ონლაინ სესხის მიღების სიმარტივე, რეალიზაციის მოკლე დრო და თანხის სახლიდან გაუსვლელად მიღების საშუალება მომხმარებელს სურვილს უჩენს რაც შეიძლება სწრაფდ მიიღოს თანხა, ხელშეკრულების პირობების საფუძვლიანი გაცნობის გარეშე. ეს დიდი შეცდომაა!
რატომ არ უნდა მოაწერო ხელი ხელშეკრულებას ბრმად
თანხის ელვისებური სისწრაფით მიღება საკუთარ საბანკო ანგარიშზე მომხმარებელს არ უხსნის ვალდებულებას კარგად და საფუძვლიანად გაეცნოს პირობებს, გაანალიზოს, წაიკითხოს წესები და გაეცნოს სესხის დაბრუნების პირობებს საკომისიოს ჩათვლით, ამ პროცედურის გვერდის ავლა შესაძლოა სამწუხარო შედეგებთან იყოს დაკავშირებული, მხოლოდ მიმზიდველი რეკლამა და შემოთავაზება არ არის სანდო სერვისის გარანტია.
სესხის მიღებისთანავე მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას და წესების ფორმას, სესხის გამცემი ფირმისგან. მომხმარებელი აუცილებლად უნდა გაეცნოს ამ დოკუმენტს, შესაბამისად მსესხებელი იმ ფირმის წინაშე იღებს ვალდებულებებს, რომლისგანაც მიიღო სესხი. კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმების საშუალებას იძლევა, კონკრეტულ მოქმედებაზე (გადარიცხვა ვინაობის შესამოწმებლად, პირობების დადასტურება, ხელშეკრულების წაკითხვისა და მასზე თანხმობის დადასტურება).
ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ფირმას, როგორც ხელშეკრულების დამდებ მხარეს, ხელშეკრულების პირობების თანხმობის დასტურის დამოწმება მომხმარებლის მიერ სიმბოლური საბანკო გადარიცხვით შეუძლია. ეს არის გამსესხებელის მიერ მსესხებლისთვის თანხის ჩარიცხვის პროცედურა.
გახსოვდეს, ონლაინ სესხის დამტკიცებას შეიძლებას შეიძლება რამდენიმე წუთზე მეტი დრო დასჭირდეს . ბევრი კომპანია ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ხელშეკრულებას დისტანციურად, კურიერის მომსახურების მეშვეობით აფორმებს. ასეთ შემთხვევაში გახსოვდეს, კურიერი ვალდებულია დაგელოდოს, რათა შენ საფუძვლიანად გაეცნო ხელშეკრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერო ხელი. ნუ მისცემ უფლებას სხვას, შენზე მოახდინოს ზეწოლა და ამის შედეგად მოაწერო ხელი დოკუმენტს, მის დეტალურად გაცნობამდე.
რა უნდა გადაამოწმო ხელშეკრულებაში
ხელშეკრულება სესხის შესახებ შეიცვას ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა:
- პროცენტული განაკვეთი,
- საკომისიო,
- ადმინისტრაციული გადასახადები,
- სესხის დაფარვისა და გადავადების პირობები,
- სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შეტყობინების გაგზავნის სიხშირე და გადასახადების დაწესება.
- ხელშეკრულების გაუქმების პირობები.