5 რჩევა უსაფრთხო მოგზაურობისთვის

აიღე სესხი

შვებულების სასიამოვნოდ გატარება, ახალი ადგილებისა და ქვეყნების აღმოჩენა – არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც საოცნებო ქვეყანაში მოგზაურობთ. ზაფხულის დადგომამდე ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორ ვიმოგზაუროთ უსაფრთხოდ. არ აქვს მნიშვნელობა პირველად მიემგზავრებით, თუ უკვე გამოცდილი მოგზაური ხართ, უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია.

გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც გაგიმარტივებთ მოგზაურობას:

  • მოგზაურობის დროს ქურდობას დიდი ზიანი შეუძლია მოგაყენოთ. ძვირფასი ნივთები, ტელეფონი და დოკუმენტები უსაფრთოდ შეინახეთ. ნუ გამოიყენებთ მობილურს სეირნობისას.
  • გააკეთეთ კვლევა. გაარკვიეთ რომელ მხარეებშია გავრცელებული კრიმინალი და თავი აარიდეთ ასეთ ადგილებს.
  • ისარგებლეთ სამოგზაურო დაზღვევით. შესაძლოა ფიქრობთ რომ არაფერი მოხდება მოგზაურობასას, მაგრამ მოულოდნელობები ხშირია. დაზღვევა თავიდან აგარიდებთ სამედიცინო ხარჯებს.
  • თუ მარტო მოგზაურობთ, გაუზიარეთ თქვენი ადგილმდებარეობა ახლობლებსა და მეგობრებს, რათა იცოდნენ მათ თუ სად იმყოფებით.
  • შეადგინეთ ბიუჯეტი ყოველი დღისთვის და თან ატარეთ მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ერთი დღის მანძილზე დახარჯავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ხალხმრავალ ადგილებში და ერთ ადგილას ნუ შეინახავთ თანხას.

mogzauroba

ნაღდი ფული თუ ბარათი – რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

დღეისათვის, უნაღდო ანგარიშსწორება საკმაოდ განვითარებულია, მიუხედავად ამისა მაინც არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ბარათით გადახდა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოგზაურობისას თან გქონდეთ ნაღდი ფული. ანგარისწორებას შეძლებთ VISA, MasterCard-ის ტიპის ბარათებით. ასევე საკრედიტო ტიპის ბარათებითაც. თუმცა შესაძლოა ყველა ობიექტი არ იღებდეს საკრედიტო ბარათს. იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ პრობლემა საჭიროა თან გქონდეთ სადებეტო ბარათიც. გადახდისას საჭიროა გამოიჩინოთ ყურადღება და ის არ გაატანოთ მომსახურე პერსონალს.

სადებეტო ბარათებს მულტისავალუტო ანგარიში აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ თანხის განთავსება შეგიძლიათ სხვადასხვა ვალუტაში. უმჯობესია იმ ვალუტაში განათავსეთ თანხა ანგარიშზე რომელ ქვეყანაშიც მიემგზავრებით. თუ საზღვარგარეთ გადახდისას ბარათზე ლარში გექნებათ თანხა, მოხდება კონვერტაცია, ამიტომ უკეთესია ფული ადგილობრივი ქვეყნის ვალუტაში გქონდეთ. ასეთ დროს, თანხის განაღდებისას ან გადახდისას ფულს პირდაპირ სასურველი ვალუტის ანგარიშიდან გადაიხდით და არ იზარალებთ კონვერტაციის მაღალი კურსის გამო. საზღვარგარეთ ბარათის განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალი, მინიმუმ 3 ევროა, ამიტომ უმჯობესია თანხა ბევრჯერ არ გაანაღდოთ და  ბარათით მხოლოდ გადახდები განახორციელოთ. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაარკვეიეთ თუ რომელი ვალუტა მოქმედებს ქვეყანაში და შეიძინეთ აღნიშნული ვალუტა წინასწარ.

გაკეთე კომენტარი