სამომხმარებლო სესხი დღითიდღე უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. კრედიტის ეს ნაირსახეობა გაიცემა პირადი მოხმარებისთვის, ნებისმიერი მიზნობრიობით. ამ მომსახურეობით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ასევე ბანკებში. სამომხმარებლო კრედიტი შეიძლება იყოს ქონების უზრუნველყოფით ან უზრუნველყოფის გარეშე. ამ ტიპის სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სესხის დაფარვის სტაბილური წყარო. მაგალითად: შემოსავალი ბიზნესიდან, ხელფასიდან, იჯარიდან, უცხოეთიდან მიღებული თანხა და სხვა.
სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობა:
- ცხოვრების პირობების გაუმჯობესება
- განათლების დაფინანსება
- მოგზაურობა
- სასურველი ნივთის შეძენა
- მიმდინარე ხარჯების დაფარვა
სამომხმარებლო კრედიტი, როგორც წესი, მოკლევადიანია და შესაბამისად, ყველაზე ძვირი სხვა სესხებთან შედარებით. საპროცენტო განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და მომხმარებლის შემოსავალზე.
სამომხმარებლო კრედიტი მიკროსაფინანსო კომპანიებში და ბანკებში
კრედიტის ეს ტიპი განსხვავდება ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. საკრედიტო კომპანიებში სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი, გაიცემა მცირე თანხის ოდენობით, მოკლე ვადით, ქონების უზრუნველყოფის და ცნობების გარეშე. სესხის აღების პროცედურა საკმაოდ მარტივი და სწრაფია. რაც შეეხება ბანკს, აქ ამ ტიპის პროდუქტის მიღება უამრავ პროცედურებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დიდი რაოდენობით ფულის სესხების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტაცია. უზრუნველყოფის შემთხვევაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე შესაძლოა აუცილებელი იყოს თავდები პირის წარდგენა. გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს სესხის აღების და საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საკომისიო.
თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს სამომხმარებლო კრედიტზე თავისი დადებითი მხარეები გააჩნია. მიკროსაფინანსო ფირმებში თანხის სესხებისას პირობები საკმაოდ მარტივი და მოქნილია, სამაგიეროდ ბანკში ფულის მაქსიმალური ლიმიტი ბევრად მეტია.
სამომხმარებლო სესხის მიღების 3 გზა:
- ონლაინ – ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომია როგორც მცირე საფინანსო ორგანიზაციებში ასევე ბანკებში. განაცხადის შევსება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ონლაინ რეჟიმში. სესხის მოთხოვნაზე განაცხადის შევსების შემდეგ, ის გადაეგზავნება კრედიტორს და სამუშაო საათებში მოხდება მისი განხილვა.
- ტელეფონით – მსესხებელი უთითებს საკუთარ ტელეფონის ნომერს და კრედიტორი მას უკავშირდება უმოკლეს პერიოდიში. ეს სერვისი შეიძლება მოქმედებდეს 24 საათის განმავლობაში.
- ფილიალში მისვლით – მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს უახლოეს ფილიალს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია პირადად კრედიტორისგან.
სამომხმარებლო სესხის კალკულატორი
კალკულატორის მეშვეობით კლიენტს რომელიც აკეთებს განაცხადს სესხზე შეუძლია წინასწარ დაიანგარიშოს მოსალოდნელი ხარჯები. მიუთითეთ თანხის ოდენობა (ლარში ან უცხოურ ვალუტაში), დაფარვის სიხშირე და ვადა. ხარჯების დათვლა დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები და იყოთ წინდახედული. გარდა სესხისა ონლაინ კალკულატორით ასევე შესაძლებელია ანაბრის სარგებლის დათვლა.
სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას უნდა იყოს გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორები. პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის პირობებს. სამომხმარებლო სესხები 20 წლიდან გაიცემა. სესხით სარგებლობისას ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის ან წინასწარ დაფარვის საკომისიოს. საკომისიო გადასახადი ძირითადად 2%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გაეცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ რა მოვალეობები დაგეკისრებათ კომპანიისგან. თქვენი უფლებების და მოვალეობების ცოდნა აგარიდებთ უსიამოვნებებს და ფინანსურ პრობლემებს.
Credy-ს ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია საუკეთესო შემოთავაზების შერჩევა. მოძრავი ღილაკის მეშვეობით ირჩევთ სასურველ თანხას და დაბრუნების თარიღს. განაცხადის შევსების შემდეგ თქვენი მონაცემები გაეგზავნება პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც განიხილავენ მას და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებიან. დამტკიცებულ განაცხადზე 15 წუთის განმავლობაში თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე. ისარგებლეთ მიღებული ფულით და აიხდინეთ სურვილები!