რა არის სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხი საუკეთესო შემოთავაზებაა ფულის უკმარისობის შემთხვევაში. ასეთი სახის სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნისათვის, ეს იქნება დღესასწაულების აღნიშვნა, მოგზაურობა, სამედიცინო მომსახურეობის ფინანსური უზრუნველყოფა თუ სხვა პირადი მიზნების დაკმაყოფილება. სამომხმარებლო სესხი შეგვიძლია გავაერთიანოთ ყველა იმ კატეგორიაში რომელიც გულისხმობს თანხის მიღებას პირადი მოხმარების მიზნით. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბანკებში ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ბანკები საკმაოდ მკაცრად გასცემენ ამ ტიპის კრედიტს, ითხოვენ მსესხებლისგან დოკუმენტების ან თავდები პირის წარდგენას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობის თანხას სესხულობთ. მაგალითად დიდი ოდენობით კრედიტის მოთხოვნისას ზემოთ ხსენებული აუცილებელი მოთხოვნებია ასევე შემოწმდება ამ პირის საკრედიტო ისტორია (ინფორმაცია კონკრეტული პირის მიერ აღებულ სესხებზე და მათ დაფარვაზე). თუ მომხმარებელი ვერ აკმაყოფილებს ამ პირობებს ბანკი არ გასცემს კრედიტს ამ პირზე. განსხვავებით ბანკებისგან, სამომხმარებლო სესხის და ასევე გრძელვადიანი სესხის მიღება ბევრად უფრო მარტივია მიკროსაფინანსო ფირმებში. თქვენ არ დაგჭირდებათ ზედმეტი დოკუმენტების წარდგენა და ხშირ შემთხვევაში სამომხმარებლო სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე რაც მეტად მოსახერხებელს ხდის კრედიტის მიღებას კლიენტისთვის. გარდა ამისა არ არის აუცილებელი რიგში დგომა, სესხის მიღება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით.
როგორ ვისარგებლოთ სესხით სწორად
პირველ რიგში სანამ გადაწყვეტთ სესხის აღებას კარგად დაფიქრდით რა კონკრეტული მიზნისთვის გჭირდებათ ეს თანხა. თუ ფული გადაუდებელი პრობლემის მოგვარებისათვის არის აუცილებელია იფიქრეთ იმაზე რამდენად გადახდისუნარიანი ხართ და მოახერხებთ თუ არა თანხის დროულად დაფარვას. კრედიტის დროულად დაუფარველობის შემთხვევაში მოგიწევთ ზედმეტი ფულის გადახდა ჯარიმის სახით. პირგასამტეხლოს პროცენტი დამოკიდებულია თანხაზე, ვადაზე და კრედიტორის პირობებზე რომელიც თითქმის ყველა კრედიტის გამცემ კომპანიაში ერთნაირია. თუ იმსჯელეთ ამაზე და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ უდაოდ გჭირდებათ სესხი ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ მსესხებლის პირობებს და გამოიყენოთ კალკულატორი, რომელიც მოცემულია თითქმის ყველა სესხის გამცემი ფირმის საიტზე.
წინდახედულობა და ორგანიზებულობა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რაც შესაძლოა თქვენთვის მომგებიანიც იყოს. გაითვალისწინეთ, რომ სესხის მიღება შესაძლებელია თუ აკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს:
- ხართ მინიმუმ 20 წლის
- ხართ საქართველოს მოქალაქე
- გაქვთ საბანკო ანგარიში
- ხართ დასაქმებული ან გაქვთ ყოველთვიური შემოსავალი
თუ აკმაყოფილებთ ამ პირობებს და არ გაგაჩნიათ ნეგატიური საკრედიტო ისტორია თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი.
რატომ უნდა აირჩიოთ Credy
კრედი თანამშრომლობს მხოლოდ სანდო პარტნიორებთან, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს სესხი მხოლოდ გამოცდილი და კომპეტენტური ფირმებისგან. თქვენ არ დაგჭირდებათ სასურველ კრედიტზე ინფორმაციის მოძიება და არჩევანის მიღება რადგან კრედი თქვენს ნაცვლად შეასრულებს ამ ყველაფერს იმისთვის, რომ მეტი დრო დაზოგოთ. Credy-ის სერვისით სარგებლობისას თქვენ ზუსტად იმ შემოთავაზებას ღებულობთ რომელიც გესაჭიროებათ იმ მომენტში. გარდა ამისა, თქვენი პირადი მონაცემები ყოველთვის დაცულია ჩვენთან, რადგან საიტი იყენებს მაღალი დაცვის ტექნოლოგიებს. დაზოგეთ დრო და მიიღეთ მეტი კომფორტი ჩვენი სერვისით სარგებლობისას, ჩვენი საიტი შეარჩევს თქვენთვის ყველაზე მოქნილი პირობების მქონე სესხის გამცემ კომპანიას.
ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია საინტერესო და სასარგებლო სტატიები ონლაინ სესხებზე, ცვლილებებზე რომელიც არის ფინანსურ სექტორში ან ინფორმაციული ხასიათის მატარებელი თემები.
როგორ გამოვიყენოთ Credy-ს ვებ საიტი
თუ გსურთ სესხის მიღება ჩვენს ვებ გვერდზე უბრალოდ აირჩიეთ სასურველი თანხა, მიუთითეთ დაფარვის ვადა და დააჭირეთ ღილაკს „აიღე 400 ლარი“. საიტი გადაგიყვანთ შემდეგ გვერდზე სადაც უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ:
- სახელი
- გვარი
- პირადი ნომერი
- ტელეფონი
- ელექტრონული მისამართი
- დაეთანხმეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას
ამის შემდგომ მოთხოვნა სესხზე და თქვენი ინფორმაცია გადაეცემა ჩვენ პარტნიორ კომპანიებს რომლებიც განიხილავენ თქვენს მოთხოვნას და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებიან მოცემული ელექტრონულ მისამართზე ან მობილურ ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება sms-ის სახით. კრედი ზრდის შესაძლებლობას, რომ თქვენ დაგაკავშიროთ პოტენციურ კრედიტორთან. დაგეგმეთ თქვენი წარმატება ჩვენს საიტთან ერთად.