ახლოვდება ვალენტინობა. დღე სიურპრიზების და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დაუვიწყარი წუთების. ყველას გვინდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული გავხადოთ მეორე ნახევრისთვის და მას საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოთ. რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ან როგორ გავატაროთ ვალენტინობა სასიამოვნოდ?
საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივი პროცესია. უნდა გაითვალისწინოთ საყვარელი ადამიანის გემოვნება, ხასიათი. რომანტიული საჩუქარი სიყვარულის გამოხატვის სიმბოლური ჟესტია. ის შეიძლება იყოს ყვავილები, გულის ფორმის წერილი ან ღვინო. პრაქტიკული კი ფასეულობითა და ღირებულებით გამოირჩევა, რომელიც შეიძლება იყოს პარფიუმერია, სუნამო, საათი. წერილი ან მისალოცი ბარათი მარტივი და ორიგინალური საჩუქარია, მაგრამ საჭიროა, რომ ასეთი ბარათის დამზადებას შემოქმედებითად მიუდგეთ. ორიგინალური იქნება სურათების ალბომის მომზადებაც.
ვალენტინობის დღისთვის შეთავაზებები რამდენიმე კვირით ადრე ჩნდება. სპეციალურად ამ დღისთვის კომპანიებს განსაკუთრებული ფასდაკლებები აქვთ, ეწყობა ღონისძიებები. ყველა ცდილობს მეორე ნახევარს სასიამოვნო საჩუქარი მიუძღვნას, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის რა დღესასწაულია ვალენტინობა. ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გავრცელებული ისტორიის მიხედვით, იტალიაში ცხოვრობდა მღვდელი ვალენტინი, რომელიც შეყვარებულებს საიდუმლოდ წერდა ჯვარს. მაშინ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ ცოლის შერთვა, რათა ოჯახს არ მოეცდინა საქმიანობისთვის. კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული, ამიტომ მათ ეკრძალებოდათ ცოლის შერთვა. ურჩობისთვის ვალენტინი 270 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა. შეყვარებულები 14 თებერვალს აღნიშნავენ ვალენტინობას.
როგორ გავატაროთ ვალენტინობის დღე
ვალენტინობის დღის სასიამოვნოდ გასატარებლად გაითვალისწინეთ თქვენი საყვარელი ადამიანის გემოვნება და დღე ისე დაგეგმეთ. შეგიძლიათ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვარიანტებიდან თქვენთვის მისაღები აირჩიოთ:
- რომანტიული ვახშამი – დაჯავშნეთ მაგიდა საყვარელ რესტორანში. ჰკითხეთ პერსონალს თუ შეგიძლიათ სპეციალური დესერტის ან მუსიკალური ნაწარმოების შეკვეთა. ისიამოვნეთ სამზარეულოთი და გაატარეთ სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რესტორნები შესაძლოა გადატვირთული იყოს ამ დღეს. შეგიძლიათ საყვარელი კერძები შეუკვეთოთ და სახლში მიირთვათ. ეს მეტ კომფორტსა და მყუდროებას შეგიქმნით.
- ღონისძიებები – წადით კინოთეატრში ან დაესწარით კონცერტს. საყვარელი ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა რომანტიულ განწყობას შეგიქმნით. შეამოწმეთ მიმდინარე შეთავაზებები, წინასწარ შეიძინეთ ბილეთი და ეწვიეთ სასურველ ადგილს.
- ქალაქგარეთ გასეირნება – შეგიძლიათ აქტიური დასვენების ფორმას მიმართოთ. გუდაურს ან ბაკურიანს ესტუმროთ და თხილამურებით ისრიალოთ. სუფთა ჰაერი, თხილამურები და ცხელი ყავა დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო არჩევანია.
- მოგზაურობა – გაემგზავრეთ საყვარელ ქალაქში და დარჩით სასტუმროში. არ არის საჭირო ძვირადღირებული მოგზაურობის მოწყობა. შეგიძლიათ დაბალფასიანი შეარჩიოთ. მოგზაურობა საყვარელ ქალაქში სამომავლო სასიამოვნო მოგონებებთან ერთად, ვალენტინობას დადებითი განწყობის შექმნასა და დასვენებაში დაგეხმარებათ.
ვალენტინობის დღეს უამრავი დასამახსოვრებელი და ამავე დროს მხიარული სიურპრიზი შეგიძლიათ მოუწყოთ საყვარელ ადამიანს. გაიხსენოთ თუ როგორ გაიცანით ერთმანეთი, სად გქონდათ პირველი შეხვედრა. ეწვიეთ იგივე ადგილს და გაიხსენეთ ის დღე. გაისეირნეთ ქალაქში და მოინახულეთ ადგილები, რომელთანაც თბილი მოგონებები გაკავშირებთ. შეგიძლიათ ამ დღეს ეგზოტიკური კერძი დააგემოვნოთ. თქვენს რჩეულს ძალიან გაახარებს ისეთი ნივთის ჩუქება, რაც მას დიდი ხანია გულით უნდა.
ვალენტინობა და ფინანსები
ვალენტინობა საუკეთესო დღეა თქვენი სიყვარულის გამოსახატად. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა – აჩვენოთ მეორე ნახევარს, რომ ის ყველაზე ძვირფასია თქვენთვის. თამამად დაგეგმეთ და ეცადეთ ეს დღე დაუვიწყარი გახადოთ. შეარჩიეთ ჩვენს მიერ მოწოდებული იდეებიდან თქვენთვის საუკეთესო და შეუდექით დასამახსოვრებელი დღის მოწყობას.
თუ ფინანსები არ გყოფნით გახსოვდეთ, რომ Credy დაგეხმარებათ საუკეთესო საკრედიტო კომპანიის მოძიებასა და სესხის აღებაში. სწრაფი სესხი მარტივად გადაგიჭრით პრობლემას. შეავსეთ სესხის განაცხადი ონლაინ რეჟიმში კვირის ნებისმიერ დროს და აქციეთ ვალენტინობა დაუვიწყარ დღედ. ამაში ფინანსურ დახმარებას კი Credy.ge გაგიწევთ.