ონლაინ სესხების მომსახურებამ ფული გაცილებით ხელმისაწვდომი გახადა. დღეისათვის, მომხმარებლებს უკვე აღარ სჭირდებათ ბანკის ფილიალში მისვლა, უამრავ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ლოდინი თუ როდის დაუმტკიცდებათ სესხი, თანხა კი ანგარიშზე ჩაერიცხებათ. სწრაფი სესხების სერვისის საშუალებით შესაძლებელია თანხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, კლიენტს არ უწევს დოკუმენტების შეგროვება და ხანგძლივი პროცედურის გავლა.
დღესდღეობით, სესხის აღებას ბევრი კომპანია გვთავაზობს. შეთავაზებები მიმზიდველია, პროდუქტის პირობა კი მისაღები. მიუხედავად ამისა, ჩვენზე მორგებული სესხის შერჩევა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საფინანსო კომპანიის შერჩევისას?
როგორ უნდა ავიღოთ ხელსაყრელი პირობის კრედიტი
- განსაზღვრეთ კრედიტის მიზნობრიობა – დაფიქრდით რა მიზნით იღებთ სესხს და ამის მიხედვით შეარჩიეთ კრედიტის ტიპი. თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა გინდათ, განვადების გაკეთება სწორი არჩევანი იქნება, ხოლო თუ გრძელვადიანი მიზანი გაქვთ და ბინის შეძენას აპირებთ – იპოთეკური სესხი დაგეხმარებათ.
- გამოიკვლიეთ კომპანიების პირობები – ნუ გააკეთებთ არჩევანს მხოლოდ სწრაფი მომსახურების გამო. გაეცანით სხვადასხვა კრედიტორის შეთავაზებას და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული სერვისი. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია უკვე არსებული მომხმარებლების შეფასებაც. გაიგეთ რა გამოცდილება ქონდათ სხვა მსესხებლებს კომპანიასთან ურთიერთობისას.
- ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს – სესხის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მისი ცოდნა.
- გაეცანით სესხის ხელშეკრულებას – წაიკითხეთ ხელშეკრულება, რათა სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეთ სესხის პირობაზე; დამატებით ხარჯებსა და თქვენს უფლება-მოვალეობებზე. დააკვირდით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ სესხის დასაფარად.
კრედიტის აღებისას გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა. გამოთვალეთ რა თანხის გადახდას შეძლებთ სესხზე ყოველთვიურად. არ დაგავიწყდეთ აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებაც. თუ უკვე სარგებლობთ საკრედიტო პროდუქტით, დაფიქრდით როგორ გაუმკლავდებით ახალ ვალდებულებას. ყურადღება მიაქციეთ სესხის ხელშეკრულების თავსართს, რადგან მასში საჭირო ინფორმაციაა მოცემული ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი ხარჯების შესახებ.
საკრედიტო პროდუქტის გონივრულად შესარჩევად გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს, შეადარეთ პირობები და აირჩიეთ საუკეთესო მათგანი. თქვენზე მორგებული სესხის შერჩევა თავიდან აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებს. შეძლებთ ვალდებულების დროულად დაფარვას და მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნას. ეს კი მომავალში გაგიმარტივებთ სესხის აღებას გაუმჯობესებული პირობით.