ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმის ფონზე ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ. შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა და არ საჭიროებს ხანგძლივი პროცედურების გავლას. თუ ადრე თანხის მისაღებად აუცილებელი იყო საკრედიტო კომპანიაში ვიზიტი, დღეს უკვე შესაძლებელია სესხის აღება ონლაინ, ინტერნეტის საშუალებით. კრედიტის მსურველს საშუალება აქვს ნებისმიერი ადგილიდან მოითხოვოს მისთვის საჭირო ოდენობის თანხა და საბანკო ანგარიშზე მიიღოს ფული.
ადრე ფინანსური პრობლემების დროს პირველ რიგში გვახსენდებოდა საფინანსო კომპანიაში ვიზიტი, რიგში დგომა, უამრავი საბუთის შეგროვება და სხვა ხანგძლივი პროცედურების გავლა. ამასთან, მაინც არ ვიყავით დარწმუნებული, რომ სესხი დაგვიმტკიცდებოდა, რადგან კომპანიები ბევრ ფაქტორს აქცევდნენ ყურადღებას. დღეს, გაცილებით მარტივია საჭირო თანხის მიღება. მომსახურებების უმრავლესობა უკვე ხელმოსაწვდომია ონლაინ, სავალდებულო აღარ არის კომპანიაში მისვლა, რადგან სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ინტერენეტით.
რა უპირატესობით გამოირჩევა სწრაფი სესხი და რატომ უნდა ავირჩიოთ მომსახურება
სწრაფი სესხი ინტერნეტის საშუალებით, ცნობების გარეშე გაიცემა. თანხის მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. სესხის ასაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. მთავარია იყოთ საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ საბანკო ანგარიში, მობილური ტელეფონი და იყოთ მინიმუმ 20 წლის. თუ ბანკებში თანხის მისაღებად საჭიროა დასაქმების ცნობა ან ამონაწერი, ონლაინ სესხების სერვისით სარგებლობა არ მოითხოვს დოკუმენტებს, შესაბამისად, მომხმარებელთა ფართო სეგმენტს შეუძლია მომსახურებით სარგებლობა.
რატომ უნდა აირჩიოთ სწრაფი სესხების მომსახურება?
- სწრაფი სერვისი – თანხის მოთხოვნის პროცესი მარტივი და სწრაფია. აპლიკაციის შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება. სესხის მიღების დრო კი დაახლოებით 15 წუთია. არ გიწევთ სახლიდან გასვლა და ცნობების მიტანა კომპანიაში. ამით კი ზოგავთ დროს, ენერგიას და სარგებლობთ კომფორტული სერვისით.
- ნაკლები რისკი – ონლაინ სესხი არაუზრუნველყოფილი ტიპის კრედიტია, რაც იმას ნიშნავს რომ არ გჭირდებათ ქონების უზრუნველყოფა. ასეთი მომსახურებით სარგელობა კი ნაკლებ ფინანსურ რისკს შეიცავს, რადგან თქვენს საკუთრებას არ ემუქრება დაკარგვის საფრთხე.
- კომფორტი – თანხის მისაღებად არ გიწევთ ლოდინი, რიგებში დგომა, თანხას ნებისმიერი ადგილიდან, ყველანაირი საბუთის გარეშე იღებთ.
საფინანსო პროდუქტის სწორად შესარჩევად აუცილებელია კომპანიების პირობების დეტალურად შესწავლა, საპროცენტო განაკვეთის, დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება. სანამ რომელიმე კრედიტორის სერვისით ისარგებლებთ, გაეცანით ყველა შეთავაზებას და შეარჩიეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც თქვენს მოთხოვნაზე იქნება მორგებული. სწორად შერჩეული სერვისი დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს.