ონლაინ სესხების საკითხი არ კარგავს აქტუალობას. ახალი რეგულაციების შემოღების საკითხმა კლიენტებში გაურკვევლობა გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილში გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ ამ მომსახურებით ვეღარ ისარგებლებდა ან უკვე აღებული კრედიტის გადახდას არავინ მოსთხოვდა. დღესდღეობით, უკვე გარკვეულია ყველა საკითხი. ონლაინ სესხებზე დაწესდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური 100%-იანი ზღვარი და სერვისით სარგებლობა ისევ ხელმისაწვდომი იქნება. პირიქით, ის უფრო მიმზიდველი გახდება, რადგან საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლები იქნება.
რას უნდა ველოდოთ სწრაფი სესხების ახალი რეგულაციების ფონზე?
მომხმარებელთა მოლოდინი, რომ აღებული სესხის დაფარვას აღარავინ მოითხოვდა, არასწორია. ხელშეკრულება ზუსტად განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვით, მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საკომისიო და სრულად შეასრულოს ყველა ვალდებულება. ონლაინ სესხის აღებისას კლიენტი ელექტრონულად ასრულებს ხელმოწერას და ადასტურებს ხელშეკრულების გაცნობას. ელექტრონულად შესრულებულ ხელმოწერას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც სტანდარტულს. შესაბამისად, იმის მოლოდინი რომ არავინ მოითხოვს აღებული სესხის გადახდას არასწორია.
ონლაინ-საკრედიტო სისტემა 2013 წლიდან არსებობს საქართველოში. კომპანიების რიცხვი კი 40-ს აჭარბებს. მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნაა, რისი მიზეზიც მისი კომფორტული პირობებია. პროდუქტით სარგებლობა სწრაფი და მარტივია. მომხმარებელს სახლიდან გასვლის გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია თანხის მიღება კომპანიის ვებგვერდზე განაცხადის შევსების გზით. არ არის საჭირო დოკუმენტების, დასაქმების ცნობის ქონა, თავდები ან ქონების უზრუნველყოფა. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი, საბანკო ბარათი და მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ონლაინ კრედიტი გამოირჩევა უპირატესობებით, რომელიც ხელსაყრელია. პირველი სესხი ბევრ კრედიტორთან სრულიად უპროცენტოა. რას გულისხმობს ეს შეთავაზება? იმას, რომ თუ კლიენტი პირველად სარგებლობს კომპანიის მომსახურებით, 0%-ში იღებს თანხას და იხდის ზუსტად იმ რაოდენობას, რაც თავიდან ისესხა. არანაირი ზედმეტი ხარჯი და დაფარული საკომისიო – ეს კი მომგებიანი პირობაა მსესხებლისთვის.
სწრაფი სესხების რეგულაციები საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ ონლაინ სესხების გაცემის დიდი პრაქტიკა არსებობს. ევროპის ბევრ ქვეყანაში სფერო რეგულირდება. აშშ-ს 9 შტატში არსებობს მსგავსი პროფილის მქონე კომპანია, რომელთა ოპერირებისთვის საჭიროა ლიცენზია სახელმწიფოს მხრიდან. მომხმარებლები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ გადახდისუუნარობის შემთხვევაში ეძლევათ ხანგრძლივი დრო გადახდისთვის და სესხს ჯარიმის დარიცხვის გარეშე აბრუნებენ. ბრიტანეთში დადგენილია საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. ევროპის ბევრ ქვეყანაში ონლაინ სესხის გაცემა მსგავსად კონტროლდება.
საქართველოში საკრედიტო კომპანიების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი შეთავაზება ჩნდება. რთულია საუკეთესო პირობის; დაბალპროცენტიანი სესხის შერჩევა. ის ძალისხმევას მოითხოვს, რადგან საჭიროა კომპანიების ვებგვერდზე შესვლა, პროცენტის გამოთვლა, შედარება. Credy.ge-ის სერვისით შესაძლებელია ერთი განაცხადით რამოდენიმე კომპანიასთან დაკავშირება და საუკეთესოს მარტივად შერჩევა. ჩვენ, რეგულაციების მიუხედავად, ვაგრძელებთ კომფორტული სერვისის შემოთავაზებას. სესხის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანი ფაქტორია სანდო ფინანსური პარტნიორის ყოლა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შერჩევა კი პასუხისმგებლობით სესხების გარანტიაა.