ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე უამრავი ახალი სერვისი გამოჩნდა. ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი გახდა ფულის გადარიცხვა, შოპინგი, გადასახადების გადახდა და სხვა. თუკი ერთ დროს თანხის გადასარიცხად ან კომუნალურის გადასახდელად საჭირო იყო ბანკის ფილიალში მისვლა, დღეს უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი ამ სერვისებით სარგებლობა. დღეისათვის, გაცილებით მარტივია საფინანსო ოპერაციების შესრულება ინტერნეტით, ის არ მოითხოვს სახლიდან გასვლას და უსასრულო პროცედურების გავლას. სერვისები მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე, სისწრაფესა და სიმარტივეზე.
ონლაინ სესხები სწორედ კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული მომსახურებაა. თანხის მისაღებად არ მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, თავდები პირი ან უზრუნველყოფა. სერვისი გამოირჩევა სიმარტივით. მომხმარებელი ონლაინ რეჟიმში ავსებს სესხის განაცხადს და ანგარიშზე იღებს საჭირო თანხას. სერვისი მომხმარებელთა ფართო წრისთვის არის ხელმისაწვდომი. პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მათაც, ვინც არ მუშაობენ და არ აქვთ სტაბილური შემოსავალი. საფინანსო სექტორში უამრავი საკრედიტო კომპანია ოპერირებს. მრავალფეროვანი მომსახურებებისა და შეთავაზების ფონზე განსაკუთრებით რთულია არჩევანის გაკეთება.
დაბალპროცენტიანი სესხის მიღების ახალი შესაძლებლობები
კომპანიები მომხმარებლის მისაზიდად თითქმის ყველა სარეკლამო სივრცეს იყენებენ. იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტი. შეთავაზებების ფონზე არც ისე მარტივია სწორი არჩევანის გაკეთება და დაბალპროცენტიანი სესხის შერჩევა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საუკეთესო პირობის მქონე კომპანიის შესარჩევად და რა უნდა იცოდეთ სესხის აღებისას?
- სესხის ხელშეკრულება – სესხის ხელშეკრულება მოიცავს ყველა პირობას. მათ შორის ინფორმაციას ხარჯების შესახებ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ზუსტად წაკითხვა. ხოლო გაუგებარი საკითხების კომპანიასთან დაზუსტება. ხელშეკრულების ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს.
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კომპანიები ხშირად ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს გვამცნობენ რეკლამებში, რაც ყველა ხარჯს არ მოიცავს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნას, რათა წინასწარ იცოდეთ ყველა შესაძლო ხარჯის შესახებ და გაითვალისწინოთ კრედიტის მიღებამდე.
- გადახდის რესურსი – ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის წყარო, მისი სტაბილურობა და გადახდის შესაძლებლობა. სესხის დაგვიანებით გადახდისას დაგეკისებათ ჯარიმა. დაგვიანებული გადახდები კი უარყოფითად აისახება საკრედიტო ისტორიაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ როგორც კრედიტის ყველა პირობა, ასევე მისი დაფარვის შესაძლებლობები.
საკრედიტო პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინეთ სესხის ყველა პირობა. საპროცენტო განაკვეთი, გადასახადი თანხის ოდენობა. დაბალპროცენტიანი კრედიტის შესარჩევად მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ კომპანიების პირობები, რათა შეძლოთ საუკეთესო მათგანის შერჩევა. ასევე, განსაზღვრეთ თუ რა ტიპის კრედიტი გჭირდებათ. თუ მცირე თანხა გჭირდებათ ხანმოკლე ვადით, სწრაფი სესხი დაგეხმარებათ. ხოლო თუ შედარებით დიდი მოცულობის თანხის აღება გინდათ, გრძელვადიანი სესხები გაგიწევთ დახმარებას.