ჭკვიანური ხარჯვა და ბიუჯეტირება – როგორ გავანაწილოთ ყოველთვიური შემოსავალი

აიღე სესხი

ხშირია შემთხვევა, როდესაც  ხელფასის აღებიდან რამდენიმე დღეში ჩვენს საბანკო ანგარიშზე ერთი თეთრიც აღარაა დარჩენილია, ცარიელია ჩვენი საფულეც. ფაქტობრივად,  რამდენიც არ  უნდა გვქონდეს შემოსავალი,  თვის ბოლომდე მაინც არაფერი გვრჩება  და მოუთმელად ველოდებით მეორე დარიცხვას, რომ ყოველდღიური  საჭიროებები დავიკმაყოფილოთ.

ასეთ  ადამიანებს  „მხარჯველებს“  უწოდებენ.  რამდენია მსგავსი ჩვენს გარშემო, ჩვენც ხომ იმ პირების კატეგორიას განვეკუთვნებით, ვისაც საფულეში თანხა თვის ბოლოს არასოდეს უჩერდება.

იმისათვის რომ ჩვენი შრომით მოპოვებული შემოსავალი ჭკვიანურად ვხარჯოთ საჭიროა ბიუჯეტის დაგეგმვა.

biujetireba

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი ისე რომ არ დავზარალდეთ

ცნობილმა  ამერიკელმა ფსიქოლოგმა,   აბრაჰამ მასლოუმ   შეიმუშავა  მოთხოვნილებათა პირამიდა. პირამიდა სამ  ნაწილად იყოფა – პირველად, მეორად  და მესამე ხარისხის მოთხოვნილებად. ამ სტრუქტურას ყველა ის ადამიანი და ორგანიზაცია  იყენებს, ვისაც სურს საკუთარი მიზნები სწორად განსაზღვროს. ეს ყველაფერი  ჩვენ ყოველდღიურობაში რომ გადმოვიტანოთ ასეთი სახე ექნება:

  • პირველადი ხარჯები – ანუ ყველაფერი ის რაც გადაუდებელი საჭიროებისთვის გვჭირდება, ეს შეიძლება იყოს საკვები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, კომუნალურები, საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა და ა.შ
  • მეორადი ხარჯები – პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ, გვიჩნდება სურვილი დავისვენოთ, გადასაადგილებლად ავტომობილი შევიძინოთ, კომუნიკაციის დასამყარებლად მობილური ტელეფონი ვიყიდოთ და ა.შ.
  • პირამიდის თავში კი მოექცა მესამე ხარისხის ხარჯები, ამას ფუფუნების საგნებს უწოდებენ, ანუ ძვირადღირებული მანქანა და ტელეფონი, ბრენდული ტანსაცმელი, აგარაკი, იახტა  და ა.შ. ფსიქოლოგიურად მესამე ხარისხის მოთხოვნილება მაშინ ჩნდება, როდესაც პირველი ორი დაკმაყოფილებულია.

თუკი ანალოგიურად,  ხარჯვის გაწევამდე ჩვენ განვსაზღვრავთ საჭიროებებს და პირველად და მეორად მოთხოვნილებებზე  თანხას სწორად გადავანაწილებთ,  ჩვენი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს,  რომ ფუფუნების საგნებზეც  ვიფიქროთ. ამ შემთხვევაში კი  თამამად შეგვიძლია ჩვენი სურვილები შევისრულოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ბიუჯეტის  აღწერა. შეგიძლიათ გააკეთოთ  დღიური, სადაც  თქვენი ყოველთვიური შემოსავალი და აუცილებელი ხარჯები იქნება გაწერილი. უმჯობესია თუ თანხას გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვისაც გადადებთ.  მაგ: ავტომანქანის შესაკეთებლად, მკურნალობისათვის, გაითვალისწინეთ სადღესასწაულო ხარჯებიც  და ა.შ

თუკი ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია საერთო ბიუჯეტი არსებობდეს და იცოდეთ ოჯახის რომელ წევრს რა რაოდენობის თანხის გაღება შეუძლია. ბიუჯეტის დაგეგმვისას გარდა ყოველთვიური ხელფასისა უნდა განსაზღვროთ ასევე ჰონორარები, პრემიები, დანამატები. ეს დაგეხმარებათ  ზუსტად იცოდეთ რისი უფლება შეიძლება მისცეთ საკუთარ თავს. აუცილებელია რომ იცოდეთ  თანაფარდობა შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით.

ბიუჯეტის სწორად მართვა თქვენ სესხის აღებაშიც დიდ დახმარებას გაგიწევთ. საკუთარი ან ოჯახის წევრების ბიუჯეტის სწორი გაანგარიშება განსაზღვრავს გადახდისუნარიანობასაც და საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს ახლანდელ  თუ სამომავლო ფინანსურ მდგომარეობას. გარდა იმისა რომ ბიუჯეტის დაგეგმვა დაგეხმარებათ თანხების  მიზნობრივად გადანაწილებაში,  ასევე მოგეცემათ იმისი საშუალებას, რომ ნაშთის შემთხვევაში  თანხა ანაბარზე დააგროვოთ. თანხის დაგროვება ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება. და ბოლოს დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება სწორად. ეს გაგიადვილებთ ყოველდღიურობას და სამომავლო  გეგმების შესრულებაშიც  დაგეხმარებათ. მარტივი რჩევა – იყავით ჭკვიანი და არა „მფლანგველი“.

გაკეთე კომენტარი