ოცდამეერთე საუკუნეში, არსებობს მოულოდნელი პრობლემები, რომლებსაც განგება უხვად გვიბოძებს ხოლმე, ჩვენი სურვილის გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ონლაინ სესხების საჭიროება უფრო და უფრო იზრდება.
პირველი, რაც სესხსა და კრედიტზე გახსენდებათ, პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევით, თუმცა ეს ყველაფერი არც ისეთი საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სწრაფი სესხის პირველი და მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ყველგან არის: სადაც გჭირდებათ და მაშინ, როცა გჭირდებათ. მთავარია, მოითხოვოთ.
ახლა კი ცოტა რამ დიდად ყბადაღებულ მითებზე, რომელთა ნაკლებობასაც ნამდვილად არ ვუჩივით.
- მითი N1: ონლაინ სესხი ტრაგედიაა – ჩვენ გვესმის, რომ იდეალურ სიტუაციაში სესხის აღება არავის უნდა უწევდეს, მაგრამ თუ ეს აუცილებელი საჭიროებით არის გამოწვეული, მხოლოდ პასუხისმგებლობის და ფინანსური შესაძლებლობების კარგად გააზრების შემთხვევაში, თავიდან ავიცილებთ ყველანაირ ტრაგედიას
- მითი N2: ონლაინ სესხი გამოირჩევა მაღალი პროცენტით – შესაძლოა ბანკების გრძელვადიან სესხებთან შედარებით პროცენტი მაღალია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამდენად ოპერატიულად ხდება მისი დამტკიცება და ამ ყველაფერთან ერთად პასუხისმგებლობის და ფინანსური შესაძლებლობების გააზრების შემთხვევაში არ ფიქსირდება ვადაგადაცილება და პირგასამტეხლო, პროცენტი საკმაოდ მეგობრული გამოდის.
უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ფინანსური მეგობარი თქვენს გვერდით არის, რომ ის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მზადაა დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
სესხის მოთხოვნისას, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სრულად იღებს ინფორმაციას თქვენი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ორმხრივია: ონლაინ სესხების ორგანიზაცია აფასებს თქვენ გადახდისუნარიანობას, თქვენ – პასუხს აგებთ კრედიტის დროულად დაფარვაზე.
სწორი ფინანსური მენეჯმენტის შემთხვევაში, სწრაფი სესხების კომპანია თავიდან აიცილებს პრობლემურ სესხს, თქვენ – პირგასამტეხლოს, რომელიც ვადაგადაცილების შემთხვევაში გერიცხებათ.
მთავარია გაითვალისწინო: დაგვიანების არარსებობის შემთხვევაში, თქვენ იღებთ სესხს, რომელსაც აბრუნებთ და შეგიძლიათ განმეორებითაც ისარგებლოთ სწრაფი სესხით.
სასურველია, თუ თავადვე მოუფრთხილდებით საკუთარ საკრედიტო ისტორიას, ამიტომ, თანამშრომლობის შედეგად, ნამდვილად ყველაფერი გამოვა.