„სესხის აღება სწრაფად და მარტივად, მხოლოდ 15 წუთში“ – ერთ დროს მსგავსი შეთავაზების დაჯერება წარმოუდგენელი იქნებოდა მომხმარებლებისთვის, მაგრამ დღეს უკვე სრულიად რეალურია ასეთი პირობით სარგებლობა. დღესდღეობით, საჭირო ფინანსების მისაღებად აღარ არის საჭირო ახლობელი ადამიანების ან მეგობრების შეწუხება, მათ შესაძლოა ისედაც არ ქონდეთ ჩვენთვის საჭირო თანხა. საკრედიტო ბაზარზე კი წარმოდგენილია ისეთი კომფორტული პროდუქტი, როგორიცაა ონლაინ სესხი.
მომსახურება მცირე დროში გახდა საკმაოდ პოპულარული, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მომხმარებელს თანხის მისაღებად არ უწევს კომპანიაში მისვლა, რითაც ზოგავს დროს. არ სჭირდება კონკრეტული კომპანიის სამუშაო საათების გაგება და სამსახურიდან გასვლა, რაც უკვე დიდი კომფორტია. საჭირო თანხის მისაღებად საკმარისია კრედიტორის ვებგვერდზე შესვლა, მარტივი განაცხადის ფორმის შევსება, სადაც ეთითება პირადი ინფორმაცია – სახელი, გვარი, სასურველი თანხის ოდენობა, დაფარვის დრო. მომსახურებით სარგებლობა კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია. სესხის მსურველს არ სჭირდება დასაქმების ცნობა, თავდების ყოლა, უზრუნველყოფა, რაც კლიენტისთვის უპირატესობაა, ნაკლები დოკუმენტების შეგროვების გარეშე მიიღოს საჭირო თანხა.
კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ სესხის კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა დანახარჯების წინასწარ გამოსათვლელად. კლიენტი სპეციალური სლაიდერის დახმარებით ირჩევს სესხის ოდენობას, დროს და ნახულობს თუ რა თანხის გადახდა მოუწევს. კრედიტის გონივრულად შესარჩევად მნიშვნელოვანია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა, რადგან ის მოიცავს პროდუქტის ყველა შესაძლო ხარჯს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების ცოდნას, რადგან ის ყველა პირობას მოიცავს უფლება-მოვალეობების შესახებ.
მართალია, სწრაფი სესხი კომფორტული მომსახურებაა, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა არ შეიძლება სერვისით სარგებლობა. მაგ: თუ მომხმარებელს ხანგძლივი პერიოდით სჭირდება ფული და წინასწარ არ აქვს განსაზღვრული რამდენად ექნება ფინანსური რესურსი მის დასაფარად, უმჯობესია მან არ აიღოს თანხა. ხანგძლივი პერიოდით სესხის მისაღებად არსებობს სხვა პროდუქტები, როგორიცაა საბანკო სესხები.
როდის შეიძლება სწრაფი სესხების მომსახურებით სარგებლობა
- გადაუდებელი აუცილებლობა – მომხმარებლების დიდი ნაწილი სესხს იმისთვის იღებს, რომ სხვა ვალდებულება გადაიხადოს. არსებული სესხი მას შესაძლოა ქონდეს ბანკში, მიკროსაფინანსოში ან კერძო კომპანიაში. ასეთ სიტუაციაში, უმჯობესია სესხების გაერთიანებით სარგებლობა, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ამარტივებს ვალდებულებების გასტუმრებას.
- დღესასწაულების აღნიშვნა – დღესასწაულების აღნიშვნა დამატებით ფინანსებს მოითხოვს. რთულია არ წახვიდე მეგობრის დაბადების დღეზე ან არ აღნიშნო ისეთი თარიღები, როგორიცაა ახალი წელი, ვალენტინობა. ასეთ დროს, სწრაფი სესხი დროული დამხმარეა. ხოლო თუ შემოსავლის მიღებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მომსახურებით თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ.
- გადასახადები – სესხის აღების მიზეზი ხშირად კომუნალური გადასახადების ხარჯების დაფარვაა. ხარჯების სწორად მართვა და ეკონომია მსგავს შემთხვევებს თავიდან აგარიდებთ, თუმცა თუ ასეთი შემთხვევა გაქვთ შეგიძლიათ ონლაინ სესხების მომსახურებას მიმართოთ. თანხა კი სწრაფად დაფაროთ.
- მედიკამენტები, სამედიცინო ხარჯები – მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება დიდ თანხას მოითხოვს. თუ მიმდინარე პრობლემის მოსაგვარებლად არ გაქვთ საჭირო თანხა, ცხადია ვერ დაიცდით, რადგან საკითხი სწრაფ მოგვარებას მოითხოვს.
სწრაფი სესხი ინტერნეტით საუკეთესო შემოთავაზებაა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც თანხის მიღება ეჩქარება. განაცხადის მარტივი ფორმა, თანხის ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა, ნაკლები მოთხოვნა კომფორტულს ხდის სესხის აღებას კლიენტისთვის.
ბევრი შეთავაზების ფონზე, არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მარტივად გაიგოთ ბაზარზე მოღვაწე კომპანიების პირობები, შეადაროთ და აირჩიოთ საუკეთესო პირობის სესხი.