ყოველდღიურად უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვესმის. რთულია გაუძლო ცდუნებას და არ შეიძინო სასურველი ნივთი. ხშირად ჩვენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ისეთ რამეს ვყიდულობთ, რაც რეალურად არ გვჭირდება. ამის შედეგი კი გაუთვალისწინებელი ხარჯებია. თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით რაში, დროა დაიწყოთ ხარჯების კონტროლი.
ხარჯების კონტროლისთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა. დაწერეთ თუ რამდენი გაქვთ შემოსავალი და რა თანხას რაში ხარჯავთ. ამის მიხედვით მარტივი იქნება იმის გამოთვლა თუ რამდენით შეგიძლიათ შეამციროთ დანახარჯები. იმისათვის, რომ არასასურველი ნივთების შეძენას თავი აარიდოთ, საყიდლებზე წასვლის წინ შეადგინეთ სია. მაღაზიაში ან სუპერმარკეტში ვიზიტისას აღნიშნული სიით იხელმძღვანელეთ. სანამ კონკრეტულ პროდუქტს შეიძენთ გაეცანით არსებულ ფასებს, შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზება, გაიგეთ ფასდაკლებების შესახებ და არჩევანი ამის შემდეგ გააკეთეთ.
რატომ უნდა დაზოგოთ თანხა
თანხის დაზოგვისას მნიშვნელოვანია განსაზღვრული გქონდეთ მიზანი, თუ რისთვის იწყებთ თანხის დაგროვებას. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ხარჯების შემცირებას და ფულის შენახვას.
- სამოგზაუროდ წასვლა – დანაზოგის გაკეთებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოაგროვოთ მოგზაურობისთვის საჭირო თანხა და წინასწარ დაგეგმოთ დაუვიწყარი შვებულება. დღეისათვის, ტურები გაცილებით ხელმისაწვდომია. ამასთან, ევროპის ბევრ ქვეყანაში უვიზოდ შეგიძლიათ გადაადგილება.
- ავტომობილის შეძენა – თუ მანქანის შეძენას აპირებთ, დანაზოგი ნამდვილად დაგეხმარებათ. მართალია, საკრედიტო ბაზარზე წარმოდგენილია ავტო სესხი და მისი საშუალებით მარტივად შეიძლება ავტომობილის ყიდვა, თუმცა პროდუქტით სარგებლობისას დამატებითი პროცენტია გადასახადი. შესაბამისად, უმჯობესია მანქანა დანაზოგით იყიდოთ.
- საჭირო ნივთების მარტივად ყიდვა – დანაზოგის გაკეთებით საჭირო ნივთს განვადების გარეშე შეიძენთ, რაც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს.
- გაუთვალისწინებელი შემთხვევები – მზად იქნებით გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემებისთვის. ნებისმიერ დროს, დამატებითი ვალდებულების აღების გარეშე მოაგვარებთ პრობლემას. ამით თავიდან აირიდებთ სესხის აღებას.
- ბინის გარემონტება – თუ უკვე დიდი ხანია გარემონტებულ სახლზე ოცნობობთ, დროა სურვილი რეალობად აქციოთ. დაიწყოთ ფულის დაზოგვა და შეუდექით რემონტს. მართალია, საკრედიტო ბაზარზე წარმოდგენილია პროდუქტი სესხი რემონტისთვის, მაგრამ მასში დამატებით საკომისიოს იხდით. თანხის დაზოგვა კი გეხმარებათ სასურველი გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში.
თანხის დაზოგვისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის უსაფრთხოდ შენახვას. უმჯობესია თუკი დანაზოგს სანდო კომპანიას მიანდობთ, გახსნით ანაბარს და მიიღებთ დამატებით შემოსავალს. ანაბარი საუკეთესო საშუალებაა თანხის დასაგროვებლად, რადგან უსაფრთხოდ ინახავთ ფულს. ამასთან, გერიცხებათ დამატებითი სარგებელი.
დაიწყეთ ხარჯების შემცირება და თავად დარწმუნდებით, რომ სრულიად შესაძლებელია ფულის დაზოგვა. მისი საშუალებით კი გაცილებით მარტივია სურვილების ასრულება. განსაზღვრეთ თქვენი მიზანი – რისთვის იწყებთ თანხის დაგროვებას და აქციეთ ოცნება რეალობად.