ახალი მობილური, მოგზაურობა თუ ტექნიკა – ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სურვილების ასრულება და საჭირო ნივთების შეძენა. სამომხმარებლო სესხი სწორედ პირადი მოხმარებისთვის, გარკვეული მომსახურების შესაძენად გაიცემა. ეს შეიძლება იყოს საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა. თუ თანხა გჭირდებათ შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად, ტექნიკის შესაძენად, თქვენ თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით.
სამომხმარებლო სესხები გაიცემა როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავლის ოდენობაზე, თანხის მოცულობასა და ვადაზე. კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს უძრავი ქონების უზრუნველყოფა ან თავდები პირი სესხის ოდენობიდან გამომდინარე. თანხის მისაღებად საჭიროა სტაბილური შემოსავლის ქონა. ეს შეიძლება იყოს არამარტო ხელფასი, არამედ შემოსავალი ბიზნესიდან ან ფულადი გზავნილებიდან. სწრაფი სესხებისგან განსხვავებით სამომხმარებლო კრედიტის მისაღებად საჭიროა ფილიალში მისვლა. საფინანსო კომპანიები ძირითად შემთხვევაში არ ინტერესდებიან ამ კრედიტის მიზნობრიობით, ამიტომ თანხის გამოყენება ნებისმიერი სურვილის ასასრულებლად შესაძლებელია.
სამომხმარებლო სესხი – საუკეთესო არჩევანი თანხის მისაღებად
მომსახურება მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა. მომხმარებელი სასურველ თანხას მარტივად იღებს. მთავარი მოთხოვნა მინიმალური შემოსავლის ქონაა. თუ მიმდინარე ხარჯები გაქვთ დასაფარი ან მოგზაურობას გეგმავთ, აღნიშნული სერვისი დიდ დახმარებას გაგიწევთ. სანამ პროდუქტით ისარგებლებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
- წინასწარ გამოთვალეთ თქვენი შესაძლებლობები – ვალდებულების აღებამდე გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა და დაფიქრდით რამდენად შეძლებთ თქვენი შემოსავლის პირობებში სესხის გადახდას.
- დამტკიცების საკომისიო – აღნიშნული ტიპის კრედიტს ხშირ შემთხვევაში აქვს დამტკიცების საკომისიო, რომელიც საშუალოდ 2%-ს შეადგენს. დააზუსტეთ საკრედიტო კომპანიასთან ყველა სახის საკომისიოს შესახებ.
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – დააზუსტეთ თუ რამდენს შეადგენს წლიური საპროცენტო განაკვეთი, რათა ზუსტად იცოდეთ თუ რა ხარჯის გაღება მოგიწევთ.
- წინსწრებით დაფარვის საკომისიო – სამომხმარებლო სესხს ვადაზე ადრე დაფარვისას ხშირად აქვს წინსწრების საკომისიო, რომელიც 2 %-ია. სანამ თანხას წინასწარ დაფარავთ, გაარკვიეთ დამატებითი ხარჯების შესახებ.
დღეისათვის საკრედიტო ბაზარზე უამრავი ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოღვაწეობს. მომხმარებელს ხშირად უჭირს გადაწყვეტილების მიღება თუ რომელ მათგანს მიმართოს, რომელი ტიპის კრედიტი აიღოს. თუ თანხა მცირე პერიოდით გჭირდებათ და არ გაქვთ ბევრი დრო, ონლაინ სესხის არჩევა სწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ კრედიტის აღება არც ისე სასწრაფოა და გაქვთ იმის დრო, რომ მიხვიდეთ კომპანიაში, დააზუსტოთ ყველა პირობა და წარადგინოთ დოკუმენტები, შეგიძლიათ სამომხმარებლო სესხით ისარგებლოთ.
ნებისმიერი ტიპის კრედიტის აღებისას გაეცანით ხელშეკრულების პირობას, დააზუსტეთ რას ითვალისწინებს კომპანია კრედიტის დაგვიანებით გადახდის ან გადაუხდელობის შემთხვევაში. რამდენია ჯარიმა და რა სანქციები შეიძლება დაგემუქროთ. თუ ვერ გადაწყვიტეთ რომელი კომპანიას მიმართოთ ან სად შეიძლება საუკეთესო პირობით სარგებლობა, გაეცანით ჩვენს ვებგვერდს. თქვენ მხოლოდ ერთი განაცხადის შევსებით, დაუკავშირდებით საქართველოში არსებულ სესხის გამცემ კომპანიებს და შეძლებთ საუკეთესო პირობის შერჩევას. სესხის აღება დროის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.