დამატებითი თანხის საჭიროება ხშირად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. ფული საჩუქრების შესაძენად, წინა საახალწლო სამზადისისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ჩვენი შემოსავალი ხშირად არ არის საკმარისი, რის გამოც გვიწევს საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა. ოვერდრაფტი ე.წ. „მეცამეტე ხელფასი“ მოკლევადიანი სესხია, რომელიც მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე დაიშვება. პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ იმ კლიენტებს, ვისაც ბანკში ერიცხება ხელფასი. თანხის მოცულობა განისაზღვრება ხელფასის მაქსიმუმ 100%-ით და დამოკიდებულია საკრედიტო ისტორიაზე.
პროდუქტი შესაძლებლობას გვაძლევს დავხარჯოთ ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი, დავალიანება კი მოგვიანებით გადავიხადოთ. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის ბანკს ვუხდით გახარჯული თანხის პროცენტს. ძირი თანხის დაფარვა შეგვიძლია ვადის ბოლოს. ოვერდრაფტი გარკვეული ვადით გაიცემა, ეს პერიოდი ძირითადად 1 წელს შეადგენს.
ოვერდრაფტი თავისი მახასიათებლებით ჰგავს საკრედიტო ბარათს, რადგან ორივე შემთხვევაში მომხმარებლის ანგარიშზე მტკიცდება საკრედიტო ლიმიტი. თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა. ოვერდრაფტის შემთხვევაში თვის მანძილზე გახარჯული თანხის პროცენტი ითვლება დღეების სიზუსტით და საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება დახარჯულ თანხაზე. დავალიანება იფარება ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვისას. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ის ამ დროის მანძილზე დაფარავს ბარათიდან დახარჯულ თანხას სრულად, არ მოუწევს დამატებითი საკომისიოს გადახდა. ამასთან ერთად, საკრედიტო ბარათებს აქვთ რიგი უპირატესობები, რაც შეიძლება იყოს დაგროვების, ფასდაკლების პროგრამა, დაზღვევა და სხვა.
ოვერდრაფტი და მისი უპირატესობები
სესხის აღებისას გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო, რაც დაკავშირებულია დროსთან. ოვერდრაფტის დამტკიცებისთვის რამდენიმე წუთია საკმარისი. მთავარი მოთხოვნაა მომხმარებელი მუშაობდეს და ერიცხებოდეს ხელფასი. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ცნობა სამუშაო ადგილიდან.
- არ არის საჭირო უზრუნველყოფა – ოვერდრაფტის ლიმიტის დამტკიცებისას არ მოითხოვება გირავნობა ან უზრუნველყოფა. თანხის ოდენობა განისაზღვრება ხელფასის ოდენობის მიხედვით.
- თანხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს – მომხმარებელს ლიმიტით სარგებლობის დროს არ უწევს ბანკის გაფრთხილება. მას ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლია თანხის დახარჯვა.
- პროცენტი გახარჯული თანხიდან – ოვერდრაფტზე გადასახადი თანხის გამოთვლა ხდება გახარჯული თანხის მიხედვით. მაგ; თუ კლიენტს აქვს 2000 ლარიანი ლიმიტი და ერთი თვის მანძილზე დახარჯა 500 ლარი, ის გადაიხდის მხოლოდ 500 ლარის ერთი თვით სარგებლობის თანხას.
თუ თქვენი ხელფასი აღარ გყოფნით და მეტი თანხა გჭირდებათ, ოვერდრაფტის დახმარებით შეძლებთ დამატებითი ფინანსების მიღებას ანგარიშზე. ნებისმიერ დროს დახარჯავთ ანგარიშზე არსებულ ფულს, შეიძენთ სასურველ ნივთს, ვალდებულებას კი მოგვიანებით გადაიხდით.