“წარმატებული კარიერა, ფინანსური კეთილდღეობა და უზრუნველი ცხოვრება”. ალბათ ხშირად გიოცნებიათ ამაზე. ნებისმიერი მიზანდასახული ადამიანის სურვილია მიიღოს განათლება და საკუთარი შრომით მიაღწიოს წარმატებას. ზოგჯერ დათმობაზეც მოგიწევთ წახვიდეთ და სტუდენტური სესხები აიღოთ. ჩვენი სურვილების ასრულებისთვის ხშირად პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პროფესიის მიღებისთვის ფინანსები და ზოგჯერ სტუდენტური სესხები არის საჭირო.
სტუდენტური სესხი პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სულ უფრო მეტი სტუდენტი დაფინანსების აღნიშნულ საშუალებას მიმართავს და სესხს სწავლის დასრულების შემდეგ იხდის. აღნიშნული მომსახურება მსოფლიოში გადახდის მოქნილი გრაფიკით გამოირჩევა და ხშირად სტუდენტები თანხას მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც სწავლას ასრულებენ და მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვთ.
განათლების მიღება უკვე მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. უნივერსიტეტები, კოლეჯები, სასერთიფიკატო კურსები – სწავლის მსურველებს ფართო არჩევანი აქვთ, თუმცა ის არც ისე იაფია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არ გვაქვს სახელმწიფო გრანტი ან სტიპენდია. კოლეჯები და სასერთიფიკატო კურსები კი ძირითადად ისედაც ფასიანია. ასეთ შემთხვევაში განათლების მიღება საკუთარი ხარჯებით გვიწევს. თანხის საშოვნელად კი მუშაობა გვიწევს, რაც ხშირად სწავლაში ხელის შემშლელია. ასეთ დროს სტუდენტური სესხები ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.
სტუდენტური სესხი მარტივი საშუალებაა სწავლის დასაფინანსებლად და იგი უპირატესობებითაც გამოირჩევა
- უზრუნველყოფის გარეშე – აღნიშნული სესხები უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. შესაბამისად, მომხმარებელს არ უწევს უძრავი ქონების ჩადება, რითაც თავიდან ირიდებს ფინანსურ რისკებს.
- გადახდის მოქნილი პირობა – სესხის გადახდის გრაფიკი სტუდენტზეა მორგებული და კლიენტისთვის მოსახერხებელია.
- უპირატესობები – გაუმჯობესებული პირობები პარტნიორ უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში ეხმარება სტუდენტს მეტი შეღავათით ისარგებლოს.
ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ მსესხებლის მიმართ. ძირითადი მოთხოვნა მინიმალური შემოსავლის ქონაა. კომპანიებში განსხვავებულია კრედიტის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, გადასახადი თანხის რაოდენობა. კრედიტორის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირებისა და ფინანსების დაზოგვისთვის.
რა უნდა გაითვალისწიოთ სტუდენტური სესხის აღებისას?
- საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რისი მიხედვითაც არჩევანი უნდა გააკეთოთ. კარგად გამოითვალეთ თუ რა ხარჯების გაღება მოგიწევთ. გამოითვალეთ თქვენი ბიუჯეტის ოდენობა და თანხა სწორად ისესხეთ.
- ხელშეკრულება – კარგად გაცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ თქვენი უფლება-მოვალეობები და ყველა შესაძლო პირობა წინასწარ გაითვალისწინოთ.
- უპირატესობები – კომპანიების ნაწილს აქვს შეღავათები. მაგ: სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შეღავათებს გვთავაზობენ. გაიგეთ რა შეღავათს გთავაზობთ კომპანია.
- საშეღავათო პერიოდი – ეს არის პერიოდი, თუ რამდენ ხანში იხდით პირველ გადასახადს.
შეამცირეთ სესხის მოცულობა როგორც კი ამის შესაძლებლობა გექნებათ. გადაიხადეთ იმაზე მეტი, ვიდრე შეთანხმებაშია და დაფარეთ სესხის ძირი თანხა. სწორად აირჩიეთ დაფარვის გრაფიკი. ხოლო თუ გადახდას ვერ ახერხებთ, დაუკავშირდით კრედიტორს. დააფინანსეთ საკუთარი წარმატება გონივრულად და სწორად დაგეგმეთ გზა წარმატებულ კარიერამდე.