რატომ უნდა აირჩიოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე
ფინანსური სტაბილურობა ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უძრავი ქონებით უზრუნველოყოფა რისკთან არის დაკავშირებული და არასტაბილურობის განცდას იწვევს. რატომ უნდა მივიღოთ ფინანსურად რისკიანი გადაწყვეტილება, როცა საკრედიტო ბაზარი ისეთი ტიპის სესხებსაც გვთავაზობს, რომელიც არ ითხოვს უზრუნველყოფას? სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე მეტად უსაფრთხოა, არ ითხოვს უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფას. ამასთან, აღნიშნული ტიპის კრედიტის მიღება უფრო მარტივია, რადგან არ არის საჭირო ხანგძლივი პროცედურების გავლა. არ არის საჭირო ისეთი ცნობების წარდგენა, როგორიცაა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან უძრავი ქონების საკუთრების დოკუმენტი.
სესხები უზრუნველყოფის გარეშე კომფორტული მომსახურებაა. მომხმარებელი არ ხარჯავს დროს, არ სჭირდება ცნობების შეგროვება და საათობით ლოდინი თუ როდის მიიღებს საჭირო თანხას ანგარიშზე. ონლაინ კრედიტი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად გაიცემა. საკმარისია მხოლოდ სასურველი კომპანიის ვებ-გვერდზე განაცხადის გაკეთება, კრედიტორები დაახლოვებით 15 წუთში რიცხავენ სესხის თანხას, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს ნაკლები რესურსის გამოყენებით მიიღოთ თანხა ანგარიშზე, მეტი მოქნილობითა და კომფორტით.
სესხი გირაოს გარეშე – დამატებითი უპირატესობა
სამომხმარებლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე ბევრ კომპანიაში გაიცემა. მისი აღება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. უზრუნველყოფის გარეშე ძირითადად მცირე თანხას გასცემენ სესხად ან ითხოვენ შემოსავლის დამადასტურებელ საბუთს.
თუკი შედარებით დიდი თანხა დაგჭირდათ, შეგიძლიათ სესხი ქონების უზრუნველყოფით აიღოთ. მაგ: თუ ავტომობილი გყავთ, საშუალება გაქვთ აიღოთ სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით. სანამ თანხა ისესხებთ, კარგად დარწმუნდით იმაში, რომ სესხის გადახდას შეძლებთ, ვინაიდან მართალია ავტომობილი თქვენს საკუთრებაში რჩება, თუმცა მისი უზრუნველყოფა ხდება და გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მისი რეალიზება.
იპოთეკური სესხები უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა და გამოიყენება უძრავი ქონების – ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის შესაძენად. სესხის თანხა ძირითადად დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. თუ იპოთეკური სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულებას დეტალურად, გაიგეთ რა საკომისიოს, ჯარიმასა და სანქციას ითვალისწინებს კომპანია სესხის დაგვიანებით გადახდის ან გადაუხდელობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ თქვენი რესურსი – რამდენად შეძლებთ სესხის დაბრუნებას და თანხა მხოლოდ ამის შემდეგ ისესხეთ.
3 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე
ქართულ საკრედიტო ბაზარზე უამრავი სესხია წარმოდგენილი, რომელიც უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. ონლაინ, სამომხმარებლო სესხები. კრედიტები უზრუნველყოფის გარეშე მეტი კომფორტულობით გამოირჩევა.
- ნაკლები ფინანსური რისკი – კრედიტის აღება ფინანსურ რისკს უკავშირდება, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ სესხის თითოეულ პირობას და თანხას გონივრულად ისესხებთ, მის დაფარვას უპრობლემოდ შეძლებთ. სესხი გირაოს გარეშე ნაკლებად რისკიანია, რადგან არ გიწევთ უძრავი თუ მოქრავი ქონების უზრუნველყოფა. შესაბამისად, თქვენს მფლობელობაში არსებული ქონება რისკის ქვეშ არ დგება.
- თანხის მიღება გამარტივებული პროცედურით – უზრუნველყოფის გარეშე გასაცემი კრედიტები გამარტივებული პროცედურის გავლით გაიცემა. მაგ: თუ თქვენ იღებთ იპოთეკურ სესხს, გჭირდებათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხოლო თუ თქვენ ისეთი ტიპის სესხს იღებთ, რომელსაც არ სჭირდება უზრუნველყოფა ნაკლები დოკუმენტის შეგროვება გიწევთ ან საერთოდაც სახლიდან გაუსვლელად, ცნობების გარეშე იღებთ სასურველ თანხას.
- მეტი მოქნილობა – სასურველი თანხის მიღება ნაკლები დროის დაკარგვის გარეშე ყველასთვის კომფორტულია. სესხი, რომელიც უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ სწორედ მოკლე დროში გაიცემა. მას არ სჭირდება ცნობების წარდგენა კომპანიაში. შესაბამისად, მეტი მოქნილობით გამოირჩევა.
სესხი სახლიდან გაუსვლელად – მეტი მოქნილობა
დღესდღეობით, მომხმარებლები უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ მოქნილობას. გადატვირთული დღის რეჟიმის ფონზე, სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი ტიპის კრედიტები, რომელსაც არ სჭირდება ფილიალში მისვლა და რიგი დოკუმენტების შეგროვება. მომხმარებელს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება თანხა, ურჩევია ინტერნეტის საშუალებით შეავსოს სესხის განაცხადი და თანხა სწრაფად მიიღოს ანგარიშზე. ამ ფონზე განსაკუთრებით პოპულარული მომსახურება გახდა ონლაინ სესხები, რადგან მათ სწორედ კლიენტზე მორგებული სერვისი აქვთ. თანხას ონლაინ რეჟიმში გასცემენ, არ ითხოვენ ცნობებისა და ამონაწერების წარდგენას.
ონლაინ სესხებზე შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მაგრამ თუ სესხის პირობებს კარგად გაეცნობით და შეადარებთ, შეძლებთ ისეთი კრედიტის არჩევას, რომელიც 1 თვემდე ვადით უპროცენტოდ გაიცემა ან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. სწრაფი კრედიტი უმჯობესია მოკლე პერიოდით აიღოთ და შემოსავლის მიღებისთანავე დააბრუნოთ. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებ თანხას გადაიხდით და მოულოდნელი ფინანსური პრობლემის მოგვარებასაც ეფექტურად შეძლებთ.