რა გზით შეგვიძლია გავზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი

აიღე სესხი

საბანკო სესხზე განაცხადის გაკეთება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დამღლელი და რთული პროცედურაა. რიგში დგომა, საჭირო დოკუმენტაციის თუ ცნობების მოძიება, დამატებითი ხარჯების გაღება და უამრავი სხვა დროის დასაკარგი აუცილებლობა. სწრაფი ცხოვრების რიტმში ჩვენი დრო დასაფასებელია და დროის ეფექტური გამოყენება ჩვენი წარმატების საწინდარია. სწორედ ეს ფაქტორები წარმოადგენს იმ მიზეზს, რომლის გამოც ვიყენებთ ისეთ პროდუქტს როგორიცაა ინტერნეტ სესხი. ალბათ შეხსენება არაა საჭირო, რომ ონლაინ კრედიტი მარტივი საშუალებაა სესხის სწრაფად მისაღებად. თუმცა ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს ურთულდება ამ ტიპის მომსახურებით სარგებლობა და სესხის მიღებაზე უარს იღებს. რა ფაქტორები გაითვალისწინება კრედიტის დამტკიცებისას და როგორ უნდა გაზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი?

  • საკრედიტო ისტორია – ბანკებში ხშირად აფასებენ კლიენტის წარსულ გამოცდილებას კრედიტებთან  და საკრედიტო რეიტინგს. რაც უფრო მაღალია რეიტინგი სესხის დამტკიცების შანსი უფრო მაღალია.
  • სესხის მოცულობა – დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდი თანხის მიღება გსურთ. რაც უფრო მეტის სესხება გინდათ მით უფრო მეტად მცირდება კრედიტის მიღების შანსები. მაგალითად, ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ გადამოწმდება თქვენი საკრედიტო ისტორია, ასევე ყურადღება დაეთმობა ყოველთვიურ შემოსავალს. არცერთი კომპანია არ გასცემს მაღალ კრედიტს თუ არ ხართ გადახდისუნარიანი.
  • სესხის მიზნობრიობა – თუ გავითვალისწინებთ მიკრო სესხის გამცემ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პირობით არ ინტერესდებიან, მაშინ კრედიტის მიღება საკმაოდ მარტივია. თუმცა ეს შემთხვევა განსხვავდება ბანკებში, რადგან აუცილებლად უნდა ახსნათ რა მიზეზს ემსახურება თქვენი კრედიტი. მაგალითად; სესხის მიღება გსურთ რემონტისთვის, რომელიმე ნივთის შესაძენად, ხარჯების დასაფარად და ასე შემდეგ.
  • განსაკუთრებული გარემოებები – ეკონომიკური ფაქტორები, რეგიონალურიც და ადგილობრივიც დიდ გავლენას ახდენს კრედიტის გაცემის გადაწყვეტილებაზე. თუ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა, ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ გასცემს სესხს მარტივი პირობებით.

sesxebi

სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში

ეს ჩამონათვალი დაგეხმარებათ მიხვდეთ კრედიტის დანიშნულებას და გააანალიზოთ ფაქტორები თუ რატომ შეიძლება გითხრათ კომპანიამ უარი. რაც შეეხება ონლაინ სწრაფ სესხებს აქ საქმე ბევრად მარტივადაა. გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ თქვენი ხელშეკრულება მივიდეს კრედიტორამდე შეავსეთ სესხის ონლაინ განაცხადი. მიუთითეთ თქვენი პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი და რაც მთავარია, შეიყვანეთ უტყუარი ინფორმაცია. სხვა პირზე სესხის ხელშეკრულების გაფორმებით თქვენ კარგავთ კომპანიის ნდობას, რაც ამცირებს სესხის მიღების შანსებს მომავალში.
მიზეზები თუ რატომ შეიძლება გითხრათ უარი კრედიტორმა ან ბანკმა სესხის გაცემაზე:

  • შემოსავლების მცირე რაოდენობა
  • სესხის დაფარვის ვადაგადაცილება
  • “Start up” ან ახალი კომპანიის დაწყება
  • რისკები კონკრეტულ კლიენტთან ურთიერთობისას

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცირე საკრედიტო კომპანია და აბსოლუტურად ყველა ბანკი არ გასცემს სესხებს იმ პირებზე, რომელთაც არ აქვთ შემოსავალი, მიანც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რომლებიც თანამშრომლობენ ასეთ კლიენტებთან. ამ ადამიანებსაც სჭირდებათ თანხა, ეს იქნება რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსვლა თუ სხვა სახის ხარჯები. მცირე საკრედიტო კომპანიები გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სესხი ხელფასის გარეშე. ამ სახის სესხს უწოდებენ – სესხს დაუსაქმებელთათვის. თუ გსურთ ამ პროდუქტით სარგებლობა მიუთითეთ ეს ინფორმაცია, რათა კრედიტორმა იცოდეს ამის შესახებ. გულწრფელობა დაგეხმარებათ მომავალში ისევ ისარგებლოთ კომპანიის შემოთავაზებებით.
პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ Credy-ს სესხის აღებისას: უნდა იყოთ სრულწლოვანი პირი, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, იყოთ საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ თქვენს სახელსა და გვარზე დარეგისტრირებული საბანკო ანგარიში. დანარჩენი მოთხოვნები კი განსხვავდება საკრედიტო კომპანიების მიხედვით. გაითვალისწინეთ ეს პირობები, გააანალიზეთ თქვენი გადახდისუნარიანობა და შეავსეთ ხელშეკრულება იმისათვის, რომ მიიღოთ მინი სესხი. წინაპირობა და კომპანიის შესახებ ინფორმაციის ცოდნა საუკეთესო შემოთავაზებას შეგარჩევინებთ. დაგეგმეთ თქვენი ბიუჯეტი რათა იყოთ წამატებული.

გაკეთე კომენტარი