ფინანსური შეცდომების თავიდან არიდება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც უამრავი მიმზიდველი შეთავაზება გვესმის. ჩვენ ხშირად არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რაც არ გვჭირდება ან ვიღებთ სესხს, მაშინ როცა ამის საჭიროება არ გვაქვს. ასეთი გადაწყვეტილებების შედეგი კი ფინანსური პრობლემებია.
თუკი სიმდიდრის მოპოვებისკენ ისწრაფით, გაიგეთ რა შეცდომებს არ უშვებენ მდიდრები და დანერგეთ აღნიშნული ჩვევები თქვენს ცხოვრებაში.
ფინანსური შეცდომები, რომელიც თავიდან უნდა აირიდოთ:
- მდიდრებს არ ავიწყდებათ ინვესტიცია საკუთარ თავში – მათ იციან უწყვეტი განათლების მნიშვნელობის შესახებ და მუდმივად სწავლობენ სიახლეებს.
- არ ავიწყდებათ ფულის დაზოგვა მომავლისთვის – მდიდრები არ ცხოვრობენ დღევანდელი დღით. ისინი ითვალისწინებენ იმას თუ რა დასჭირდებათ მომავალში და აღნიშნულ საკითხებს ალაგებენ პრიორიტეტების მიხედვით.
- ისინი არ ირჩევენ ყველაზე იაფიან ნივთებს – რომელი ჯობია გადაიხადოთ $300 იაფიან მოწყობილობაზე ყოველ 3 წელში, თუ დახარჯოთ $600 და შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომელიც დიდხანს გექნებათ.
- არ ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებენ – მათ შესაძლოა უამრავი ფული დახარჯონ გართობისთვის, მაგრამ თუ შემოსავალი შეუმცირდათ, ისინი ხარჯებსაც შეამცირებენ.
- არ ხარჯავენ ფულს თუკი არ აქვთ – ფულის სესხება იმას ნიშნავს, რომ მათ გრძელვადიან პერიოდში მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. ისინი დანაზოგით ამჯობინებენ დიდი შენაძენის გაკეთებას.
- მდიდრებს არ აქვთ ფინანსური საიდუმლო ოჯახის წევრებთან – ისინი ღიად მსჯელობენ ფინანსურ რესურსებზე და არ მალავენ შენაძენს, რადგან ეს არის ოჯახის და არა ერთი ადამიანის ფული.
- უარს არ ამბობენ სიამოვნებაზე – ადამიანები 40 კვირის განმავლობაში მუშაობენ და მხოლოდ 2 კვირიანი შვებულებით სარგებლობენ. თქვენ უნდა ისიამოვნოთ გამომუშვებული ფულით, არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენი გაქვთ.
- არ სარგებლობენ იპოთეკური სესხით – იპოთეკური სესხით ბინის შეძენა მუდმივი ბრძოლაა გადახდებთან. როდესაც კრედიტით ყიდულობთ სახლს, იხდით ორმაგ თანხას. მდიდრები ბინას მანამდე ქირაობენ, სანამ არ ექნებათ მისი ყიდვისთვის საჭირო ფინანსები.
- მდიდრები იკვლევენ – ისინი არ აკეთებენ რისკიან ინვესტიციას, არამედ იკვლევენ თუ რაში დებენ ფულს და მხოლოდ მას შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როცა დარწმუნდებიან, რომ დაბანდება არ იქნება წამგებიანი.
- ადგენენ ბიუჯეტს – არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენს გამოიმუშავებთ. ბიუჯეტის შედგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსების კონტროლისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური აპლიკაციებით ან ფურცელზე ჩამოწეროთ შემოსავლისა და დანახარჯის შესახებ.
აღნიშნული ჩვევების გამომუშავებას დრო სჭირდება, თუმცა ეს ერთგვარი გამოწვევა იქნება თქვენთვის. საბოლოოდ, ისწავლით როგორ გამოიყენოთ ფული ჭკვიანურად და ისიამოვნოთ.