ჩვენს გონებაში არასაბანკო სესხი უმალვე, სისწრაფესთან ასოცირდება. მისი მთავარი პლუსი ხომ წამებში მიღებული დადებითი გადაწყვეტილებაა, რომლის დამსახურებითაც ჩვენი ფინანსური პრობლემა უმტკივნეულოდ, დროის უმოკლეს პერიოდში გვარდება. ეს კი გვიტოვებს შესაძლებლობას ცხოვრება ჩვეულ, მშვიდ რიტმში გავაგრძელოთ.
ოდესღაც, საუკუნეების წინ, ალბათ მაშინ როდესაც დაზგაზე პირველი ფული მოიჭრა, ვიღაც ბრძენმა ბრძანა – დრო ფულიაო, მრავალი საუკუნის შემდეგ, ყოველ წამს იმ ბატონის სიტყვები უფრო და უფრო მტკიცდება და თანამედროვეობაში უფრო მტკიცედ მკვიდრდება. დრო მართლაც ფულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “სწრაფი მანქანების” მეშვეობით ძალიან სწრაფად მიედინება, ისე რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. ამ პირობებში განსაკუთრებით რთულია, დიდი დრო დახარჯო ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მითუმეტეს რომ, ზემოთ ხსენებული პრობლემების მოგვარება ყველა შემთხვევაში მარტივად არ ხდება. ოდესღაც, შეიძლება მაშინაც, როცა ბრძენ კაცს აზრად მოუვიდა ეთქვა: „დრო ფულია,“ მეორე ბრძენმა კაცმა ისიც დააყოლა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობებისთვის არსებობს სწრაფი სესხის ცნება.
როდესაც არასაბანკო კრედიტებზე ვსაუბრობთ, პრიორიტეტულად პირველ ადგილზე აღსანიშნავთა სიაში მისი სისწრაფეა, სისწრაფე რომელიც შეუფერხებლად მისდევს გვერდით დღევანდელ დროს, რომელიც თავის მხრივ უბადლოდ სწრაფია. მაგრამ რომელია უფრო სწრაფი? – საკითხავი აი ეს არის.
არასაბანკო კრედიტის უპირატესობა სისწრაფესთან ერთად ის არის, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეგიძლიათ განაცხადის შევსება. წარმოიდგინეთ, თქვენ მარტივად აიცილებთ თავიდან ბანკის დამღლელ რიგში დგომას.