რა უნდა გაითვალისწინოთ დეპოზიტის გახსნისას

აიღე სესხი

საოცნებო ქვეყნების აღმოჩენა, დასვენება, მანქანის შეძენა – ფული სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დავზოგოთ. დანაზოგი გვეხმარება არა მხოლოდ სამომავლო მიზნების მიღწევაში, არამედ გაუთვალისწინებელ სიტუაციებშიც. დღეისათვის, თანხის შეგროვების კარგი საშუალება ანაბრის გახსნაა. მისი საშუალებით ფულს უსაფრთხოდ ვინახავთ, ამასთან, ვღებულობთ დამატებით საპროცენტო სარგებელს. რა უნდა ვიცოდეთ, სანამ რომელიმე ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში განვათავსებთ თანხას?

სასურველი ტიპის დეპოზიტის შესარჩევად განსაზღვრეთ რა თანხით იწყებთ დაზოგვას და რა ვადით გახსნით ანაბარს. ვადიანი ტიპის დეპოზიტები 3-დან 24 თვემდე, გარკვეული პერიოდით იხსნება, რაც იმას ნიშნავს რომ ვადაზე ადრე გამოტანის შემთხვევაში ვეღარ იღებთ იმ საპროცენტო სარგებელს, რაც უნდა მიგეღოთ. თუ არ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ანაბრის თანხა არ დაგჭირდებათ მისი მოქმედების პერიოდში, უმჯობესია არჩევანი მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტზე შეაჩეროთ. ის სრულ თავისუფლებას გაძლევთ, რადგან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაამატოთ ან გამოიტანოთ თანხა. მოთხოვნამდე ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი დაბალია. ამასთან, მას თან ახლავს დამატებითი ხარჯი.

სანამ დეპოზიტს გახსნით, გაარკვიეთ რამდენს შეადგენს საპროცენტო განაკვეთი. შეადარეთ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზებები ერთმანეთს და ისე შეარჩიეთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებული მომსახურება.

დეპოზიტი

რა უნდა იცოდეთ ანაბრის გახსნამდე?

  • განსაზღვრეთ მიზანი – დაფიქრდით რისთვის გჭირდებათ თანხა, რა მიზნისთვის იწყებთ თანხის დაზოგვას. შესაძლოა მოგზაურობა, ახალი ქვეყნების აღმოჩენა ან ავტომობილის შეძენა გსურთ, დანაზოგის საშუალებით მიზანს გაცილებით მარტივად მიაღწევთ.
  • შეადგინეთ ბიუჯეტი – ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ ყოველთვიურად დასაზოგი თანხის განსაზღვრაში. სწორედ ამიტომ შეადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს შემოსავლისა და ხარჯების ოდენობას.
  • ისარგებლეთ ავტომატური გადარიცხვის სერვისით – თუ თანხა ყოველთვიურად გერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, შეგიძლიათ ავტომატური გადარიცხვის სერვისი ჩართოთ. ამ სერვისის საშუალებით წინასწარ განსაზღვრული თანხა ავტომატურად გადაირიცხება ანგარიშზე.

ანაბრის გახსნისას გაარკვიეთ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირობები. შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთს და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება. ანაბარი დაგეხმარებათ ფინანსური მიზნების მიღწევაში. მარტივად დაზოგავთ თანხას და მიიღებთ საპროცენტო სარგებელს.

გაკეთე კომენტარი