ახალი წელი საუკეთესო დროა პირადი ფინანსების დასაგეგმად. ეფექტური გეგმის შესადგენად საჭიროა გაანალიზოთ წინა პერიოდი. გამოითვალოთ თუ რამდენს ხარჯავდით და დაფიქრდეთ იმაზე თუ რაზე შეგიძლიათ უარის თქმა. ფინანსური გეგმების მისაღწევად აუცილებელია მიზნის განსაზღვრა. დაისახეთ მიზანი – რისთვის გჭირდებათ თანხა, რის შეძენას გეგმავთ და რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის. ამის მიხედვით დაგეგმეთ ახალი 2018 წლის პირადი ფინანსები.
-
8 რჩევა პირადი ფინანსების დასაგეგმად
- ბიუჯეტის შედგენა – ბიუჯეტის შედგენა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ხარჯები, წინასწარ განსაზღვროთ თუ რაში დახარჯავთ თანხას და რამდენს დაზოგავთ სამომავლოდ. ხშირად, შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი მოთხოვნილებები და იმაზე მეტ თანხას ვხარჯავთ ვიდრე, ადრე. იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი სიტუაცია, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ თუ რამდენს რაში ვიხდით.
-
- თანხის დაზოგვა – ბიუჯეტის გონივრულად მართვის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია ფულის დაზოგვა. თუნდაც მცირე თანხის გადადება მთელი წლის მანძილზე დიდ თანხას დაგიგროვებთ.
-
- ფასდაკლებებით სარგებლობა – ისარგებლეთ ფასდაკლებების პერიოდით და საჭირო ნივთები ამ დროს შეიძინეთ. მიმდინარე აქციების დროს გაცილებით ნაკლებს გადაიხდით სასურველ ნივთში.
-
- ანგარიშის გახსნა – ფულის მარტივად დასაზოგად უმჯობესია ისარგებლოთ შემნახველი ანაბრით. ამ გზით თანხას უსაფრთხოდ შეინახავთ. ამასთან, მიიღებთ გარკვეულ სარგებელს, პროცენტის სახით.
-
- უარის თქმა არასაჭირო ნივთებზე – შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ამასთან, შენაძენის გაკეთებისას გაითვალისწინეთ ღირებულება და ხარისხი.
-
- ვალდებულებების განაწილება – ოჯახის წევრებთან თუ პარტნიორთან ერთად გაანაწილეთ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეიძლება იყოს კომუნალურის ან ინტერნეტის გადასახადი.
-
- ფინანსების მართვა – თუ მიმდინარე ვალდებულებები გაქვთ, ეცადეთ დროულად დაფაროთ კრედიტები. რამდენიმე სესხის დროს, სწორი არჩევანი იქნება მათი გაერთიანება.
-
- პასუხისმგებლობით სესხება – საკრედიტო პროდუქტით სარგებლობამდე დარწმუნდით, რომ გადახდას შეძლებთ. სესხი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას აიღეთ. ამასთან, ყურადღებით გაეცანით მის პირობას.
სესხის აღებისას საჭიროა ზუსტად იცოდეთ პროდუქტის პირობა, საპროცენტო განაკვეთი, გადახდის პერიოდი. ამასთან, აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი შემოსავლის წყარო, მისი სტაბილურობა და გადახდის რესურსი. კრედიტის დროულად გადახდა საშუალებას მოგცემთ შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია და მომავალში ისარგებლოთ გაუმჯობესებული პირობებით, მაშინ როდესაც თანხის დაგვიანებით გადახდას შეუძლია გაგიფუჭოთ საკრედიტო რეიტინგი და შეგიქმნათ დამატებითი ფინანსური პრობლემა. სწორედ ამიტომ, დაგეგმეთ ბიუჯეტი გონივრულად, სესხი კი გადაუდებელ სიტუაციაში აიღეთ.