ადამიანებს უფრო დიდ ბედნიერებას ანიჭებთ თავგადასავლები და მოგზაურობა, ვიდრე ახალი ნივთების შეძენა. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი თავგადასავალი, ვიდრე მოგზაურობაა? თითოეული ჩვენგანი სულმოუთმენლად ელოდება შვებულების დადგომას და დიდი ხნით ადრე იწყებს ფიქრს იმაზე თუ სად დაისვენებს. დღეისათვის, გაცილებით ხელმისაწვდომია სამოგზაურო ტურები. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ უფრო მარტივია სასურველ ქვეყანაში გამგზავრება. ამისათვის აღარაა საჭირო საელჩოში საბუთების შეტანა და ლოდინი. საკმარისია გქონდეთ სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, ორივე გზის ბილეთი და ფული, გამგზავრებას მარტივად შეძლებთ. მიუხედავად ამისა, მოგზაურობის დაგეგმა აუცილებელია, რადგან დაუგეგმავმა მოგზაურობამ შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს ხარჯების ოდენობა. ბილეთი, სასტუმრო, კვება, სხვადასხვა აქტივობები – თანხა არასდროს არის საკმარისი. როგორ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით და ისიამოვნოთ ახალი ქვეყნების აღმოჩენით?
მას შემდეგ, რაც სასურველ ქვეყანას შეარჩევთ, გაეცანით ინფორმაციას მგზავრობისა და ფასების შესახებ. ამასთან, მოგზაურობისას თან იქონიეთ როგორც ნაღდი ფული, ასევე ბარათი.
- შეადარეთ ბილეთებისა და სასტუმროების ფასი – დღეისათვის, ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი ავიაკომპანია, რომელიც დაბალ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს. შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის ფასი და არჩევანი ამის შემდეგ გააკეთეთ. სასტუმროს შერჩევისას ფასთან ერთად გაითვალისწინეთ მისი ადგილმდებარეობა. თუკი სასტუმრო შორს იქნება ტრანსპორტირებაში მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ.
- შეიძინეთ ბილეთი დიდი ხნით ადრე – რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს, მით უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. ბილეთის ყიდვას შეძლებთ როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე ტურისტულ სააგენტოებში. თანხის დაზოგვის კარგი საშუალებაა არაპირდაპირი რეისით სარგებლობა. თუ რეისებს შორის დიდი დრო გექნებათ თავისუფალი, ადგილობრივი ქალაქის მონახულებასაც შეძლებთ.
- ისარგებლეთ ტურისტული ბარათით – თუ ქალაქის მუზეუმების ან ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას გეგმავთ, შეიძინეთ სპეციალური ბარათი და მიიღეთ მეტი ფასდაკლება. მისი დახმარებით დაზოგავთ ფულს მუზეუმებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
უმჯობესია შვებულების დაგეგმვა დიდი ხნით ადრე დაიწყოთ და თანხაც დაზოგოთ. თუ ფულის შეგროვება გიჭირთ და სწრაფად გეხარჯებათ ხელფასი, არჩევანი ანაბარზე გააკეთეთ. დეპოზიტზე ყოველთვიურად მცირე თანხის დამატება ხანგძლივ პერიოდში საკმაოდ დიდ თანხას დაგიგროვებთ. ამასთან, ვადიანი ტიპის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია, რაც მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. თუკი ავტომატური გადარიცხვის მომსახურებით ისარგებლებთ, ყოველთვიურად თქვენთვის სასურველი თანხა ხელფასიდან ანაბარზე გადაირიცხება. ეს კი საშუალებას მოგცემთ თანხა შეუმჩნევლად შეაგროვოთ. გონივრულად დაგეგმილი შვებულება ხარჯების შემცირების გარანტიაა.