ბლოგი

როდის უნდა ისარგებლოთ სალომბარდე სესხის მომსახურებით

ხშირია შემთხვევა, როდესაც თანხის მიღება განსაკუთრებით გეჩქარებათ, არ გაქვთ დრო ხანგძლივი პროცედურების გასავლელად და დოკუმენტების შესაგროვებლად. ამასთან, თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ ან არ გაქვთ სტაბილური შემოსავალი შესაძლოა თანხის მიღებაზე მაინც უარი მიიღოთ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? რომელი საკრედიტო პროდუქტი დაგეხმარებათ ფულის მიღებაში? სალომბარდე სესხი საშუალებას გაძლევთ თანხა ძვირფასი ქონების უზრუნველყოფით აიღოთ, რაც იმას […]

წაიკითხე ვრცლად »

8 რჩევა თუ როგორ დავგეგმოთ პირადი ფინანსები 2018 წელს

ახალი წელი საუკეთესო დროა პირადი ფინანსების დასაგეგმად. ეფექტური გეგმის შესადგენად საჭიროა გაანალიზოთ წინა პერიოდი. გამოითვალოთ თუ რამდენს ხარჯავდით და დაფიქრდეთ იმაზე თუ რაზე შეგიძლიათ უარის თქმა. ფინანსური გეგმების მისაღწევად აუცილებელია მიზნის განსაზღვრა. დაისახეთ მიზანი – რისთვის გჭირდებათ თანხა, რის შეძენას გეგმავთ და რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის. ამის მიხედვით დაგეგმეთ ახალი 2018 წლის პირადი ფინანსები. 8 […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

წინასაახალწლო განწყობა უკვე დიდი ხანია იგრძნობა ქალაქში. დეკორაციები, საშობაო ბაზრობა, სადღესასწაულო მუსიკა და განათება. მოსახლეობა უკვე აქტიურად არჩევს საჩუქრებს და ახლობელი ადამიანების გახარებას ცდილობს. ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. იტალიაში ახალ წელს ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან, ამიტომ ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ყრიან ძველ ნივთებს. ისინი თვლიან, რომ გათავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს […]

წაიკითხე ვრცლად »

სწრაფი სესხების 3 უპირატესობა სამომხმარებლო კრედიტებთან შედარებით

ერთ დროს სესხის აღება ხანგძლივი პროცედურების გავლასთან იყო დაკავშირებული; უამრავი დოკუმენტის შეგროვება, ვიზიტი კომპანიაში, გასაუბრება საკრედიტო ექსპერტთან და საათობით ლოდინი. დღეისათვის, ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა საჭირო თანხის მიღება ონლაინ რეჟიმში. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აღარ უწევს საფინანსო კომპანაში მისვლა და ცნობების მიტანა. ეს კი ამარტივებს თანხის მიღებას და მომხმარებელს კომფორტულ მომსახურებას აწვდის. […]

წაიკითხე ვრცლად »

რა უნდა ვიცოდეთ ოვერდრაფტის – „მეცამეტე ხელფასის“ აღებამდე

დამატებითი თანხის საჭიროება ხშირად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. ფული საჩუქრების შესაძენად, წინა საახალწლო სამზადისისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ჩვენი შემოსავალი ხშირად არ არის საკმარისი, რის გამოც გვიწევს საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა. ოვერდრაფტი ე.წ. „მეცამეტე ხელფასი“ მოკლევადიანი სესხია, რომელიც მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე დაიშვება. პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ იმ კლიენტებს, ვისაც ბანკში ერიცხება ხელფასი. თანხის მოცულობა განისაზღვრება ხელფასის მაქსიმუმ 100%-ით და […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ დავზოგოთ ფული წინასაახალწლო პერიოდში

ახალი წლის შესახვედრად უკვე დაიწყო სამზადისი. ქალაქის ქუჩები ფერადი დეკორაციებით და განათებებით მოირთო. წინასაახალწლო პერიოდში მომხმარებლები აქტიურად ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს, რაც აისახება ფასზეც. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ამ დროს განსაკუთრებით იზრდება ფასები. როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი წლისთვის და შევამციროთ ხარჯი? წინასააახალწლო პერიოდში ყველაზე მეტ თანხას საჩუქრებში, მოგზაურობაში, გართობასა და საახალწლო სუფრაში ვხარჯავთ. ამ დროს ყველას […]

წაიკითხე ვრცლად »

როდის უნდა ვისარგებლოთ უზრუნველყოფილი სესხებით

”ახალი ავტომობილი, საცხოვრებელი ბინა, რემონტი“ – მსგავსი ფინანსური მიზნების მისაღწევად საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა. როგორ უნდა შევიძინოთ ახალი ავტომობილი ან გავარემონტოთ ბინა, მაშინ როდესაც შესაძლოა ჩვენი შემოსავალი არც ისე მაღალი იყოს? უზრუნველყოფილი სესხები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა და ჩვენი სურვილი რეალობად ვაქციოთ. სესხის უზრუნველყოფა საჭიროა გრძელვადიანი ტიპის კრედიტების გაცემისას, როდესაც საფინანსო ორგანიზაცია […]

წაიკითხე ვრცლად »

როგორ დავზოგოთ ფული კრედიტის აღებისას

მოსახლეობის უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია საკრედიტო პროდუქტით. განვადება, სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი – სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ფინანსური პრობლემის დროს იმდენად გვეჩქარება საჭირო თანხის მიღება, რომ ხშირად მომსახურების პირობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. მთავარი საჭირო თანხის დროულად მიღებაა, თუმცა გვავიწყდება რომ პროდუქტის პირობის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ყოველთვიურად. […]

წაიკითხე ვრცლად »

უნდა ავიღოთ თუ არა სესხი ახლობლისთვის

„სესხი არ დამიმტკიცდა, იქნებ შენს სახელზე გამოვიტანო კრედიტი“ – ასეთი ფრაზები ხშირად გვესმის დღევანდელ რეალობაში. ამასთან, ჩვენ ხშირად ვიღებთ სესხს ახლობელი ადამიანისთვის და გადახდას მას ვანდობთ. არის შემთხვევა, როდესაც ჩვენი საკრედიტო ბარათით ან სესხით სხვა სარგებლობს და ის თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ დროულად გადაიხადოს ვალდებულება. ხშირად გარკვეული მიზეზების გამო ისინი ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას. […]

წაიკითხე ვრცლად »

5 შეკითხვა, რომელსაც სესხის აღებამდე უნდა უპასუხოთ

სამომხმარებლო სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი – საფინანსო სექტორში სხვადასხვა სახის მომსახურებებია წამოდგენილი. მათი პირობები; საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა, გადახდის პერიოდი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ სამომხმარებლო სესხი პირადი მოხმარებისთვის შეგიძლიათ აიღოთ და მისი დახმარებით ნებისმიერი სურვილი რეალობად აქციოთ, განვადების საშუალებით მხოლოდ სასურველი ნივთისთვის საჭირო თანხის მიღება შეგიძლიათ. ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია, როგორც საკრედიტო პროდუქტების შესახებ დეტალური […]

წაიკითხე ვრცლად »