დამატებითი თანხა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. სესხის ასაღებად რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. დოკუმენტების შეგროვება, უზრუნველყოფა, ფილიალში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დამტკიცდება სესხი. ხშირად აღნიშნული ბიუროკრატიის გავლაც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თანხა მიიღოთ. ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტის ასაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია, უძრავი ქონების ფლობა და სხვა. ცხადია, მსგავი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველას არ შეუძლია. როგორ უნდა მოვიქცეთ თუკი თანხა სასწრაფოდ დაგვჭირდა და არ გვაქვს ხანგძლივი პროცედურების გავლის დრო?
ავტო ლომბარდი საუკეთესო საშუალებაა თანხის სწრაფად მისაღებად. თუკი გყავთ ავტომობილი და გჭირდებათ ფული, აღნიშნული მომსახურება გაგიწევთ დახმარებას. თქვენ უზრუნველყოფაში დებთ საკუთარ ავტომობილს, ხოლო კომპანია გაძლევთ თანხას. სესხის ოდენობა დამოკიდებულია მანქანის ღირებულებაზე. კრედიტორი შეაფასებს ავტომობილს, დაადგენს ღირებულებას და ამის მიხედვით განსაზღვრავს კრედიტის თანხის ოდენობას. ავტო სალომბარდე სესხები გაიცემა მანქანის გირავნობით. მსესხებელს შეუძლია გააგრძლოს მანქანის მართვა ან გააჩეროს ავტოსადგომზე. ამის მიხედვით საპროცენტო განაკვეთი განსხვავებულია.
აღნიშნული მომსახურების უპირატესობა ის არის, რომ თანხას სწრაფად იღებთ, არ გჭირდებათ დამატებითი დოკუმენტების შეგროვება და კრედიტორთან მიტანა. მართალია, მანქანა რჩება გირავნობაში, მაგრამ მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუკი სესხის დასაფარი თანხა წინასწარ გექნებათ, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ დაფაროთ ვალდებულება და გამოისყიდოთ კუთვნილი ავტომობილი. ამასთან, კომპანიების უმრავლესობაში შესაძლებელია მანქანის მოდელის შეცვლა.
ავტო ლომბარდი – თანხის მიღება მარტივად
პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მომსახურება გამოირჩევა მოქნილი პირობებით. განაცხადის შევსება ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება. თანხის მიღების დრო კი ძირითად შემთხვევაში არ აჭარბებს ერთ საათს.
მომსახურების შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოქნილობასა და სისწრაფეს. ავტო ლომბარდი კი მოსახერხებელი მომსახურებაა. თანხის მისაღებად მინიმალური დროა საჭირო. არ გჭირდებათ დოკუმენტების მიტანა კომპანიაში. დასაქმების ცნობის ან ამონაწერის წარდგენა. ეს ყველაფერი კი ამარტივებს თანხის მიღებას. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთები მოითხოვება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მანქანის ტექნიკური პასპორტი.
სესხის გადახდა წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. გადახდისას იფარება როგორც ყოველთვიური პროცენტი, ასევე ძირი თანხა. შესაბამისად, ვადის ბოლოს აღარ გიწევთ აღებული თანხის სრულად დაფარვა.
სანამ რომელიმე ბანკის ან მიკროსაფინანსო კომპანიის ავტო ლომბარდით ისარგებლებთ, გაეცანით მათ პირობებს. გაიგეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთიურად და რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. პირობების ზუსტი ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ხარჯებს და მარტივად შეძლებთ ვალდებულების გასტუმრებას.