროვე მომხმარებელზე მორგებული მომსახურებაა. კლიენტი საჭირო თანხას სწრაფად იღებს და მარტივად აგვარებს ფინანსურ პრობლემას. თუკი საბანკო კრედიტის მისაღებად ხანგძლივი პროცედურის გავლაა საჭირო, რაც დამატებით დროს მოითხოვს, ონლაინ სესხი იძლევა იმის საშუალებას, რომ თანხა დროულად მიიღოთ.
- სისწრაფე – ონლაინ სესხების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ სწრაფად შეგიძლიათ მიიღოთ მოთხოვნილი თანხა. გადაწყვეტილება სესხის დამტკიცებაზე განაცხადის მიღებისთანავე მიიღება. თანხის დარიცხვის დრო კი ძირითად შემთხვევაში არ აჭარბებს 15 წუთს.
- მოქნილობა – საჭირო თანხის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან. არ გჭირდებათ კომპანიაში მისვლა ან სახლიდან გასვლა. ეს კი ზოგავს თქვენს დროს და საშუალებას გაძლევთ ფინანსური პრობლემა დროულად მოაგვაროთ.
- მარტივი პროცედურა – სესხის ასაღებად მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. ირჩევთ კომპანიას, ვებგვერდზე ავსებთ განაცხადის ფორმას და აგზავნით კრედიტორთან. თანხის დასამტკიცებლად არ მოითხოვება თავდები, დასაქმების ცნობა ან უზრუნველყოფა.
როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული სესხი
კომპანიებს მომხმარებლების მისაზიდად აქტიური სარეკლამო კამპანიები აქვთ. შეთავაზებებს ვხვდებით როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ტელევიზიასა და ონლაინ მედიაში. უამრავი მიმზიდველი შეთავაზების ფონზე, არც ისე მარტივია გონივრული არჩევანის გაკეთება. ამასთან, სესხის აღებისას ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვიღებთ და არ ვაკვირდებით კომპანიის პირობას. რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას, რათა შევარჩიოთ საუკეთესო პირობის კომპანია და დავზოგოთ ხარჯები?
- კრედიტის პირობა – დღესდღეობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სესხის პირობების ცოდნა. სანამ კლიენტი კონკრეტული კომპანიის მომსახურებით ისარგებლებს, უმჯობესია გაეცნოს პირობებს, დაფიქრდეს რა ვადით იღებს კრედიტს, რა თანხის გადახდა დასჭირდება. შეაფასოს რესურსები და თანხის დაფარვის შესაძლებლობა.
- საპროცენტო განაკვეთის ოდენობა – ხარჯების წინასწარ ცოდნა მნიშვნელოვანია, იმისთვის რათა სესხის დაფარვა ვადაგადაცილების გარეშე მოხდეს. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს, რაც შესაძლოა კლიენტს ჰქონდეს.
- ხელშეკრულების პირობა – ხელშეკრულების პირობების ცოდნა ეხმარება მომხმარებელს წინასწარ იცოდეს მისი მოვალეობები და გაითვალისწინოს სესხის აღებამდე.
საკრედიტო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია კომპანიების პირობების გათვალისწინება. საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა და გადასახადი თანხის ზუსტად გამოთვლა. სწორი ფინანსური არჩევანი ხარჯების შემცირების გარანტიაა.