გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული. შესაძლოა სესხის აღების დროს სტაბილური შემოსავალი გქონდათ, მაგრამ დღეისათვის, ვეღარ ახერხებთ ვალდებულების დაფარვას. როგორ უნდა დაფაროთ სესხი თუ შემოსავალი შეგიმცირდათ? ასეთ სიტუაციაში მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ გამოსავალი. საფინანსო სექტორში არსებობს პროდუქტი, რომელიც გეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.
რესტრუქტურიზაცია კრედიტის მომსახურების პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის გასტუმრება მარტივად შეძლოს. კერძოდ; ხდება არსებული სესხის განაწილება უფრო მეტ დროში, კლიენტს უფრო დიდი დრო აქვს თანხის დასაფარად, ხოლო ყოველთვიურად უფრო ნაკლებ თანხას იხდის. რესტრუქტურიზაციის დროს ხდება სესხის ვადის გახანგძლივება. მართალია, მომხმარებელს საბოლოოდ მეტი თანხის გადახდა უწევს, თუმცა სერვისი საუკეთესო დამხმარეა პრობლემური სიტუაციიდან თავის დასაღწევად.
თუ ბევრი მიმდინარე ვალდებულება გაქვთ და ვეღარ უმკლავდებით ვალებს, უმჯობესია სესხების გადაფარვით ისარგებლოთ. სესხების პორტირება შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. პორტირების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იღებთ ერთ სესხს, რომლითაც ფარავთ ყველა არსებულ ვალდებულებას. პორტირების დროს სარგებლობთ დაბალი საპროცენტო განაკვეთით და ზოგავთ თანხას. რამდენიმე სესხის არსებობა ფინანსურად წარმგებიანია, რადგან თითოეულ მათგანზე ცალცალკე იხდით საპროცენტო განაკვეთს. სესხების გაერთიანება საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ ყველა არსებული ვალდებულება და მხოლოდ ერთი კრედიტის თანხა იხადოთ. ეს კი დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.
როგორ ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება
მომხმარებლები ხშირად აწყდებიან პრობლემას სესხით სარგებლობისას, რისი მიზეზიც კრედიტის დაუფიქრებლად აღება და პირობების არცოდნაა. ამას ხშირად ფინანსურ პრობლემებამდე მივყავართ. იმისათვის, რომ კრედიტებით სარგებლობისას არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი შემთხვევა გაითვალისწინეთ შემდეგი;
- გამოითვალეთ ხარჯის ოდენობა, რათა გაუთვალისწინებელი მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდეთ. ყურადღება მიაქციეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობას.
- არ ისესხოთ თანხა თუ დაბრუნებას ვერ შეძლებთ. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სესხის აღებას და შეაფასეთ თქვენი გადახდისუნარიანობა.
- ყურადღება მიაქციეთ სესხის ხელშეკრულებას და გაითვალისწინეთ საკომისიოები და ჯარიმები.
თუ ფინანსური პრობლემა გაქვთ და ვეღარ ახერხებთ სესხის გადახდას, დაუკავშირდით საკრედიტო კომპანიას, რომლის მომსახურებითაც სარგებლობთ. კრედიტორი შეისწავლის თქვენს წარსულ გადახდებს და შემოგთავაზებთ გრაფიკის ცვლილებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ უფრო მარტივად გადაიხადოთ სესხის თანხა. რამდენიმე ვალდებულების არსებობის შემთხვევაში კი სესხების გაერთიანება გაგიწევთ დახმარებას. მომსახურება დაგიზოგავთ დროს, თანხის გადასახდელად არ მოგიწევთ სხვადასხვა კომპანიაში მისვლა, ისარგებლებთ შემცირებული საპროცენტო განაკვეთით და კომფორტით. პროცენტის გადახდის დავიწყების რისკი ნაკლები გექნებათ, რადგან მხოლოდ ერთი სესხის დაფარვა მოგიწევთ.