საფინანსო კომპანიები სესხის გაცემისას ითვალისწინებენ მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგს და ამის მიხედვით აფასებენ რისკებს. შედეგების მიხედვით კი ამტკიცებენ სესხს ან უარს ამბობენ მის გაცემაზე. საკრედიტო ისტორია განსაზღვრავს წარსულში თქვენს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას. რამდენად დროულად დაფარეთ სესხი, გქონდათ თუ არა ვადაგადაცილება. ამის მიხედვით საკრედიტო ისტორია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. კომპანიები ნეგატიური რეიტინგის დროს უარს ამბობენ სესხის გაცემაზე, რადგან ასეთ დროს გადაუხდელობის რისკი მაღალია.
შესაძლოა მიმდინარე პერიოდში სტაბილური შემოსავალი გაქვთ და ფიქრობთ, რომ სესხს აუცილებლად დაგიმტკიცებენ, მაგრამ ნეგატიური საკრედიტო ისტორია უარყოფითად მოქმედებს კრედიტის გაცემაზე. როგორ უნდა გაზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი ან გამოასწოროთ დაბალი რეიტინგი?
თუ ფინანსური სირთულეების გამო წარსულში ვერ დაფარეთ სესხი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პირველ რიგში, საჭიროა დაფაროთ მიმდინარე კრედიტები. თუ უკვე სარგებლობთ სესხით და ახალ კრედიტზე უარი მიიღეთ, ამის მიზეზი შესაძლოა ბევრი ვალდებულების არსებობა იყოს.
სესხები დაბალი საკრედიტო რეიტინგის დროს
თუ კრედიტის აღებაზე უარი მიიღეთ, მიმართეთ სხვა კომპანიას. საკრედიტო ბაზარზე ბევრი კრედიტორია წარმოდგენილი, რომელიც გაცილებით მარტივად გასცემს სესხს. მათ შორის არიან სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები. მსგავსი სერვისით სარგებლობისას თქვენ არ დაგჭირდებათ ისეთი დოკუმენტების შეგროვება, როგორიცაა დასაქმების ცნობა, საბანკო ამონაწერი და სხვა. ამასთან კრედიტის გაცემის პროცედურა სწრაფი და მარტივია. განაცხადს ავსებთ კრედიტორის ვებგვერდზე. ხოლო საჭირო თანხა საბანკო ანგარიშზე გერიცხებათ.
უარყოფითი საკრედიტო რეიტინგის პირობებში თანხის მისაღებად შეგიძლიათ უზრუნველყოფილ სესხს მიმართოთ. ეს ნიშნავს ისეთი ტიპის კრედიტს, რომელსაც დამატებით სჭირდება გარანტია. ეს შეიძლება იყოს ავტომობილი ან ბინა. ზოგ შემთხვევაში საოჯახო ტექნიკაც. მართალია, უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს, შესაძლოა უარი გითხრათ ბანკმა სესხზე, მაგრამ თუ შეთავაზებთ უზრუნველყოფას, შესაძლოა თანხმობა მიიღოთ. კრედიტის დროულად დაფარვის შემდეგ კი მარტივად შეძლებთ რეიტინგის ამაღლებას.
საკრედიტო ისტორია დიდ როლს თამაშობს სესხის დამტკიცებაში. თუ უარყოფითი რეიტინგი გაქვთ დაიწყეთ მისი გამოსწორება ან აირჩიეთ ისეთი კომპანიები, სადაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ ფაქტორს.
ნებისმიერი ვალდებულების აღებისას დაფიქრდით რისკებზე, თქვენს შესაძლებლობებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი. ფინანსურ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მიუდექით, რათა თავიდან აირიდოთ პრობლემები. სესხის დროულად გადახდა დადებითად აისახება თქვენს რეიტინგზე, რაც მომავალში საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ სესხის საუკეთესო პირობით მიღების შანსი. ხოლო უარყოფითი რეიტინგის დროს კრედიტის დამტკიცების შანსი მინიმალურია. სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებასა და სესხის მიღებაში.