სოციალური ქსელი, რადიო თუ სატელევიზიო სივრცე სავსეა სარეკლამო შეთავაზებებით. თითქმის ყოველდღიურად გვესმის ახალი აქციის შესახებ ან ვიღებთ სმს შეტყობინებას კომპანიებში მიმდინარე ფასდაკლებებზე. ხშირად, შეთავაზება იმდენად მიმზიდველია, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ და ვიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას. ვყიდულობთ არასასურველ ნივთს ან ვსარგებლობთ სესხით. რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული პირობა?
საფინანსო სექტორში პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია. შესაძლებელია როგორც საკრედიტო ბარათის აღება, ასევე გრძელვადიანი თუ სწრაფი სესხით სარგებლობა. სანამ კონკრეტული მომსახურებით ისარგებლებთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მიზნობრიობა თუ რისთვის იღებთ თანხას და რა ვადაში გადაიხდით. ამის მიხედვით შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ან მოკლევადიანი სესხით.
მოკლევადიან კრედიტებს მიეკუთვნება სწრაფი სესხი, რომელიც 30 დღემდე ვადით გაიცემა. თანხის ოდენობა კი არ აჭარბებს 1500 ლარს. მომსახურება განკუთვნილია მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, როდესაც მცირე თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ და არ გინდათ ახლობლის შეწუხება. სწრაფი სესხის აღება მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. სესხის მისაღებად არ მოითხოვება დოკუმენტები. მათ შორის არც დასაქმების ცნობა და ამონაწერი.
გრძელვადიანი სესხის სახით გაცილებით მეტი თანხის აღება შეგიძლიათ და მის დასაფარად დიდი დრო გაქვთ. ასეთი ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა, რისი მიზანიც რისკების დაზღვევაა. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებთ ვალდებულების დაფარვას, ქონება კომპანიის საკუთრებაში გადავა.
საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევთ ბანკის კრედიტით შეიძინოთ ნივთები სავაჭრო ობიექტებსა თუ ინტერნეტში. ლიმიტი ინდივიდუალურად, კლიენტის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება. თუ საშეღავათო პერიოდში მოხდა დახარჯული თანხის ბარათზე დაბუნება, მომხმარებელი სარგებლობს უპროცენტოდ.
რა უნდა იცოდეთ კრედიტორის გონივრულად შესარჩევად
კომპანიის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული პირობით სარგებლობა და ხარჯების შემცირება. რა უნდა იცოდეთ არჩევანის გაკეთებამდე?
- წლიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა – გაიგეთ კომპანიის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. აღნიშნული პროცენტი ყველ ხარჯს მოიცავს. მათ შორისაა დამატებითი საკომისიოები ან ჯარიმები. საპროცენტო განაკვეთის ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ კრედიტზე გადასახადი თანხის ოდენობა.
- გადასახადი თანხის გამოთვლა – კომპანიებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ სესხის კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა გადასახადი თანხის გამოსათვლელად. თქვენ ირჩევთ თანხის ოდენობას, დაფარვის პერიოდს და მარტივად ნახულობს თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ. შესაბამისად, წინასწარ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ მოსალოდნელი ხარჯი.
- ხელშეკრულების გაცნობა – ხელშეკრულებაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია კრედიტის შესახებ. თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ ხელშეკრულების ყველა პუნქს, თავიდან აირიდებთ მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს. წინასწარ გეცოდინებათ თქვენი მოვალეობები და უფლებები.
კონკრეტული კომპანიის შერჩევამდე გაითვალისწინეთ აღნიშნული პუნქტები. შეადარეთ კრედიტორების შეთავაზებები, რათა შეარჩიოთ საუკეთესო პირობის კომპანია. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია საპროცენტო განაკვეთის, გადასახადი თანხის გამოთვლა და ხელშეკრულების დეტალურად გაცნობა. აიღეთ სესხი პასუხისმგებლობით, ისარგებლეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული პირობით და შეამცირეთ ხარჯები.