დრო, როდესაც სესხის მისაღებად საჭირო იყო გირაო ან გარანტია, წარსულში დარჩა. დღეისათვის, თანხის მიღება გაცილებით მარტივად შეიძლება. სწრაფი სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. პროდუქტით სარგებლობისთვის არ არის საჭირო ქონების დაგირავება. შესაბამისად, მომხმარებელს არ უწევს ახლობლის შეწუხება და თავდებობის თხოვნა. ამასთან, რისკის წინაშე არ აყენებს მის უძრავ ქონებას. საჭირო თანხას კი სახლიდან გასვლის გარეშე, მარტივი პროცედურის გავლით იღებს. სესხის მისაღებად საკმარისია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
- ასაკი 20 წლიდან;
- საქართველოს მოქალაქეობა;
- საბანკო ანგარიშისა და მობილურის ქონა.
სწრაფი სესხის მისაღებად მომხმარებელი სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ავსებს განაცხადის მარტივ ფორმას, უთითებს პირად მონაცემებს, საჭირო თანხის ოდენობასა და მისი დაფარვის დროს. სესხის დამტკიცების დრო არ აჭარბებს 15 წუთს, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს ისარგებლოს კომფორტული მომსახურებით და სწრაფად მოაგვაროს ფინანასური პრობლემა. სწრაფი სესხების საშუალებით შესაძლებელია ფულის სესხება ბინისა და მანქანის დაგირავების გარეშე, რაც დიდი უპირატესობაა. მომხმარებელს არ უწევს დოკუმენტების შეგროვება. ხოლო მისი საკუთრება რისკის წინაშე არ დგება. სწრაფი სესხების ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ თუ კლიენტი დროულად ვერ შეძლებს ვალდებულების გასტუმრებას, შეუძლია ისარგებლოს გადავადების მომსახურებით და თანხა გადაიხადოს მისთვის სასურველ დროს.
როდის მოითხოვება გარანტორი
თუ სწრაფი სესხი გირაოს გარეშე გაიცემა, გრძელვადიანი სესხის მისაღებად ხშირად მოითხოვება უზრუნველყოფა. იქიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიანი კრედიტის დაფარვის ვადა ხანგძლივია და თანხის ოდენობაც დიდია, კრედიტორს დამატებით სჭირდება რისკების დაზღვევა, თუკი მომხმარებლის შემოსავალის ოდენობა შეიცვლება ან ვერ მოახერხებს თანხის გადახდას, შეძლოს გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
გარანტორი ფიზიკური პირი ან კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უდგება თავდებად. ის ვალდებულია ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში თავად დაფაროს თანხა. გარანტორად ძირითადად მეგობრები ან ოჯახის წევრები დგებიან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ფინანსური რესურსი. გარანტორი მაშინ ხდება საჭირო, როცა კრედიტორი გადახდასთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. შესაძლოა მომხმარებელს დაბალი შემოსავალი ან უარყოფითი საკრედიტო ისტორია ჰქონდეს და კომპანიას თანხის გასაცემად დამატებით დასჭირდეს თავდები.
გარანტორს უფლება აქვს მიიღოს დეტალური ინფორმაცია გადახდებთან დაკავშირებით. კრედიტორი კი ვალდებულია მას გააცნოს ნებისმიერი ცვლილება, თანხის დაგვიანებით გადახდის ფაქტი და სხვა. სანამ ვინმეს გარანტორი გახდებით, გახსოვდეთ რომ ეს საკუთარ თავზე ფინანსური ვალდებულების აღებას ნიშნავს. დააზუსტეთ დეტალები; რა თანხას იღებს მომხმარებელი საფინანსო კომპანიიდან, რა ხარჯი ექნება, რა დროში უნდა მოხდეს კრედიტის დაფარვა. ამასთან, დაფიქრდით რამდენად შეძლებთ სესხის გადახდას, თუკი მსესხებელი ვერ მოახერხებს ვალდებულების გასტუმრებას.