5 შეკითხვა, რომელსაც სესხის აღებამდე უნდა უპასუხოთ

აიღე სესხი

სამომხმარებლო სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი – საფინანსო სექტორში სხვადასხვა სახის მომსახურებებია წამოდგენილი. მათი პირობები; საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა, გადახდის პერიოდი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ სამომხმარებლო სესხი პირადი მოხმარებისთვის შეგიძლიათ აიღოთ და მისი დახმარებით ნებისმიერი სურვილი რეალობად აქციოთ, განვადების საშუალებით მხოლოდ სასურველი ნივთისთვის საჭირო თანხის მიღება შეგიძლიათ. ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია, როგორც საკრედიტო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის ქონა, ასევე კომპანიების პირობების გაცნობა.

სწორი არჩევანის გაკეთება ფინანსურ განათლებას და გარკვეულ დროს მოითხოვს. აუცილებელია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაზუსტება, სესხის ხელშეკრულების წაკითხვა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების პირობების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება. არაინფორმირებული გადაწყვეტილება ხშირად ხდება ფინანსური პრობლემის საფუძველი, გონივრული არჩევანის შედეგი კი დროულად დაფარული ვალდებულებებია.

 

შეკითხვები, რომელსაც სესხის აღებამდე უნდა უპასუხოთ

  • რა თანხა გჭირდებათ – სესხის განაცხადის შევსებამდე განსაზღვრეთ საჭირო თანხის ოდენობა. ამის მიხედვით შეარჩიეთ სესხის ტიპი. თუ თქვენი მიზანი პირადი ხარჯების დაფინანსებაა, მოგზაურობას აპირებთ ან ყოველდღიური მოხმარების საგნებისთვის გჭირდებათ თანხა, სამომხმარებლო სესხი სწორი არჩევანი იქნება. შეადგინეთ ბიუჯეტი, რათა სრული ინფორმაცია გქონდეთ იმის შესახებ თუ რა თანხა გაქვთ და რამდენის გადახდას შეძლებთ სესხზე.
  • გაქვთ საკმარისი შემოსავალი სესხის დასაფარად – ხარჯების გამოთვლისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. დარწმუნდით, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი იქნება, როგორც ყოველთვიურად გადასახადი პროცენტის ასევე სესხის სრულად დასაფარად. სესხის კალკულატორი დაგეხმარებათ ხარჯების გამოთვლაში, თუმცა უმჯობესია ყურადღებით გაეცანოთ ხელშეკრულებას და ყველა დეტალი დააზუსტოთ.
  • რა დრო გექნებათ სესხის დასაფარად – კრედიტის დაფარვის პერიოდი დამოკიდებულია სესხის ტიპზე. გადახდის ვადა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე კვირა, ასევე წლები. სესხის აღებისას გაარკვიეთ მოგიწევთ თუ არა წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საკომისიოს გადახდა.
  • როგორ გაუმკლავდებით სხვა ვალდებულებებს – თუ თქვენ სხვა საკრედიტო პროდუქტითაც სარგებლობთ, როგორიცაა ოვერდრაფტი, განვადება ან საკრედიტო ბარათი ახალი სესხის აღება შესაძლოა არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. გამოთვალეთ, რამდენად შეძლებთ ყველა ვალდებულებასთან გამკლავებას.
  • როგორ შეარჩევთ საუკეთესო საკრედიტო კომპანიას სასურველი ტიპის სესხისთვის – საფინანსო ბაზარზე ბევრი კომპანია ოპერირებს. შერჩევისას გაითვალისწინეთ მათი პირობა, სანდოობა. გაეცანით მომხმარებლების შეფასებას. საკრედიტო კომპანიის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ გონივრული არჩევანის გაკეთებაში.

ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს. მარტივად გაართმევთ თავს ვალდებულებებს და შეძლებთ სესხების დროულად გადახდას.

გაკეთე კომენტარი