როგორ დავზოგოთ ფული წინასაახალწლო პერიოდში

აიღე სესხი

ახალი წლის შესახვედრად უკვე დაიწყო სამზადისი. ქალაქის ქუჩები ფერადი დეკორაციებით და განათებებით მოირთო. წინასაახალწლო პერიოდში მომხმარებლები აქტიურად ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს, რაც აისახება ფასზეც. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ამ დროს განსაკუთრებით იზრდება ფასები. როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი წლისთვის და შევამციროთ ხარჯი?

წინასააახალწლო პერიოდში ყველაზე მეტ თანხას საჩუქრებში, მოგზაურობაში, გართობასა და საახალწლო სუფრაში ვხარჯავთ. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად გვინდა ახლობელი ადამიანების გახარება. შესაბამისად, ვყიდულობთ ბევრ ისეთ ნივთს, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯს ზრდის. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი დანახარჯი და შეამციროთ არასაჭირო ნივთების ყიდვის რისკი, გთავაზობთ რჩევებს ბიუჯეტის დასაზოგად:

  • საჩუქრები – ბევრი მაღაზია ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ფასდაკლებებს გვთავაზობს. თუმცა საჩუქრის ყიდვის გადადება ბოლო დღისთვის არ არის გამართლებული. შესაძლოა სასურველი ნივთი უბრალოდ გაყიდული დაგხვდეთ. საჩუქარის შესაძენად შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიებსაც მიმართოთ. უმჯობესია ერთი თვით ადრე გააკეთოთ შენაძენი, რათა ნივთის მიღება არ დაგაგვიანდეთ.
  • სუფრა – თუ მენიუს წინასწარ შეადგენთ და გარკვეულ პროდუქტს ადრე შეიძენთ საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვას შეძლებთ. საყიდლების წინასწარ დაგეგმვა, საშუალებას მოგცემთ გამოითვალოთ თუ რა თანხის დახარჯვა დაგჭირდებათ საახალწლოდ.

 

ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმის შემთხვევაშიც კი შესაძლოა ხარჯები მაინც გაიზარდოს. ცხადია, საახალწლო პერიოდში რთულია უარი თქვა სასურველ ნივთზე და სურვილების ასრულებაზე. თუ თქვენი ბიუჯეტი დამატებით თანხას საჭიროებს, შეგიძლიათ თამამად ისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურებით და თანხა მოგვიანებით გადაიხადოთ.

როდის უნდა ისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხით

სწრაფი ონლაინ სესხი მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი. თუ თანხა სასწრაფოდ დაგჭირდათ, არ გაქვთ დრო იმისათვის, რომ შეაგროვოთ დოკუმენტები, მიხვიდეთ კომპანიაში და ელოდოთ გადაწყვეტილებას, ონლაინ სესხების მომსახურება დაგეხმარებათ. თანხას ნებისმიერი ადგილიდან აიღებთ, არ დაგჭირდებათ ფილიალში ვიზიტი და ცნობების მიტანა. დაზოგავთ დროსა და ენერგიას. მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როდესაც მცირე თანხა ხანმოკლე პერიოდით გჭირდებათ. საჭირო ფინანსებს ონლაინ რეჟიმში მიიღებთ, ვალდებულებას კი ხანმოკლე ვადაში დაფარავთ. შესაბამისად, არ მოგიწევთ დიდი თანხის გადახდა.

სერვისი მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვის არის განკუთვნილი. თანხის მიღება შეუძლიათ იმ კლიენტებსაც, ვინც არ მუშაობენ და არ შეუძლიათ დოკუმენტების წარდგენა. მთავარი მოთხოვნაა იყოთ მინიმუმ 20 წლის, გქონდეთ საბანკო ანგარიში და მობილურის ნომერი. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და ვერ არჩევთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას, ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული საფინანსო პროდუქტის შერჩევაში.

გაკეთე კომენტარი