ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როდესაც დამატებითი თანხა სასწრაფოდ გვჭირდება. ასეთ დროს ყველაზე ხშირად გვახსენდება ახალი ონლაინ სესხები, რადგან საჭირო ფინანსებს სწრაფად და მარტივად ვიღებთ, არ გვჭირდება უამრავი დოკუმენტის შეგროვება, ფილიალში მისვლა და ლოდინი. თავდაპირველად სწრაფი სესხის მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარს შეადგენდა, ეს თანხა კი მომხმარებელთა უმრავლესობისთვის არ იყო საკმარისი. ამასთან, პირველი სესხის ლიმიტი გაცილებით ნაკლები იყო.
დღეისათვის, ახალი ონლაინ სესხები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ 5000 ლარამდე თანხა და ამისათვის არ გჭირდებათ სახლიდან გასვლა ან უამრავი საბუთის შეგროვება. სერვისი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კლიენტებისთვის, ვისაც არ აქვს დრო უამრავი პროცედურის გასავლელად, მათთვის მნიშვნელოვანია დრო და ენერგია. თუ საბანკო კრედიტის ასაღებად მოითხოვება დასაქმების ცნობა, დიდი ყურადღება ექცევა საკრედიტო ისტორიას, ზოგიერთი ტიპის სესხის მისაღებად კი საჭიროა თავდები და უზრუნველყოფა, სწრაფი სესხები გაცილებით მარტივად და სწრაფად გაიცემა. საჭირო თანხას იღებთ ვებგვერდზე განაცხადის შევსების შემდეგ და არ გიწევთ ფორმალობების გავლა.
ახალი ონლაინ სესხები – როგორ შევარჩიოთ სანდო კომპანია
ახალი სწრაფი სესხები ბევრ კომპანიაში გაიცემა. სანდო და კომპეტენტური ორგანიზაციის შერჩევა დროსა და ენერგიას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
- წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო პროდუქტის სწორად შესარჩევად საჭიროა ეფექური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება, რადგან ის მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რისი გაღებაც მოგიწევთ სესხით სარგებლობის პერიოდში.
- დამატებითი საკომისიოები – საკრედიტო პროდუქტს შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი საკომისიოები; კრედიტის გაცემის, წინსწრებით დაფარვის პროცენტი და სხვა. მისი ცოდნა საშუალებას მოგცემთ გაითვალისწინოთ ხარჯის სრული ოდენობა.
- სესხის ხელშეკრულება – იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ კრედიტის ყველა პირობა, გაეცანით სესხის ხელშეკრულებას, განსაკუთრებით კი თავსართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პირგასამტეხლოების ოდენობას, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ონლაინ სესხის მისაღებად
სესხის აღებისას მომხმარებელთა ნაწილი ჩქარობს. ნაკლებად ითვალისწინებს კრედიტის პირობას და იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. მაშინ როდესაც, კრედიტის სწორად შერჩევა რიგი ფაქტორების გათვალისწინებას გულისხმობს. მათ შორისაა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა, გადახდის შესაძლებლობა და სხვა.
საკრედიტო კომპანიების პირობების შედარება დაგეხმარებათ დაბალპროცენტიანი სესხის შერჩევაში. ინფორმირებული იქნებით გადაწყვეტილების მიღებისას, ზუსტად გეცოდინებათ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. შესაბამისად, გააკეთებთ სწორ არჩევანს, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად დაფაროთ ვალდებულება და შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია.