ყოველდღიურად უამრავ მიმზიდველ შეთავაზებას ვიღებთ კომპანიებისგან – ფასდაკლება სასურველ ნივთსა და პროდუქტზე, 0%-იანი სესხი, რომელსაც არ აქვს დამატებითი ხარჯი. რთულია გაუძლო ცდუნებას და უარი თქვა სურვილების ასრულებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიყვარს საყიდლებზე სიარული, ახალი ნივთებისა და ტექნიკის შეძენა, გვინდა გვქონდეს ყველაფერი ახალი და საუკეთესო. ასეთ დროს ხშირად ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებას, ვიღებთ სესხს, ნაკლებად ვითვალისწინებთ ჩვენს შემოსავლებს და შედეგად ვეღარ ვფარავთ ვალდებულებას.
შესაძლოა სულაც არ გვქონდეს მაღალი მოთხოვნები, მაგრამ დაბალი შემოსავლის პირობებში ვერ ვახერხებდეთ ხარჯებთან გამკლავებას. ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებლები სარგებლობენ ერთი საკრედიტო პროდუქტით, ვერ ახერხებენ მის გადახდას და იღებენ ახალ სესხს, რათა დაფარონ არსებული კრედიტი. ასეთი გადაწყვეტილების შედეგი გაზრდილი ვალდებულებაა. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ფინანსური პრობლემა და გავთავისუფლდეთ ვალებისგან?
3 რჩევა, რომელიც გაგიმარტივებთ ვალებისგან გათავისუფლებას
- შეადგინეთ ბიუჯეტი – ბიუჯეტის შემუშავება დაგეხმარებათ შემოსავლებისა და ხარჯების გაკონტროლებაში. მარტივად ნახავთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და შეძლებთ თანხის სწორად განაწილებას. თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისია არსებული ხარჯების გასასტუმრებლად, შეგიძლიათ აიღოთ სესხი, თუმცა არსებობს ამის ალტერნატივაც. იზრუნოთ შემოსავლის ზრდაზე, იმუშავოთ დამატებითი საათები და გამოიმუშავოთ დამატებითი ფინანსები, ან შეამციროთ ყოველთვიური ხარჯის ოდენობა, დაფიქრდეთ რამდენად გჭირდებათ კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი.
- მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება – სესხის აღებისას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ნაჩქარევ გადაწყვეტილებას შეუძლია გაზარდოს თქვენი ხარჯები. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად გაეცანით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციის შეთავზებას, შეადარეთ მათი პირობები, გაარკვიეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა და რა იქნება თქვენი ყოველთვიური ხარჯი. შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, როგორ შეძლებთ ვალდებულების გადახდას.
- დროულად დაფარეთ ვალდებულება – თუ კრედიტის თანხას დროულად ვერ იხდით შეატყობინეთ საფინანსო კომპანიას. შესაძლოა მათ გადავადების სერვისი ან რესტრუქტურიზაცია შემოგთავაზოთ. ამით თავიდან აირიდებთ საკრედიტო ისტორიის გაფუჭებას და მარტივად შეძლებთ სესხის გასტუმრებას.
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად შეადარეთ კრედიტორების შეთავაზებები, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტი და ისე გააკეთეთ არჩევანი. სანამ რომელიმე საკრედიტო პროდუქტით ისარგებლებთ კარგად გაეცანით პირობას. გამოთვალეთ ხარჯის ოდენობა და გაითვალიწინეთ თქვენი შემოსავალი. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ სირთულეებს, დაგეხმარებათ მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნაში.