ბლოგი

ავტო ლომბარდი – სესხი მანქანის უზრუნველყოფით

დამატებითი თანხა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. სესხის ასაღებად რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. დოკუმენტების შეგროვება, უზრუნველყოფა, ფილიალში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დამტკიცდება სესხი. ხშირად აღნიშნული ბიუროკრატიის გავლაც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანხა მიიღოთ. ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის ასაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, უძრავი ქონების ფლობა და სხვა. […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

„მზე, ზღვა, ბევრი გართობა და სასიამოვნო ემოცია“ – დიახ, უკვე დადგა ზაფხული. მოგზაურობისა და დასვენების სეზონი. დამღლელი სამუშაო თვეების შემდეგ ყველა ცდილობს დაუვიწყარი შვებულება მოიწყოს, იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საინტერესო ადგილები. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ყველას უჩნდება კითხვა თუ როგორ დაისვენოს, სად გაემგზავროს და როგორ გაანაწილოს დასვენებისთვის არსებული ბიუჯეტი? ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ მოვიქცეთ თუ სესხი არ დაგვიმტკიცდა

სარეკლამო შეთავაზებების მიუხედავად, სესხის აღება არც ისე მარტივია ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. თანხის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო; შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, ამონაწერი და ზოგჯერ უზრუნველყოფაც კი მოითხოვება. დოკუმენტების შეგროვება და ხანგძლივი პროცედურების გავლა არ არის თანხის მიღების გარანტია. შესაძლოა მაინც არ დაგიმტკიცდეთ სესხი. რა არის უარის მიზეზი, როგორ შეიძლება გავზარდოთ კრედიტის მიღების შანსი და […]

წაიკითხე ვრცლად »

ონლაინ სესხები და თანხის მიღების შესაძლებლობები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე უამრავი ახალი სერვისი გამოჩნდა. ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი გახდა ფულის გადარიცხვა, შოპინგი, გადასახადების გადახდა და სხვა. თუკი ერთ დროს თანხის გადასარიცხად ან კომუნალურის გადასახდელად საჭირო იყო ბანკის ფილიალში მისვლა, დღეს უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი ამ სერვისებით სარგებლობა. დღეისათვის, გაცილებით მარტივია საფინანსო ოპერაციების შესრულება ინტერნეტით, ის არ მოითხოვს სახლიდან გასვლას და უსასრულო პროცედურების […]

წაიკითხე ვრცლად »

სამომხმარებლო სესხი – სურვილების ასრულების მარტივი გზა

ახალი მობილური, მოგზაურობა თუ ტექნიკა – ნებისმიერ ჩვენგანს უნდა სურვილების ასრულება და საჭირო ნივთების შეძენა. სამომხმარებლო სესხი სწორედ პირადი მოხმარებისთვის, გარკვეული მომსახურების შესაძენად გაიცემა. ეს შეიძლება იყოს საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა. თუ თანხა გჭირდებათ შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად, ტექნიკის შესაძენად, თქვენ თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით. სამომხმარებლო სესხები გაიცემა როგორც […]

წაიკითხე ვრცლად »

5 საუკეთესო აპლიკაცია ფინანსების სამართავად

ფინანსური კეთილდღეობა ყველასთვის აქტუალური საკითხია. ხარჯების სწორად განაწილებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობისთვის. როგორ უნდა გავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად, შევძლოთ დანაზოგის გაკეთება და არასაჭირო ხარჯების შემცირება? ზოგიერთი ჩვენგანი ბიუჯეტის შედგენისას იყენებს Excel-ს, ზოგი ქაღალდსა და კალამს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის თუ როგორ უნდა მართოს პირადი ფინანსები. თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით რაში, დროა დაიწყოთ […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ შევიძინოთ ავტომობილი – დანაზოგით თუ სესხით

ავტომობილი გადაადგილების სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა. მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები მანქანის შესაძენად მიმართავენ ბანკებსა და კერძო კომპანიებს ან საკუთარი დანაზოგით ყიდულობენ მას. საკუთარი შემოსავლით ხშირად შეუძლებელია ძვირადღირებული ნივთების შეძენა. თუმცა დღეს უკვე ამის პრობლემა აღარ არსებობს, რადგან საფინანსო კომპანიებში შესაძლებელია ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა ავტო სესხი, ავტო ლიზინგი. საფინანსო სექტორი სტაბილურად ვითარდება და […]

წაიკითხე ვრცლად »

3 რჩევა საუკეთესო პირობის სესხის შესარჩევად

საკრედიტო პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები თანხის მისაღებად მიმართავენ როგორ ტრადიციულ საბანკო ინსტიტუტებს, ასევე საფინანსო კომპანიებს. უამრავი სარეკლამო შეთავაზების ფონზე, სწორი არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საუკეთესო პირობის სესხი შევარჩიოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? საფინანსო სექტორი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. დაფინანსების მიღება შესაძლებელია, როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან

გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების გამო ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ხშირად უარესდება. შესაბამისად, ვიღებთ იმაზე მეტ სესხს, ვიდრე გადახდა შეგვიძლია. შედეგად, ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ კრედიტების დაფარვაზე მიდის და ვეღარ ვახერხებთ ვალდებულებების გასტუმრებას. როგორ გავთავისუფლდეთ ვალებისგან თუ სესხის დაფარვას ვეღარ ვახერხებთ? უმჯობესია დაუკავშირდეთ ბანკს ან იმ კომპანიას, საიდანაც კრედიტი გაქვთ აღებული და ახალი პირობის შეთავაზება სთხოვოთ. რესტრუქტურიზაცია […]

წაიკითხე ვრცლად »

რა უნდა ვიცოდეთ საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას

ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს საკრედიტო კომპანიებთან ურთიერთობისას პრობლემა ექმნებათ, ვერ ახერხებენ ვალდებულების გასტუმრებას და თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, კრედიტორები თვლიან, რომ კლიენტთა უფლებები არ ირღვევა და ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრობლემები საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას და რა უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პროდუქტით სარგებლობისას? ბანკთან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დაწყებამდე მოითხოვეთ […]

წაიკითხე ვრცლად »