სარეკლამო შეთავაზებების მიუხედავად, სესხის აღება არც ისე მარტივია ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. თანხის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო; შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, ამონაწერი და ზოგჯერ უზრუნველყოფაც კი მოითხოვება. დოკუმენტების შეგროვება და ხანგძლივი პროცედურების გავლა არ არის თანხის მიღების გარანტია. შესაძლოა მაინც არ დაგიმტკიცდეთ სესხი. რა არის უარის მიზეზი, როგორ შეიძლება გავზარდოთ კრედიტის მიღების შანსი და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სესხის აღებაზე უარს მივიღებთ?
კომპანიები სესხის გაცემისას ითვალისწინებენ საკრედიტო ისტორიას. თუ თქვენ ოდესმე აგიღიათ კრედიტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ საკრედიტო ისტორია და თქვენი გადახდების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია „კრედიტინფო“ საქართველოს მონაცემებში. თუ დროულად იხდიდით სესხს, დადებითი საკრედიტო რეიტინგი გექნებათ. ხოლო თუ დაგვიანებით – უარყოფითი. ნებისმიერი საფინანსო კომპანია სესხის გაცემისას ითვალისწინებს საკრედიტო ისტორიას. სესხის დამტკიცება ისეთი მომხმარებლისთვის, რომელიც წარსულში აგვიანებდა გადახდებს რისკს უკავშირდება. შესაბამისად, კრედიტორები ძირითადად არ უმტკიცებენ სესხს ასეთ კლიენტებს.
თუ მიმდინარე ვალდებულებები გაქვთ და უკვე იხდით კრედიტის თანხას, შეიძლება ახალი სესხის მიღებაზე უარი მიიღოთ. არსებული ვალდებულებების დროს იმის რისკი მაღალია, რომ ყველა სესხის დაფარვა ვერ შეძლოთ. შესაბამისად, კომპანიები თანხის დამტკიცებისას ეცნობიან თქვენი შემოსავლისა და ხარჯების ოდენობას და ამის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას.
კრედიტორები სესხის გაცემისას ეცნობიან შემოსავლის დამადასტურებელ ცნობასა და სახელფასო ჩარიცხვებს ანგარიშზე. თუ დასაქმებული არ ხართ და არ გაქვთ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაძლოა უარი მიიღოთ სესხზე. თუმცა უზრუნველყოფილი კრედიტის შემთხვევაში თანხის დამტკიცების შანსი მეტია, რადგან კრედიტორს უზრუნველყოფილი ქონება აქვს გარანტიაში.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სესხი არ დაგიმტკიცდათ
თუ სესხი არ დაგიმტკიცდათ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხა სხვა კომპანიაში. საკრედიტო სექტორში ბევრი ისეთი კრედიტორია წარმოდგენილი, რომელიც გაცილებით მარტივად ამტკიცებს სესხს და ამისთვის არ ითხოვს არც ხანგძლივი პროცედურების გავლას და არც უამრავ ცნობას.
ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებში გაცილებით მარტივია მცირე თანხის სწრაფად მიღება. კრედიტორები არ ითხოვენ ცნობების წარდგენას ან კომპანიაში მისვლას. მთავარია ონლაინ რეჟიმში შეავსოთ განაცხადის ფორმა, მიუთითოთ პირადი მონაცემები და საჭირო თანხის ოდენობა. თანხის დამტკიცების დრო არ აჭარბებს 15 წუთს. კრედიტის მისაღებად კი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო; საქართველოს მოქალაქეობა, ასაკი 20 წლიდან, საბანკო ანგარიშისა და მობილური ტელეფონის ნომრის ქონა.
თუ სესხის მიღებაზე უარი გითხრეს, დააზუსტეთ რა არის ამის მიზეზი და იზრუნეთ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებაზე. თუმცა ამასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენ თამამად შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი სხვა საკრედიტო კომპანიისგან და მარტივად მიიღოთ თანხა. თუკი არჩევანის გაკეთება გიჭირთ, შეავსეთ სესხის განაცხადი ჩვენს ვებგვერდზე და თავად შეარჩიეთ საუკეთესო პირობის მქონე კომპანია.