საკრედიტო ისტორიის გაუარესება, სხვისი ვალდებულების დაფარვა ან ქონების ჩამორთმევა – მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი თავდები დამდგარა. მომხმარებლები ხშირად არ ეცნობიან ხელშკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, ვერ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, რომ პრობლემური სესხის შემთხვევაში სწორედ მათ მოუწევთ კრედიტის დაფარვა. რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ და რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა?
თავდებობა ვალდებულებაა კრედიტორის წინაშე გადაუხდელობის შემთხვევაში დაფაროს მსესხებლის კრედიტის თანხა. თუ მესამე პირი არ შეასრულებას ვალდებულებას, გადააცილებს გადახდის თარიღს, საკრედიტო კომპანიას შეუძლია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის გაცემისას კრედიტორი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ასევე თავდები პირის ფინანსურ შესაძლებლობას, განიხილავს მათ შემოსავალს, საკრედიტო ისტორიას და ამის მიხედვით ამტკიცებს სესხს.
თავდები უფლებამოსილია ვალდებულების შესრულების პროცესის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია. ხოლო კრედიტორმა გააცნოს ნებისმიერი ცვლილება ან მოვალის მიერ თანხის გადახდის დაგვიანება. თავდები პირი ძირითადად მაშინ მოითხოვება, როცა მსესხებელს არ აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის მისაღებად ან კომპანია გარკვეულ რისკს ხედავს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ ვინმეს დაუდგებით დავდებად
თავდებად დადგომა საკუთარ თავზე ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. შესაბამისად, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სრულად გაეცანით ხელშეკრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმეთ. ამასთან, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები;
- სესხის საპროცენტო განაკვეთი – სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეა დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა მოუწევს მსესხებელს. გაიცანით პროცენტის ოდენობას, რათა სრული ინფორმაცია გქონდეთ ხარჯების შესახებ.
- სესხის თანხა, დაფარვის ვადა – გაიგეთ კრედიტის თანხის ოდენობა და დაფარვის დრო, რათა მარტივად აკონტროლოთ ვალდებულების შესრულების პროცესი.
- ჯარიმის ოდენობა – დააზუსტეთ რამდენს შეადგენს ჯარიმის ოდენობა ვადაგადაცილებაზე. სრული ინფორმაციის ქონა დაგეხმარებათ დამატებითი ხარჯების გამოთვლაში.
- კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციები – გაიგეთ რა სანქციებს ითვალისწინებს კრედიტორი გადაუხდელობის შემთხვევაში, რათა მოულოდნელობის წინაშე არ დადგეთ.
თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანი. ვადიანი თავდებობა წყდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და თავდები აღარ არის პასუხისმგებელი სესხის დაფარვაზე. აღნიშნული პირობა უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დადებისას.
მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თუ რამდენად დროულად ფარავს მსესხებელი თანხას. თქვენ სრული უფლება გაქვთ მსესხებელისგან მოითხოვოთ ინფორმაცია გადახდების შესახებ. ამით თავიდან აიცილებთ გაურკვევლობას. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში კრედიტორი თქვენ მოგთხოვთ ვალდებულების დაფარვას. ამასთან, შესაძლოა კომპანიამ უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.
სანამ ვინმეს დაუდგებით დავდებად დაფიქრდით არსებული რისკების შესახებ. გახსოვდეთ, რომ თქვენ საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას, გადაუხდელობის შემთხვევაში დაფაროთ კრედიტი. შეაფასეთ მსესხებლის გადახდისუნარიანობა და თანხის დაბრუნების რესურსი. გაეცანით ხელშეკრულების პირობას, რათა ზუსტად განსაზღვროთ უფლება-მოვალეობები.