ყოველდღიური ოპტიმისტური განწყობა შესაძლოა გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ნეგატიურად შეცვალოს. თუმცა, ასეთი სიტუაციებიდან ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა ინტერნეტ სესხი იყოს.
არასაბანკო სესხების ბაზარზე ძალიან დიდია არჩევანი, თუმცა, კონკრეტული პროდუქტით სარგებლობის უფლება ხშირად დაკავშირებულია ისეთ დამატებით ხარჯებთან, როგორიცაა საკომისიო, სესხის გადავადების ხარჯი და ა.შ, თუ უკვე სარგებლობ სწრაფი სესხით და ვერ ახერხებ მის დაფარვას, შეგიძლია მოითხოვო შემდეგი, წინა ფინანსური ვალდებულების დასაფარად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მეტად საპასუხისმგებლოა და მოითხოვს კარგად შესწავლას, რათა თავიდან აიცილო – ე. წ. საკრედიტო სპირალი.
როდის ჩნდება პრობლემები
ხშირად სესხის ვალდებულების დაფარვის ვადების დაცვა – მომხმარებლისთვის მოულოდნელი საფინანსო სიტუაციის გაურესების გამო ვერ ხერხდება, რაც თავის მხრივ იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯს. თუმცა, ასეთ დროს გამსესხებელი კვლავ სთავაზობს მომხმარებელს დამატებითი სესხის აღებას – წინა ვალდებულების დასაფარად. ერთი შეხედვით, პრობლემა გადაჭრილია, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით და ის კვლავ შესაძლოა განმეორდეს, თუ მომხმარებელი თანხას დროულად ვერ იხდის. ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს უჭირს სესხის დაბრუნება და ირჩევს ახალ სწრაფ კრედიტს, ამით უფრო იმძიმებს მდგომარეობას და გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, გამსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე შეუძლია პრობლემური მომხმარებლის ფინანსური ვალდებულების დავალიანების აღსრულების კერძო კომპანიისთვის მიყიდვა, რომელიც ასეთი საქმიანობიდან ღებულობს შემოსავალს და იწვევს მომხმარებლის უკვე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას.
გადახდის ვადის მოქნილი გრაფიკი – ეს ნამდვილად გამართლებულია!
Credy.ge-ს ფუქნციონირების პრინციპი განსხვავებულია ჩვენი პარტნიორებისაგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების უსაფრთოხება და სტატისტიკა. ჩვენ კომპანიასთან მოთანამშრომლე პარტნიორები სესხს იძლევიან უფასოდ ან კონკრეტული საფასურის გადახდის შემთხვევაში სესხის დაფარვის თარიღს გადაწევენ მომხმარებლის სურვილის მიხედვით.
გადახდის მოქნილი გრაფიკის საშუალებით თავიდან აიცილებ დამატებით საზრუნავსა და სანქცირებულ ფინანსურ გადასახადებს, შეძლებ საკუთარი ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვასა და მართვას. თუ ამ თვეში ვერ ახერხებ სესხის დაბრუნებას, შეძლებ მის 45 დღემდე გადავადებას.
როგორ მოვიქცე, როდესაც ვერ ვიხდი ინტერნეტ სესხს დათქმულ ვადაში?
ყველაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნო სიმშვიდე. დაწყნარებულად გაანალიზო სიტუაცია და მოძებნო გამოსავალი, რომელიც დაგიცავს შეცდომის დაშვებისგან.
აუცილებელია,ფინანსური ვალდებულების დაფარვის ვადის გასვლამდე შეატყობინო ფირმას ამის შესახებ , მათი გუნდი განიხილავს შენს მდგომარეობას და შემოგთავაზებს გადავადების რამდენიმე ვარიანტს. ნუ დააყოვნებ, შეატყობინე გამსესხებელს სესხის დაფარვის სიძნელეზე, ასეთ სიტუაციაში შენი უყურადღებობა შენ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს!
როგორც შენი – ისე კომპანიის ინტერესბშია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღწევა, რათა ორივე მხარემ თავიდან აიცილოთ დამატებითი პრობლემები!