“თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი“ – ალბათ ასეთი შეტყობინება ერთხელ მაინც მიგიღიათ ტელეფონით. სმს სესხის საშუალებით თანხის გამოტანა სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ბანკომატიდან შეგიძლიათ და ამისათვის არ გჭირდებათ დამატებითი პროცედურების გავლა. SMS სესხი დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს უმტკიცდებათ. ბანკს გააჩნია თავისი მომხმარებლების საკრედიტო რისკების შეფასების სისტემა, რომელიც ამოწმებს კლიენტის შემოსავლიანობასა და გადახდის ისტორიას. დადებითი მონაცემების შემთხვევაში ხდება შეთავაზების სმს-ით გაგზავნა. სესხის თანხა განსხვავებულია და დამოკიდებულია კლიენტის შემოსავლის ოდენობაზე. როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ასეთი შეტყობინება მიიღეთ, უნდა ისარგებლოთ თუ არა ამ მომსახურებით?
სმს შეტყობინების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ სესხით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. დაფიქრდით რამდენად გჭირდებთ თანხა მოცემულ სიტუაციაში. თუ კრედიტი არ გჭირდებათ და არ გეგმავთ სარგებლობას, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ამაში საკომისიოს არავინ გადაგახდევინებთ. ხოლო თუ თანხა გჭირდებათ, დაადგინეთ რა მიზნით იღებთ სესხს. გაარკვიეთ შეთავაზების პირობა, ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს და განსაზღვროთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, პროცენტი, გრაფიკი და სხვა. თუ პირობები მისაღები იქნება, დაეთანხმებით ხელშეკრულებას და თანხას სწრაფად მიიღებთ.
სმს სესხი თანხის მარტივად მიღების შესაძლებლობაა. თუ გონივრულად მიუდგებით ასეთ შეთავაზებას, გაარკვევთ კრედიტის ყველა პირობას და თანხას ამის შემდეგ აიღებთ, ისარგებლებთ სწრაფი და ხელსაყრელი მომსახურებით.
SMS სესხი სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში
სმს სესხის აღება შესაძლებელია სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებშიც, თუმცა მომსახურება ძირითადად არსებული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი. თანხის მისაღებად აგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. SMS სესხის პირობები, საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და დაფარვის დროს იგივეა, რაც სწრაფი სესხის შემთხვევაში. სერვისით სარგებლობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. კრედიტორი არ ითხოვს თავდებს, დასაქმების ცნობას ან ამონაწერს. თანხის მისაღებად საჭიროა გქონდეთ საბანკო ანგარიში, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა, იყოთ საქართველოს მოქალაქე, 20-დან 65 წლამდე.
სესხის ასაღებად უნდა დარეგისტრირდეთ სასურველი კომპანიის ვებგვერდზე, შეავსოთ განაცხადის ფორმა და შეიყვანოთ პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა და საბანკო ანგარიშის ნომერი. თანხის მისაღებად მხოლოდ 15 წუთია საკმარისი, რაც საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა. სწრაფი სესხის მთავარი უპირატესობა მისი მარტივად ხელმისაწვდომობაა. თუ ქალაქგარეთ იმყოფებით და არ გაქვთ კომპიუტერი, მობილურის საშუალებით ავსებთ განაცხადს და საჭირო თანხას ანგარიშზე იღებთ. სწრაფი სესხი 30 დღემდე ვადით გაიცემა. თუ ვალდებულების გასტუმრებას დროულად ვერ მოახერხებთ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების სერვისით და თანხა მოგვიანებით, სასურველ დროს დააბრუნოთ. მართალია ამაში იხდით საკომისიოს, რომლითაც არ იფარება კრედიტი, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებთ დადებით საკრედიტო ისტორიას. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში სესხის დამტკიცების კუთხით.
აღნიშნულ მომსახურებას ბევრი კრედიტორი გვთავაზობს. საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია სესხის პირობების გაცნობა და შედარება. განაცხადის შევსებამდე გაიგეთ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, დაფარვის დრო. გაეცანით ხელშეკრულებას და გაითვალისწინეთ ყველა პირობა წინასწარ. SMS სესხი კარგი შესაძლებლობაა საჭირო თანხის მარტივად მისაღებად. ისესხეთ პასუხისმგებლობით და ისარგებლეთ მოქნილი პირობებით.