დაიხმარე სამომხმარებლო სესხის კალკულატორი ხარჯების გამოთვლაში
სამომხმარებლო სესხი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. მისი აღება მიმდინარე ხარჯების დასაფარად, საოჯახო ნივთების ან პირადი მოხმარების საგნების შესაძენად შეგიძლიათ. თუ თანხა გჭირდებათ სამოგზაუროდ, სწავლის საფასურის დასაფარად, ახალი ტექნიკის შესაძენად ან სხვა სურვილის ასასრულებლად, ამ მომსახურებით სარგებლობა კარგი არჩევანია.
სამომხმარებლო სესხის აღება საფინანსო კომპანიაში ან ბანკში ხდება. თანხის მიღების პროცესს შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. სამომხმარებლო სესხები ძირითადად უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, მაგრამ შესაძლებელია კრედიტორმა მოითხოვოს უზრუნველყოფა. სესხის გაცემისას ყურადღება ექცევა მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, შემოსავლის ოდენობას. თანხის რაოდენობას სწორედ ამის გათვალისწინებით ამტკიცებს კომპანია.
სანამ სესხს აიღებთ, ისარგებლეთ კალკულატორით და ზუსტად გამოითვალეთ მოსახლოდენლი ხარჯი, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები და ბუჯეტი სწორად გაანაწილოთ. თუ სესხს საფინანსო კომპანიაში აფორმებთ, გაეცანით ხელშეკრულებას სრულად, რათა ზუსტად იცოდეთ კრედიტის ყველა პირობა.
რა უპირატესობებით გამოირჩევა სწრაფი სამომხმარებლო სესხი
ამ ტიპის სესხის უპირატესობა ის არის, რომ მისი აღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია და თანხის მიღება ნებისმიერი სახის შემოსავლის საფუძველზე ხდება. ამ ტიპის სესხის ასაღებად საჭიროა მომხმარებელს ერიცხებოდეს ხელფასი, ჰქონდეს შემოსავალი ბიზნესიდან, შესაძლოა სარგებლობდეს ფულადი გზავნილებით. სამომხმარებლო სესხის ასაღებად ძირითად შემთხვევაში არ მოითხოვება უზრუნველყოფა და მომხმარებლის უძრავი ქონება ფინანსური რისკის ქვეშ არ დგება.
სწრაფ სესხებთან შედარებით ეს მომსახურება შედარებით დაბალპროცენტიანია და თანხის აღება ხანგძლივი პერიოდით შეიძლება. თუკი ინტერნეტ სესხი სახლიდან გაუსვლელად, ცნობების შეგროვების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად არ არის საჭირო რიგი პროცედურების გავლა, სამომხმარებლო სესხის ასაღებად ხშირ შემთხვევაში კომპანიაში მისვლა და ლოდინია საჭირო.
საბანკო სესხი იმ შემთხვევაში შეგიძლაით აიღოთ, როცა არ გეჩქარებათ და შეგიძლიათ მიხვიდეთ ფილიალში, შეაგროვოთ რიგი დოკუმენტები და ელოდოთ გადაწყვეტილებას თუ როდის დაგერიცხებათ სესხი.
პირადი სესხები იგივე სამომხმარებლო ტიპის სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თანხა პირადი მოხმარების საგნების შესაძენად. საფინანსო ინტიტუტები ძირითად შემთხვევაში არ აკონტროლებენ ამ კრედიტის მიზნობრიობას და თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ.
როდის უნდა მივმართოთ კერძო სესხებს
მომხმარებლები ძირითადად მაშინ მიმართვენ კერძო მსესხებლებს, როცა ბანკი ან ფინანსური კომპანია არ უმტკიცებს კრედიტს ან კლიენტს უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს. ბანკებისგან განსხვავებით ამ ტიპის სესხის მიღება სწრაფად შეიძლება. ნოტარიუსთან გაფორმებისთანავე კლიენტს ხელზე აქვს თანხა. თუ ბანკი თანხას არ გიმტკიცებთ, დაფიქრიდით რამდენად მოახერხებთ სესხის დაფარვას კერძო იპოთეკართან. გამოითვალეთ გადასახადი თანხის რაოდენობა და კრედიტით მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლეთ.
კერძო სესხი შეიცავს ფინანსურ რისკებსაც.
- კერძო სესხები მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. პროცენტი კი გამოითვლება არა წლიური, არამედ ხშირად თვიური განაკვეთებითაც.
- კერძო კრედიტორებს ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში შეუძლიათ საკუთრების ჩამორთმევა.
კერძო მსესხებლები იპოთეკურ სესხსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. კერძო იპოთეკური სესხები უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. თუ იპოთეკური სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით ხელშეკრულებას, გაიგეთ რა ჯარიმა და სანქცია არის გათვალისწინებული სესხის დაგვიანებით გადახდის ან გადაუხდელობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსები, რამდენად შეძლებთ სესხის დაბრუნებას და თანხა მხოლოდ ამის შემდეგ ისესხეთ.
როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი
იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ბანკი და საფინანსო კომპანიაა წარმოდგენილი საკრედიტო ბაზარზე, არჩევანის გაკეთება ხშირად რთულია. რომელი ტიპის კრედიტი როდის უნდა ავიღოთ? რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას? ეს კითხვები ბევრ მომხმარებელს აქვს. თუ თანხა მოკლე პერიოდით და სასწრაფოდ გჭირდებათ, ონლაინ სესხის არჩევა საუკეთესო გამოსავალია. თუ კრედიტის აღება არც ისე სასწრაფოა, გაქვთ იმის დრო რომ მიხვიდეთ ფილიალში და თანხა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გჭირდებათ, მაშინ სამომხმარებლო სესხით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობების ზუსტად გაცნობა, რათა წინასწარ იცოდეთ თუ რას ითვალისწინებს კომპანია კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში, რამდენია ჯარიმა და რა სანქციები შეიძლება დაგემუქროთ გადაუხდელობის შემთხვევაში.
თუ ვერ გადაწყვიტეთ რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლოთ, სად შეძლებთ უკეთესი პირობით სარგებლობას, Credy დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. თქვენ მხოლოდ ერთი განაცხადის შევსებით, დაუკავშირდებით 20-მდე სესხის გამცემ კომპანიას და საშუალება გექნებათ საუკეთესო შემოთავაზება მიიღოთ. ავტომატური სისტემა უზრუნველყოფს თქვენზე მორგებული საუკეთესო პირობის სესხის შერჩევას.
Credy თანამშრომლობს მრავალწლიანი გამოცდილების კომპანიებთან, რომლებიც მომხმარებლებში ნდობით სარგებლობენ. კრედი გაგიწევთ შუამავლობას საფინანსო კომპანიებთან თანამშრომლობაში. განაცხადის შევსებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ და არ მოგიწევთ რიგი ფორმალობების გავლა.