თანამედროვე სამყაროში ფინანსური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. მომხმარებლებს თითქმის ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება თუ რომელი საბანკო ან საკრედიტო პროდუქტით ისარგებლონ, როგორ მართონ პირადი თუ საოჯახო ბიუჯეტი. ფინანსური განათლება ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ინდივიდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარად მიიჩნევა. საბაზისო ცნებებზე წარმოდგენის არქონის პირობებში არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რასაც არასწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. ამის გამო ხშირად ჩვენი კეთილდღეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ფინანსური განათლება ნიშნავს ფინანსურ ცნობიერებასა და ცოდნას. იგი გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქტების, ინსტიტუტებისა და ცნებების ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, როგორიცაა რთული საპროცენტო განაკვეთების გამოთვლა, ფულის მენეჯმენტი და ფინანსური დაგეგმვა.
ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ სწორი არჩევანი დაზოგვასთან, ფულის სესხებასთან და სხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებაში მაშინ, როცა ფინანსური ცოდნის არქონას შეუძლია არასასურველი შედეგების გამოწვევა. ზედმეტი დანახარჯების გაღება და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა სესხზე. დაბალი ფინანსური განათლების პირობებში მაღალია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რისკი.
ფინანსური განათლება და თანამედროვე გამოწვევები
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში აქტიურად ვითარდება ციფრული მომსახურებები. ფინანსური ტრანზაქციები, გადასახადები და სხვა მთელი რიგი მომსახურებები ონლაინ სივრცეში გადადის. თუკი ადრე თანხის გადასარიცხად საჭირო იყო ბანკის ფილიალში მისვლა, დღეს უკვე ინტერნეტ ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი აღნიშნული ოპერაციის განხორციელება.
ბოლო პერიოდში, ბაზარზე გამოჩნდა ისეთი სერვისი, როგორიცაა ონლაინ სესხი. მომსახურება გამოირჩევა იმით, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტით აიღოს საჭირო თანხა, ყოველგვარი დოკუმენტების შეგროვების, კომპანიაში მისვლის გარეშე. სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან. მთავარია კლიენტს ქონდეს ინტერნეტთან წვდომა და საბანკო ბარათი, რომელზეც თანხა დაერიცხება. მომსახურებით სარგებლობისთვის არ მოითხოვება დასაქმების ცნობა, თავდები, გირავნობა. კლიენტებს, რომელთაც არ აქვთ ოფიციალური სამსახური გაცილებით მარტივად შეუძლაით ამ მომსახურებით სარგებლობა. რაც მთავარია, სერვისი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია.
სწრაფი სესხების მომსახურებამ აქტიური კონკურენცია გაუწია საბანკო სერვისებს. თუკი ბანკში კრედიტის ასაღებად საჭირო იყო ფილიალში მისვლა და ზოგიერთი ტიპის სესხის ასაღებად მოითხოვებოდა თავდები, უზრუნველყოფა და რიგი ცნობები, ონლაინ სესხების მომსახურებამ შესაძლებელი გახადა სასურველი დაფინანსების მიღება გაცილებით სწრაფად და მარტივად, ცნობების გარეშე. ბოლო პერიოდში, სწრაფი სესხის მომსახურების შეთავაზება ბანკებმაც დაიწყეს და სესხის აღება ვებ სივრცეში გადაიტანეს.
კონკურენტულმა გარემომ ხელი შეუწყო ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური მომსახურებების დახვეწას და მომხმარებელს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. ამასთან ერთად, იმ კლიენტებსაც გაუკვალა გზა ფინანსურ სერვისებამდე, რომელთაც აქამდე ამის შესაძლებლობა არ ქონდათ. ახალი შესაძლებლობების, მათი უპირატესობების გონივრულად შესარჩევად და რისკების თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების პირობების ცოდნას.
ციფრული მარკეტინგის განვითარებასთან ერთად, სარეკლამო კამპანიები უფრო და უფრო აგრესიული და მიმზიდველი გახდა. მან სრულიად მოიცვა ინტერნეტ სივრცე. მათ შორის სოციალური მედია და საძიებო სისტემები. სარეკლამო შეთავაზებებიც მრავალფეროვანი გახდა. “სესხი 15 წუთში, სწრაფად, ცნობების გარეშე ” – მსგავსი შეთავაზებებით არის სავსე ონლაინ სივრცე. გონივრული არჩევანის გასაკეთებლად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება და დეტალური ინფორმაციის ქონა პროდუქტების შესახებ.