„ყოველთვის დროულად ვიხდიდი სესხის თანხას, მაგრამ მაინც არ დამიმტკიცდა კრედიტი.“ – ასეთ ფრაზებს ხშირად ამბობენ მომხმარებლები. მართალია, დღეისათვის უამრავი შეთავაზება გვესმის, სადაც თანხის აღებას მარტივად და სწრაფად გვთავაზობენ, მაგრამ მაინც არსებობს იმის რისკი, რომ დაფინანსების მიღებაზე უარი მივიღოთ. რას აქცევენ ყურადღებას კრედიტორები და როგორ უნდა გავზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი?
საკრედიტო ისტორია აჩვენებს თუ რამდენად დროულად იხდიდით ვალდებულებებს წარსულში, რომელი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობდით, რა ვალუტაში გქონდათ ვალდებულება, გქონდათ თუ არა ვადაგადაცილება. ამის მიხედვით თქვენი საკრედიტო რეიტინგი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში შეიძლება არ დაგიმტკიცდეთ სესხი, რადგან კომპანიები ასეთ დროს გარკვეულ რისკს ხედავენ. თუ სესხის აღებას სწორედ ამის გამო ვერ ახერხებთ, დაიწყეთ რეიტინგის გამოსწორება. დაფარეთ ვალდებულებები დროულად, ისარგებლეთ მუდმივი საგადახდო დავალებით, რათა არ დაგავიწყდეთ პროცენტის გადახდა.
თუ ბევრი მიმდინარე ვალდებულება გაქვთ და ახალი სესხის აღებას ითხოვთ, შეიძლება უარი მიიღოთ. კომპანიებისთვის საკრედიტო რისკს შეიცავს ისეთი მომხმარებლისთვის კრედიტის დამტკიცება, ვისაც ისედაც ბევრი ფული აქვს გადასახადი პროცენტზე. ასეთ დროს კლიენტმა შეიძლება ვერ შეძლოს ყველა სესხის გადახდა და ფინანსური პრობლემა შეექმნას.
სტაბილური შემოსავლის არქონისას სესხის დამტკიცების შანსი მცირდება. თუ არ მუშაობთ და არ შეგიძლიათ დასაქმების ცნობისა და საბანკო ამონაწერის წარდგენა, სადაც სტაბილური ჩარიცხვები დაფიქსირდება, შეიძლება კრედიტის აღებაზე უარი მიიღოთ. ასეთი კლიენტისთვის სესხის დამტკიცება კრედიტორისთვის რისკიანია, რადგან მან არ იცის პროცენტს საიდან დაფარავთ.
როგორ გავზარდოთ სესხის მიღების შანსი
იმისათვის, რომ სესხის დამტკიცების შანსი გაზარდოთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ რატომ არ გიმტკიცებენ კომპანიები კრედიტს. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ ახერხებთ თანხის მიღებას, დაიწყეთ მათ გამოსწორებაზე მუშაობა. ვალდებულებების დროულად გადახდა დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც მომავალში საშუალებას მოგცემთ თქვენზე მორგებული პირობით აიღოთ კრედიტი.
თუ თანხის მიღება გეჩქარებათ, მაგრამ კომპანიები არ გიმტკიცებენ სესხს, გახსოვდეთ რომ არსებობენ კრედიტორები, რომლებიც შედარებით მარტივად გასცემენ კრედიტს. სწრაფი ონლაინ სესხები საუკეთესო არჩევანია ასეთ დროს. თანხის მისაღებად არ მოითხოვება ხანგძლივი პროცედურების გავლა, დოკუმენტების მიტანა ან თავდები. საკმარისია განაცხადის შევსება ონლაინ რეჟიმში და თანხას სწრაფად მიიღებთ საბანკო ანგარიშზე. გამარტივებული მომსახურებისა და კომფორტული სერვისის გამო სულ უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს არჩევანს სწრაფ ონლაინ სესხზე.