სესხის აღება ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული. პროცენტის დროულად გადახდის ვალდებულება, დამატებითი ხარჯი – არც ისე მარტივია ყველაფერი წინასწარ გათვალო და სესხის თანხა ყოველთვის დროულად გადაიხადო. მართალია, საკრედიტო კომპანიების მიმზიდველი შეთავაზებები თითქმის ყოველდღიურად გვესმის, მაგრამ საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის შერჩევა ფინანსურ განათლებასა და დაკვირვებას მოითხოვს. მომხმარებელმა წინასწარ უნდა იცოდეს თუ რა საპროცენტო განაკვეთში იღებს სესხს, რა დამატებით ჯარიმებს ითვალისწინებს კრედიტის დაგვიანებით გადახდა, რა ხარჯის გაღება მოუწევს ყოველთვიურად. ამასთან, უნდა გაითვალიწინოს შემოსავლის ოდენობა და დაფიქრდეს თუ როგორ მოახერხებს ვალდებულების გადახდას შემოსავლის წყაროს დაკარგვის შემთხვევაში.
მომხმარებლებს ფართო არჩევანი აქვთ როგორც საფინანსო პროდუქტების, ასევე საკრედიტო ორგანიზაციების კუთხით. საჭირო დაფინანსების მიღება შეიძლება ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში. დღეისათვის, სესხის აღება გამარტივებულია. თუკი ადრე აუცილებელი იყო ფილიალში მისვლა, რასაც დამატებითი დრო სჭირდებოდა და ხშირად არაკომფორტული იყო მომხმარებლისთვის, დღეს სესხების უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში გაიცემა. კლიენტს აღარ სჭირება სამუშაო საათებში ფილიალში მისვლა და დროის დაკარგვა. ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბევრი მომსახურება ონლაინ სივრცეში გადავიდა. მათ შორის სესხის განაცხადის შევსება და თანხის აღება ინტერნეტით ხდება. ბანკები წინასწარ ამტკიცებენ სესხს, რაც უმარტივეს ხდის თანხის მიღებას.
რომელ საფინანსო ორგანიზაციაზე გავაკეთოთ არჩევანი
სანამ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის განაცხადს შეავსებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
- საპროცენტო განაკვეთი და დამატებითი საკომისიოები – ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა საშუალებას მოგცემთ ზუსტად გამოთვალოთ მოსალოდნელი ხარჯების ოდენობა.
- სესხის ხელშეკრულება – კონტრაქტის პირობების გაცნობა დაგეხმარებათ სესხის პირობების გათვალისწინებასა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.
- სხვა კომპანიის პირობები – სანამ რომელიმე კომპანიის პროდუქტით ისარგებლებთ, გაეცანით სხვა კრედიტორების შეთვაზებებსაც. შეადარეთ მათი საპროცენტო განაკვეთი და გადასახადი თანხის ოდენობა ერთმანეთს.
სანამ თანხას მოითხოვთ სწორად შეარჩიეთ კრედიტის ტიპი. თუ თქვენ მოკლევადიანი ფინანსური პრობლემა გაქვთ და მცირე თანხა გჭირდებათ ხანმოკლე ვადით, სწრაფი სესხის საშუალებით დროულად მიიღებთ ფულს. იმ შემთხვევაში თუ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას აპირებთ, საჭიროა განსაზღვროთ რისთვის იღებთ სესხს და ამის მიხედვით შეარჩიოთ სესხის ტიპი. სამომხმარებლო სესხის დახმარებით ნებისმიერ პირად შენაძენს მარტივად დააფინანსებთ. ხოლო თუ ავტომობილის ან ბინის ყიდვას გეგმავთ, ავტო ან იპოთეკურ სესხს შეგიძლიათ მიმართოთ. კრედიტის გონივრულად შერჩევა და პირობების გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ სირთულეებს.