საქართველოს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ეფექტურად ფუნქციონირებს ისეთი პროდუქტი როგორიცაა ონლაინ სესხები. მაღალი მოთხოვნის შედეგად ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა ბანკებშიც. რა თქმა უნდა, ეს მომსახურეობა განსხვავდება სესხის გამცემ კომპანიებში და ბანკებში. გარდა კრედიტის გაცემის პირობებისა, ასევე განსხვავდება თანხის მიღების პროცედურაც.
რა უპირატესობებით გამოირჩევა არასაბანკო სესხი
სწრაფი ონლაინ სესხი, იგივე, არასაბანკო სესხი საუკეთესო შემოთავაზებაა ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის. კომფორტული და სწრაფი მომსახურება საშუალებას გაძლევთ საჭირო თანხა მიიღოთ დროის მცირე მონაკვეთში. მიკრო სესხი შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი მიზნისათვის. მაგრამ მაინც, რატომ უნდა ავიღოთ სესხი ინტერნეტით?
- საკომისიოს გარეშე – მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდ ნაწილს პირველი სესხი აქვთ უპროცენტო, რაც გულისხმობს თანხის სესხებას ზედმეტი დანახარჯების გარეშე. თუმცა უპროცენტო სერვისის სარგებლობის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 1000 ლარამდეა.
- სწრაფი – ინტერნეტ სესხების მიღება შესაძლებელია უმოკლეს ვადაში. სესხის განაცხადის გაგზავნის და დადებითი პასუხის შემდეგ თანხა 15 წუთის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე აისახება.
- მოსახერხებელი – სისწრაფე და კომფორტი ნიშნავს, რომ განაცხადი სესხზე შეგიძლიათ შეავსოთ ინტერნეტ გვერდზე, ტელეფონით ან სხვა საშუალებით, რომელიც მოსახერხებელია და არ მოითხოვს დამატებით ხარჯებსა თუ ძალისხმევას.
- უზრუნველყოფის და თავდების გარეშე – სწრაფი სესხების მიღება ხდება ონლაინ რეჟიმში და არ საჭიროებს უზრუნველყოფის საბუთებს თუ თავდები პირის წარდგენას.
- მარტივი – სწრაფი კრედიტი საუკეთესო გამოსავალია ისეთ სიტუაციაში, როდესაც მცირე და კონკრეტული თანხა გჭირდებათ. გადაჭერით მოულოდნელი პრობლემა ან შეიძინეთ ისეთი რამ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სწრაფი სესხი გაიცემა 30 დღით და მისი სრული დაფარვა ხდება ერთი გადახდით.
- მოქნილი – სესხის გამცემი კომპანიების გარკვეული ნაწილი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რითაც თქვენთვის ხელსაყრელს ხდის თანხის მიღებას ნებისმიერ დროს.
საბანკო სესხი
სამომხმარებლო სესხს გასცემს ბანკი. სესხის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი მიზნისთვის. რა პირობები აქვთ ბანკებს სამომხმარებლო სესხზე? – ისევე როგორც ონლაინ კრედიტების შემთხვევაში საბანკო სესხზე მომხმარებლის ასაკი არ უნდა იყოს 21 წელზე ნაკლები. აუცილებელ პირობას წამოადგენს მსესხებლის შემოსავალი, რომელიც უნდა იყოს სტაბილური (მსესხებლის მინიმალური შემოსავლის ოდენობა განისაზღვრება თანხის მოცულობით და ბანკის პირობებით). აღსანიშნავია ისიც, რომ კლიენტს შეუძლია მიიღოს კრედიტი უცხოურ ვალუტაში, თუმცა ეს თანხა უნდა იყოს ლარის ექვივალენტური.
დაფარვის ვადა დამოკიდებულია თანხის ოდენობაზე და მომხმარებლის მიერ არჩეულ პერიოდზე. ყველაზე ხანგრძლივი დაფარვის ვადა 10 წლამდეა.
სამომხმარებლო სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად. ძირი თანხის ნაწილს ემატება საპროცენტო განაკვეთი. გარდა ამისა, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საკომისიო.
გრძელვადიანი სესხები საუკეთესო შემოთავაზებაა, როდესაც გაქვთ სტაბილური შემოსავალი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დიდი რაოდენობით თანხა – ბიზნესის გაფართოების მიზნით, მოგზაურობისთვის თუ ავტომობილის შეძენისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაფარვის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. ეს სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ბანკებში ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
თუ ხელფასამდე დიდი დროა დარჩენილი თქვენ კი ფულის მიღება გჭირდებათ დღეს, გამოიყენეთ სახელფასო სესხი. ეს სერვისი არ საჭიროებს უზრუნველყოფას, თუმცა შესაძლოა აუცილებელი იყოს სტაბილური შემოსავლის დამამტკიცებელი საბუთი.
აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი სერვისი და მიმართეთ მას. თუ გსურთ 400 ლარამდე თანხის მიღება, გამოიყენეთ ჩვენი ვებ-გვერდი და გაუგზავნეთ თქვენი სწრაფი სესხის განაცხადი საქართველოში არსებულ საკრედიტო ფირმებს ერთი ვებ სივრიციდან.