ფინანსური კეთილდღეობა ყველასთვის აქტუალური საკითხია. ხარჯების სწორად განაწილებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობისთვის. როგორ უნდა გავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად, შევძლოთ დანაზოგის გაკეთება და არასაჭირო ხარჯების შემცირება?
ზოგიერთი ჩვენგანი ბიუჯეტის შედგენისას იყენებს Excel-ს, ზოგი ქაღალდსა და კალამს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის თუ როგორ უნდა მართოს პირადი ფინანსები. თუ ფული სწრაფად გეხარჯებათ და არ იცით რაში, დროა დაიწყოთ ხარჯების კონტროლი. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო აპლიკაციას, რომელიც დაგეხმარებათ ფულის მართვასა და ბიუჯეტის შედგენაში.
5 საუკეთესო აპლიკაცია ფინანსების სამართავად
Mint უფასო აპლიკაციაა, რომელიც დაგეხმარებათ შეადგინოთ ბიუჯეტი, აკონტროლოთ დანახარჯები, მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება ფულის მართვასთან დაკავშირებით. თქვენ მუდმივი კავშირი გაქვთ პლასტიკური ბარათების ანგარიშთან, ყოველთვიურ ხარჯებთან. შესაბამისად, ფინანსებს ერთი ადგილიდან მართავთ და აღარ გიწევთ სხვადასხვა არხებში შესვლა.
აპლიკაცია გატყობინებთ გადასახადების გადახდის დროს, მიმდინარე ბალანსს და გადახდის შესაძლებლობას. გიგზავნით გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რითაც მარტივად შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ დაგვიანება. აპლიკაცია თქვენი ხარჯვის ჩვევებიდან გამომდინარე გაძლევთ რჩევებს თუ როგორ აკონტროლოთ ბიუჯეტი.
YNAB აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ თქვენი ბიუჯეტი. შეადგინოთ ის თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით და დაიცვათ ბალანსი ხარჯვისას. აპლიკაცია მოიცავს მხარდაჭერასაც. ასევე, ხელმისაწვდომია ონლაინ კურსები და ინსტრუქტორი, რომელიც გეხმარებათ ისწავლოთ ბიუჯეტის საფუძვლები.
Wally – საუკეთესო აპლიკაცია დანახარჯების კონტროლისთვის
Wally უფასო აპლიკაციაა, რომელიც ხელმისაწვდომია iPhone-ს მომხმარებლებისთვის. ანდროიდის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ Wally + აპლიკაციით, რომელიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი. ის საშუალებას გაძლევთ შეადაროთ თქვენი შემოსავლები და დანახარჯები. გაიგოთ თუ რაში დახარჯეთ ფული. აპლიკაცია გაწვდით დეტალურ ინფორმაციას თუ სად დახარჯეთ თანხა, რამდენი და რაში.
Expensify – აპლიკაცია დანახარჯების ანგარიშისთვის
აღნიშნულ აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში, ის მოსახერხებელია მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, ბუღალტრების ან ფიზიკური პირებისთვის. მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ცხრილების შესადგენად, ბევრს მოგზაურობს და სურს თვის, კვირის ან დღის ბოლოს მიიღოს დეტალური ანგარიში გაწეული ხარჯების შესახებ. აპლიკაციის საშუალებით მარტივად აკონტროლებთ ხარჯებს და მის შესახებ იღებთ სრულ ანგარიშს.
Acorns – აპლიკაცია ფულის დასაზოგად
აპლიკაციის საშუალებით, თქვენი შესყიდვები, რომელსაც ბარათით განახორციელებთ გახდება ინვესტიცია მომავალში. კერძოდ; თქვენ ინვესტირებას აკეთებთ სავაჭრო-გაცვლით ფონდებში. სერვისი უფასოა სტუდენტებისთვის. ხოლო სხვა მომხმარებლებისთვის ღირებულება თვეში 1$-ს შეადგენს.
პირადი ბიუჯეტის მართვა და ხარჯების სწორად განაწილება დაგეხმარებათ ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში. მინიმუმამდე შეამცირებთ მოულოდნელი შემთხვევებისგან გამოწვეულ კრიზისს. შეძლებთ შემოსავლის განაწილებას თვიდან თვემდე და ვალების გარეშე ცხოვრებას. ბიუჯეტის კონტროლი გაცილებით მარტივია აპლიკაციების საშუალებით. თქვენ აღარ გიწევთ ცხრილების შედგენა და კალკულატორის გამოყენება. ყველა ინფორმაცია თავმოყრილია თქვენს მობილურში და ერთ სივრცეში აკონტროლებთ ფინანსებს.