,,სესხის აღება მარტივად, ცნობების გარეშე, 5 წუთში’’ – ასეთი შეთავაზებები თითქმის ყველგან გვხვდება. შესაბამისად, ვდგებით დილემის წინაშე ვისესხოთ თანხა თუ არა. სურვილი იმისა, რომ შევიძინოთ ახალი ნივთი, ვიმოგზაუროთ ან უბრალოდ არსებული საკითხები მოვაგვაროთ ხშირად იმდენად დიდია, რომ არჩევანს სწორედ კრედიტის აღებაზე ვაკეთებთ. ასეთ დროს კი დიდი მნიშვნელობა აქვს სესხის გონივრულად შერჩევას, რადგან სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია შეამციროს ჩვენი ხარჯები, ხოლო არასწორი არჩევანის შედეგი გაზრდილი ვალდებულებები და ხშირად უარყოფითი საკრედიტო ისტორიაა. როგორ უნდა ვისარგებლოთ დაბალპროცენტიანი სესხით და მინიმუმამდე შევამციროთ გადასახადები?
სესხის პასუხისმგებლობით აღებისას მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო: საფინანსო ორგანიზაციების პირობების ერთმანეთთან შედარება, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დადგენა, არსებული რისკების და რესურსის გათვალისწინება. მომხმარებლები კრედიტის აღებისას ხშირად ჩქარობენ, ნაკლებად აფასებენ ამ ფაქტორებს და შედეგად დგებიან ფინანსური პრობლემის წინაშე.
5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაში
- გაარკვიეთ რა ხარჯი გექნებათ ყოველთვიურად – სესხის აღებისას აუცილებლად გამოთვალეთ თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. თუკი კრედიტს ონლაინ რეჟიმში იღებთ ისარგებლეთ სესხის კალკულატორით. საფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობას ვებგვერდზე მოცემული აქვს კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა ხარჯების გამოსათვლელად. თქვენ ირჩევთ სასურველი თანხის ოდენობას და დაფარვის პერიოდს და წინასწარ იგებთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად.
- გამოთვალეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ყველა ხარჯს მოიცავს. მისი ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებს. წინასწარ გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია ვალდებულებების შესახებ.
- ისარგებლეთ სესხის კალკულატორით – თითქმის ყველა საფინანსო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია სესხის კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წინასწარ გამოთვალოთ ხარჯის ოდენობა.
- შეადარეთ საკრედიტო კომპანიების პირობები -საფინანსო სექტორში ბევრი საკრედიტო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, რომელთა პირობებიც საკმაოდ მიმზიდველია. თქვენზე მორგებული კრედიტის შესარჩევად შეადარეთ მათი შეთავაზებები ერთმანეთს და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
- ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას – ხელშეკრულება ზუსტად გაგაცნობთ თქვენს უფლება-მოვალეობებს, გეცოდინებათ რა ვალდებულებებს იღებთ, რა რისკის წინაშე შეიძლება დადგეთ სესხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში.
გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქრდით თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შეაფასეთ თუ როგორ შეძლებთ გადახდას. აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ კრედიტის სწორად შერჩევაში, რაც შეგიმცირებთ ხარჯებს, დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებასა და დაბალპროცენტიანი კრედიტის აღებაში.