საკრედიტო პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები თანხის მისაღებად მიმართავენ როგორ ტრადიციულ საბანკო ინსტიტუტებს, ასევე საფინანსო კომპანიებს. უამრავი სარეკლამო შეთავაზების ფონზე, სწორი არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საუკეთესო პირობის სესხი შევარჩიოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
საფინანსო სექტორი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. დაფინანსების მიღება შესაძლებელია, როგორც პირადი მიზნებისთვის, ასევე უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა სესხის აღება ინტერნეტით. მომსახურება გამოირჩევა სიმარტივით, არ მოითხოვება დოკუმენტები და ფილიალში მისვლა. სერვისი მიმზიდველი გახდა მათთვის, ვისაც ეჩქარება თანხის მიღება, არ აქვს დრო პროცედურების გასავალელად ან არ შეუძლია დოკუმენტების წარდგენა.
ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მივუდგეთ საკითხს, გავითვალისწინოთ ჩვენი რესურსი და ისე ავიღოთ სესხი. ამით თავიდან ავირიდებთ გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს, მარტივად შევძლებთ ვალდებულებებთან გამკლავებას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას, რაც გაგვიმარტივებს საფინანსო კომპანიებთან თანამშრომლობას.
3 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო პირობის სესხის შერჩევაში
- განსაზღვრეთ რომელი ტიპის სესხი გჭირდებათ – კომპანიებში შესაძლებელია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სესხის აღება. თუ მცირე ოდენობის თანხა გჭირდებათ და არ გაქვთ იმის დრო, რომ გაიაროთ პროცედურები, ონლაინ სესხი სწორი არჩევანი იქნება. ხოლო თუ თანხა გჭირდებათ გრძელვადიანი ფინანსური მიზნებისთვის, როგორიცაა ბინის ან მანქანის შეძენა, მაშინ უმჯობესია გრძელვადიანი სესხის მომსახურებით ისარგებლოთ.
- შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა – ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ თუ რა ოდენობის თანხას სესხულობთ, რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. ასევე, აუცილებელია იცოდეთ ჯარიმის ოდენობა დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში. ხარჯების გამოთვლის შემდეგ დაფიქრდით რამდენად შეძლებთ სესხის დაფარვას. გახსოვდეთ, დროული გადახდები დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც მომავალში გაგიმარტივებთ საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობას.
- გამოთვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა – ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას, გაიგეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. გამოთვალეთ ყოველთვიური ხარჯის ოდენობა, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ. რეკლამებში ხშირად გვთავაზობენ 0%-იან სესხს, თუმცა მომსახურება ისეთ ხარჯებს მოიცავს, როგორიცაა სესხის გაცემის, წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან სხვა. რაც იმას ნიშნავს, რომ მაინც გაქვთ დამატებითი ხარჯი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია წინასწარ გაარკვიოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები.
სესხის აღებისას დარწმუნდით, რომ ყველა ხარჯის შესახებ გაქვთ ინფორმაცია. ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას, რათა ზუსტად იცოდეთ პროდუქტის პირობები, თქვენი მოვალეობები, შეძლოთ ჯარიმის და სხვა დამატებითი ხარჯის გამოთვლა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკრედიტო ექსპერტს, დააზუსტეთ ყველა დეტალი. ისესხეთ მხოლოდ იმდენი, რისი გადახდის რესურსიც გექნებათ. აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ სესხის გონივრულად შერჩევასა და დანახარჯების შემცირებაში. წინასწარ გეცოდინებათ პროდუქტის ყველა პირობა და თავიდან აირიდებთ დამატებით ხარჯს.