რა უპირატესობით გამოირჩევიან ონლაინ სესხები
თანამედროვე სამყაროში თითოეულ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მომხმარებლები ისეთ მომსახურებას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ზოგავს მათ დროს და პრობლემის ეფექტურად მოგვარებაში ეხმარება. ონლაინ სესხის გამცემმა კომპანიებმა ზუსტად შეაფასეს მომხმარებელთა მოთხოვნა და მათ ისეთი სერვისი შესთავაზეს, რომელიც თანხის სწრაფად მიღებაში ეხმარება. კომფორტული და მოქნილი სერვისით სწრაფმა სესხებმა უკვე გაუწიეს კონკურენცია ბანკებს. მომხმარებლებს, რომელთაც თანხის მიღება ეჩქარებათ, ონლაინ სესხის აღება ურჩევნიათ
უსასრულო რიგში დგომა, ცნობების შეგროვება და ხანგძლივი პროცედურების გავლა წარსულს ჩაბარდა, რადგან ონლაინ სესხი საშუალებას აძლევს კლიენტებს თანხა ინტერნეტით მიიღონ. ონლაინ კრედიტის აღების პროცესი ხანმოკლე და მარტივია. თუკი ბანკში სესხის მიღებისას საჭიროა ფილიალში მისვლა, ცნობების შეგროვება, თავდების ყოლა და რიგში დგომა, ონლაინ სესხებთან მიმართებაში ყველაფერი მარტივად ხდება. მომხმარებელი ინტერნეტით ავსებს განაცხადს და სასურველი თანხა საბანკო ანგარიშზე ერიცხება.
ონლაინ სესხი ყოველგვარი ფორმალობის გარეშე
სწრაფი ონლაინ სესხი მოსახერხებელი მომსახურებაა, რადგან არ ითხოვს ზედმეტ ფორმალობას. მომხმარებელს საშუალება აქვს სწრაფად მიიღოს მოთხოვნილი თანხა და ფინანსური პრობლემაც ეფექტურად გადაჭრას.
კომპანიების უმრავლესობას ვებ-გვერდზე წარმოდგენილი აქვს სესხის კალკულატორი, რომელიც გეხმარებათ წინასწარ გამოითვალოთ გადასახადი თანხის რაოდენობა. გაიგოთ რა ხარჯის გაღება დაგჭირდებათ კრედიტის დასაფარად, შეაფასოთ თქვენი შემოსავლები და თანხა გონივრულად ისესხოთ. კალკულატორის საშუალებით გაიგებთ თუ როდის შეძლებთ უპროცენტო სესხით სარგებლობას ან რამდენის გადახდა მოგიწევთ სესხის კონკრეტული პერიოდით მიღებისას. გამოითვალეთ ხარჯები წინასწარ, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ფინანსური პრობლემა.
ისარგებლეთ სწრაფი სესხით, მიიღეთ მეტი კომფორტი
ფორმალობებისა და უსასრულო რიგების თავიდან აცილება, საკუთარი დროის ეფექტურად გამოყენება და კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი, ინტერნეტ სესხის ეფექტურობას ამტკიცებს. ინტერნეტ სესხები გეხმარებათ არამარტო დროის, არამედ დამატებითი ხარჯების ეკონომიაში. თქვენ არ გიწევთ სახლიდან გასვლა რათა:
-
- გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის საფინანსო შემოთავაზებას.
- შეადაროთ ხელშეკრულების პირობები ერთმანეთს.
- გამოითვალოთ მოსალოდნელი ხარჯები.
- დაუკავშირდეთ საკრედიტო ფირმების წარმომადგენლებს – მათთან კავშირი შესაძლებელია ონლაინ ჩატის საშუალებით, Skype-ით ან ცხელი ხაზით.
- შეავსოთ განაცხადი.
- ყოველივე ეს ზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. სარგებლობთ მეტი კომფორტით და უპირატესობით.
სწრაფი ონლაინ სესხები მართალია არც ისე დიდი ხანია რაც საქართველოში დამკვიდრდა, მაგრამ მას უკვე უამრავი ადამიანი მიმართავს. საკრედიტო ბაზარზე კი დღითიდღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას გვთავაზობენ. კომპანიებს ხშირად აქვთ სხვადასხვა წამახალისებელი აქცია და პირველ კრედიტს 0%-ში გასცემენ. უპროცენტო პერიოდი ძირითადად ერთ თვემდე გრძელდება. ამ პერიოდის შემდეგ, მომხმარებლები სტანდარტულად იხდიან პროცენტს. Online სესხის საპროცენტო განაკვეთი ჩვეულებრივ სესხებთან შედარებით მაღალია, თუმცა თუკი მსესხებელი კარგად გაეცნობა პირობებს და თანხას მოკლე პერიოდით ისესხებს, არც ისე დიდი თანხის გადახდა დასჭირდება.
ასეთი სესხის სახით, როგორც წესი, მცირე თანხა გაიცემა სესხად, მაგრამ თუ კლიენტი ფინანსური კომპანიის ერთგული მომხმარებელია, იგი მეტი უპირატესობით სარგებლობს. კომპანია მას უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს და სესხზე გაზრდილ ლიმიტს სთავაზობს. სწრაფი სესხის აღება ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. ასაკობრივი ზღვარს ყველა კრედიტორი ინდივიდუალურად აწესებს. თუკი სესხის აღება გადაწყვიტეთ გაეცანით კომპანიების პირობებს და ის დაწესებულება შეარჩიეთ, რომელსაც საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი აქვს.
Credy – სანდო შუამავალი
არ იცით სად აიღოთ პირველი სესხი უპროცენტოდ? რომელი კომპანია შემოგთავაზებთ საუკეთესო საპროცენტო განაკვეთს? Credy.ge გაგიწევთ დახმარებას განაცხადის შევსებასა და სესხის გამცემ კომპანიებთან თანამშრომლობაში. ჩვენ სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. თქვენს მიერ შევსებულ განაცხადს ვაგზავნით სანდო და საუკეთესო პირობის კომპანიებთან. შეავსეთ სესხის განაცხადის ფორმა მარტივად, სახლიდან გასვლის გარეშე. თქვენ არ დაგჭირდებათ ფორმალობების მოგვარება ან ცნობების შეგროვება. განაცხადის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. Credy.ge საუკეთესო შემოთავაზებას გაგიკეთებთ სესხზე.
თუკი შეკითხვა გაქვთ სწრაფი სესხების შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ბლოგს, წაიკითხეთ სასარგებლო სტატიები და რჩევები. გაიგეთ თუ როგორ თანამშრომლობენ კლიენტები ჩვენს პარტნიორებთან და ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია. თუ პირველად სარგებლობთ სწრაფი სესხების სერვისით, გაიცანით ჩვენს სტატიას: როგორ მივიღოთ უსაფრთხოდ სესხი ინტერნეტში, მოხერხებულად, დროის დაუკარგავად, სტრესის გარეშე. ნუ ინერვიულებთ იმის შესახებ თუ რა უნდა კითხოთ თქვენს კრედიტ ოფიცერს – Credy.ge საუკეთესო საინფორმაციო წყაროა, სადაც ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა მოცემული. შეგიძლიათ გაეცნოთ და მიიღოთ სესხი ნებისმიერ დროს, ნაკლები რესურსის გამოყენებით, სახლიდან გაუსვლელად, დასაქმების ცნობისა და დამატებითი დოკუმენტების შეგროვების გარეშე.